რაღაც მზაკვრობას აქვს ადგილი, სავარაუდოდ „ლგბტ პროპაგანდის კანონზე” “მუშაობაზე” თავის არიდებას ცდილობს – ლევან ნიკოლეიშვილი ვაშაძეზე

რაღაც მზაკვრობას აქვს ადგილი, სავარაუდოდ „ლგბტ პროპაგანდის კანონზე” “მუშაობაზე” თავის არიდებას ცდილობს – ლევან ნიკოლეიშვილი ვაშაძეზე მე პირადად იმან დამაინტერესა, რატომ შეწუხდა ბატონი ვაშაძე ფასებით დღეს? იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც თემის გადაფარვა თუ თავის არიდება სჭირდება, ისეთი ავანტიურისტ და პოპულისტი პოლიტიკოსისგან, როგორიც ვაშაძეა არაფერი გამიკვირდება, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ […]

“ქართულ ოცნებაში” შეიძლება ბუნტმა იფეთქოს“ – რომან გოცირიძე

“ქართულ ოცნებაში” შეიძლება ბუნტმა იფეთქოს“ – რომან გოცირიძე პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: “ქართულ ოცნებაში” შეიძლება ბუნტმა იფეთქოს. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტში, რომელსაც მთავრობა სულ მალე შემოიტანს პარლამენტში, სახელმწიფო მოხელე მამკაცებს, მათ შორის დეპუტატებს ეკრძალებათ ბეჭდის ტარება, გარდა საქორწინო, სტანდარტული ფორმის ბეჭდისა. არაფორმალურად ურჩევიათ დეპუტატებისათვის, რომ მოერიდონ “ბაბოჩკიანი” ფეხსაცმლების ჩაცმას, წინდების გარეშე სიარულს […]

მაკრონი: ვუახლოვდებით იმ მომენტს ევროპისთვის, როდესაც საჭიროა არ ვიყოთ მხდალები

მაკრონმა პრაღაში ვიზიტისას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ევროპულმა სახელმწიფოებმა სიმხდალე არ გამოიჩინონ. პრაღაში მაკრონი მის ჩეხ კოლეგას, პეტრ პაველს შეხვდა და მათ საერთო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. “არის თუ არა ეს ჩვენი ომი? შეგვიძლია თვალები დავხუჭოთ იმ რწმენით, რომ პროცესები თავისი გზით განვითარდება? ასე არ მგონია, შესაბამისად მე […]

უნგრეთი NATO-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს არჩევას ეწინააღმდეგება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, მისი ქვეყანა წინააღმდეგია, რომ NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერი, მარკ რუტე გახდეს. “ნამდვილად ვერ დავუჭერთ მხარს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იმ ადამიანის არჩევას, რომელსაც უნგრეთის დაჩოქება სურდა”. – თქვა სიიარტომ 5 მარტს. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გულისხმობდა რუტეს მიერ 2021 წელს ანტი-LGBT კანონმდებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას. მაშინ ნიდერლანდების […]

თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტი იწყება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას. ინიციატივა bp-ს ფინანაური მხარდაჭერით განხორციელდება. კეთილშობილი ირემი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა და, დღეისათვის, გადაშენების კრიტიკულ ზღვარს მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის. მემორანდუმს ხელი […]

2023 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ 56 მლრდ ლარს გადააჭარბა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 9.1%-ით გაიზარდა და 56.4 მლრდ ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 21.2 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.0%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის […]

პაატა მანჯგალაძე – არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება

არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეჩერებას გულისხმობს. მისივე თქმით, როცა კანონპროექტი იქნება დასრულებული, ის პოზიციას ჩამოაყალიბებს და არ გაიქცევა. „ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო ეს საკითხი და […]

კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – რუსეთს არ სურს ჰყავდეს წარმატებული უკრაინა საზღვარზე და წარბს წევს საქართველოსთან დაკავშირებითაც

უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტურია, თუ უკრაინაში წარუმატებლობას განვიცდით, ეს კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კიმ კემპბელმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უმთავრესია თუ არა უკრაინის ბრძოლა საკუთარი სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობისთვის. „რასაც ვხედავთ არის შეტევა, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის მიმართ შიშის გამო. რუსეთს არ სურს […]

არმაზ ახვლედიანი – მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს წინაშე არაერთი ფუნდამენტური გამოწვევა, მთავარი მაინც ერთადერთია, დემოკრატიული პროცესის არარსებობა და გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს წინაშე დგას არაერთი უმწვავესი ფუნდამენტური გამოწვევა – საგარეო საფრთხეები, რუსეთი, კორუფცია და სხვა, მთავარი მაინც ერთადერთია, საქართველოში დემოკრატიული პროცესის არარსებობა და გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან – თუ ჩვენი ქვეყანა ამ ტესტს წარმატებით ჩააბარებს, ჩავთვალოთ, რომ ყველა სხვა გამოწვევაც წარმატებით იქნება დაძლეული,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა […]

კავკასიის მედიცინის ცენტრში ძვლის ტვინის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია განხორციელდა

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის სრულ სერვისს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰოსპიტალში პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია უკვე განხორციელდა. 35 წლის ქალს აუტოგენური (საკუთარი) ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაუტარდა. „ჯანდაცვის ლიდერი ჰოსპიტალი რეგიონში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მძლავრ სერვისს ნერგავს. ტრანსპლანტაციის სერვისის დასანერგად მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამედიცინო […]