ეგვიპტე: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებამ გარღვევა ვერ მოიტანა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ სამდღიანმა მოლაპარაკებამ ჰამასთან – რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ – გარღვევა ვერ მოიტანა 5 მარტს, აცხადებენ ეგვიპტის წარმომადგენლები. განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დაწყებამდე. რამადანს მიიჩნევდნენ არაოფიციალურ ბოლო ვადად შეთანხმების მიღწევისთვის. თითქმის ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე ომმა […]
ბიტკოინის ფასი დაეცა – Reuters

ბიტკოინმა 5 მარტს მაქსიმალურ ფასს, 69,202 დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით კრიპტოვალუტამ 2021 წლის ნოემბრის ყველა დროის პიკს გადააჭარბა, დღეს კი დაახლოებით 7%-ით, $63,400-მდე დაეცა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ბიტკოინის „რალს“ ხელს უწყობენ ინვესტორები, რომლებიც დიდ ფულს იხდიან კრიპტოპროდუქტებში, რომლებიც აშშ-ს ბირჟაზე ვაჭრობენ. ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, […]
ლიბერთის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ დაწესდა

ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდო გამოავლენს და საზოგადოებას […]
6 თვის განმავლობაში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის, 4 099 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

6 თვის განმავლობაში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის, 4 099 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, […]
მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გვიკვირს, იქიდან გამომდინარე, რომ მან გაბედა ის, რაც ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა აქტივისტმა გაბედა

ჩვენ უკვე სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გვიკვირს, იქიდან გამომდინარე, რომ მან გაბედა ის, რაც გაბედა ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა აქტივისტმა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც […]
საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ

საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეთანხმებებზე ხელის მოწერა ხვალ, პარიზში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტის დროს მოხდება. „მაია სანდუსთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, საფრანგეთის მხარდაჭერას კიდევ […]
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირებს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება აღარ მოეთხოვებათ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირებს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება აღარ მოეთხოვებათ – მოსამართლეობის კანდიდატებისთვის დადგენილი არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შემთხვევაშიც ნარჩუნდება. პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80-ხმით (1 წინააღმდეგი) “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იმ ინიციატივის გარეშე მიიღო, რომლის თანახმადაც, თუ პირს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება არ ჰქონდა მისი […]
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა. როგორც აჭარის მთავრობიდან იუწყებიან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. „თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხს. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის […]
“14 წლის ასაკში პირველ ჩვენებაზე გამოვედი და ეს გრძნობა არ დამავიწყდება” – რას წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი – Marao

“14 წლის ასაკში პირველ ჩვენებაზე გამოვედი და ეს გრძნობა არ დამავიწყდება” – რას წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი – Marao ნათია ბანძელაძისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. მას წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, ახლა კი მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. მან რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა და წყვილს უკვე ორი შვილი, აივი-ნიკოლი და […]
ბელინგემი და ხესუს ხილ მანსანო დაისაჯნენ – “რეალი” გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ბელინგემი და ხესუს ხილ მანსანო დაისაჯნენ – “რეალი” გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩის სკანდალურად დასრულების შემდეგ, სადაც გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “რეალს” უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა, სასჯელები გახდა ცნობილი. მოგეხსენებათ, მატჩის არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ მადრიდელთა ბოლო შეტევის დროს, რა მომენტშიც “ბლანკოსის” ერთ-ერთი ფეხბურთელი ბურთს საჯარიმოში აბრუნებდა, თამაში დაამთავრმა, რამდენიმე წამში კი ჯუდ […]