არემჯის 2024 წლის სტიპენდიატები

დაბა კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში კომპანიის 2024 წლის სტიპენდიატები გამოვლინდნენ. რჩეულ 25 სტუდენტს, სამახსოვრო სერტიფიკატები არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა ანზორ აბშილავამ გადასცეს.

ბოლნისში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩუქარი ქალბატონებს – კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ღონისძიებაში მონაწილეობას ნატო გელაშვილი ვაჟებთან, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებთან და ბენდთან ერთად იღებდა. სცენაზე მაყურებლებისთვის ქართველი კომპოზიტორებისა და ნატო გელაშვილის მიერ შექმნილი […]

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრს ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება დაემატა

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრს ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება დაემატა. „გორმედის“ ცნობით, კლინიკის მაღალკვალიფიციურ გუნდს ონკო-ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი დავით ზოდელავა შეუერთდა. „გორმედის“ სამედიცინო ცენტრში, ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ონკო-ჰემატოლოგთან კონსულტაცია, სისხლის ღრმა ლაბორატორიული კვლევები და პაციენტის სრულყოფილი დიაგნოსტირებისთვის საჭირო ყველა მანიპულაციის ჩატარება. ,,მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლოს ყველა სამედიცინო სერვისის მიღება. ამიტომ, ,,გორმედის“ სამედიცინო ცენტრი მუდმივად ახალი სერვისების დანერგვასა და განვითარებაზეა […]

„რონდელის ფონდის“ დირექტორი – „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ თემატიკა მოიცავს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირებას და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი გლობალურ სამყაროზე და ძალთა ბალანსზე

„რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ თემატიკა მოიცავს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირებას და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი გლობალურ სამყაროზე და ძალთა ბალანსზე – მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, საქართველო მაინც არის ინტერესის სფერო,- ამის შესახებ „რონდელის ფონდის” დირექტორმა ეკატერინე მეტრეველმა ჟურნალისტებს „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე“ განუცხადა. მისი თქმით, კონფერენციაზე დიდი ყურადღება ეთმობა […]

პრემიერის ხელმძღვანელობით რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თუ რა სახით განხორციელდება კლინიკის მოდერნიზების პროექტი. მთავრობის განკარგულების თანახმად, ამ საბჭოს შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ფინანსთა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ. ამავე განკარგულების თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს უშუალო მფლობელს, ჯანდაცვის სამინისტროს ა(ა)იპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს” დაევალა მოამზადოს და […]

დიდმა ბრიტანეთმა იგორ მაკაროვის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა

დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენ იგორ მაკაროვის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მაკაროვმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც „იტერა ჯგუფის“ შემქმნელი. მისი გაყიდვის შემდეგ მან შექმნა Areti International-ი. მაკაროვი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ 2022 წლის სექტემბერში მოექცა. როგორც Forbes იტყობინება, 2023 წელს მაკაროვმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და მხოლოდ კვიპროსის მოქალაქედ დარჩა.

ბიტკოინის ფასი დაეცა

ბიტკოინმა 5 მარტს მაქსიმალურ ფასს, 69,202 დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით კრიპტოვალუტამ 2021 წლის ნოემბრის ყველა დროის პიკს გადააჭარბა, დღეს კი დაახლოებით 7%-ით, $63,400-მდე დაეცა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ბიტკოინის „რალს“ ხელს უწყობენ ინვესტორები, რომლებიც დიდ ფულს იხდიან კრიპტოპროდუქტებში, რომლებიც აშშ-ს ბირჟაზე ვაჭრობენ. ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, […]

ქართული ღვინის მწარმოებლები Foodex Japan 2024-ში მონაწილეობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიაში, ქალაქში ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობს. Foodex Japan 2024-ში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების […]

ლიბერთის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ დაწესდა

ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდო გამოავლენს და საზოგადოებას […]

ცხინვალელ “დეპუტატებს” რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის 3 წევრს – გარი მულდაროვს, დავით სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს, რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ. ოსური მედიის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატებმა შეტყობინებები 7 თებერვალს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისგან მიიღეს. მიზეზად სახელდება “ქმედებები, რომლებიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან”, ხოლო რას უკავშირდება ეს “ქმედებები” დოკუმენტებში არ არის მითითებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტის […]