კობილაში, რომელზეც საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, 2008 წლის ომში პირადად მონაწილეობდა

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავიაციის მეთაური, სერგეი კობილაში, რომლის დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 5 მარტს გასცა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში პირადად მონაწილეობდა. ცხინვალისთვის ბრძოლის დროს კობილაში, რომელიც მაშინ 368-ე საჰაერო პოლკის მეთაური იყო, პირადად მართავდა მოიერიშე Су-25-ს, როცა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მან კატაპულტირება მოასწრო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა. რუსული წყაროების ცნობით, […]

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6 თვეში 4 099 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6 თვეში ჯამში 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. “ყველაზე მეტი – 1 895 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 866 სამართალდარღვევა აღირიცხა ქუთაისში, 744 – ბათუმში და 594 – რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული […]

შვედეთი 11 მარტს ოფიციალურად გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა

შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად ორშაბათს, 11 მარტს გახდება, ამის შესახებ შვედური TV4 Nyheterna იუწყება. „შვედეთის დროშა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ორშაბათს ნაშუადღევს აღიმართება. ეს NATO-ს წევრობის დასაწყისი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში. ტელეკომპანიის ცნობით, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების აქტის ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბუდენი დაესწრებიან. ნატოში ახალი მოკავშირის გაწევრიანების ცერემონია, როგორც […]

bloomberg-ის მილიარდერების სიაში ცვლილებაა – ილონ მასკი ბერნარ არნომ ჩაანაცვლა

5 მარტის მონაცემებით, bloomberg-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში ჯეფ ბეზოსი ლიდერობდა, მეორე პოზიციას კი ილონ მასკი იკავებდა. უახლესი მონაცემებით, მეორე ადგილი LVMH-ის დამფუძნებელმა, ფრანგმა ბიზნესმენმა, ბერნარ არნომ დაიკავა, ხოლო ილონ მასკმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. (ერთ დღეში მისი ქონება დაახლოებით 6 მილიარდით შემცირდა). მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ […]

„ჩვენი მოსაზრებები მთავრობის მხრიდან გაზიარებული იყო“ – ლევან ვეფხვაძე პრემიერთან შეხვედრაზე

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა და იმ მოსაზრებების მოსმენა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიზნეს ინდექსშია წარმოდგენილი. „შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ჩვენი მოსაზრებები მთავრობის მხრიდან იყო გაზიარებული, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პერიოდულობით ახალი […]

ლიბერთის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ დაწესდა

ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდო გამოავლენს და საზოგადოებას […]

საქართველოსა და ევროპოლს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატრინ დე ბოლმა „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ხელმოწერილი შეთანხმება ეფუძნება 2017 წელს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებულ ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო […]

წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე გახდა

Aqualia-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასი დანიშნა, რომელიც Aqualia-ში დღემდე ესპანეთის რეგიონალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ლაფუენტე არის წყლის მართვის სექტორის ექსპერტი, რომელიც Aqualia-ში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მოღვაწეობდა. სანტიაგო ლაფუენტე ოფიციალურად Aqualia-ს დირექტორი 2024 წლის 9 აპრილიდან გახდება. „სანტიაგო ლაფუენტეს აქვს მადრიდის პოლიტექნიკური […]

ლევან ხაბეიშვილი – პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც 6-7 წლის წინ დიასახლისი 55-60 ლარს გადაიხდიდა, დღეს, 109 ლარს იხდის – მოქალაქეს მაღაზიაში შესვლა იმის გამო არ უნდა ეშინოდეს, რომ პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს

პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც 6-7 წლის წინ დიასახლისი 55-60 ლარს გადაიხდიდა, დღეს, 109 ლარს იხდის. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია და მათ მაღაზიაში შესვლა იმის გამო არ უნდა ეშინოდეთ, რომ პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საზოგადოების კითხვებს მმართველმა გუნდმა პასუხები უნდა გასცეს. „ცხადია, […]

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად პარლამენტმა პირველი მოსმენით – 79 ხმით მიიღო. მხარდაჭერილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. გამონაკლისი დანაშაულზე წასწრების შემთხვევა იქნება, რაც […]