ოლენა სნიგირი – რუსეთი და ჩინეთი დღეს იბრძვიან იმის დასამტკიცებლად, რომ ლიბერალური იდეები გაკოტრებულია – ისინი ცდილობენ, მოიზიდონ ავტორიტარიზმის მხარეს იმდენი ქვეყანა, რამდენიც შესაძლებელია

დასავლეთი მიეჩვია, რომ დაინახოს რუსეთი, მისი მეზობლები და მასზე დამოკიდებული ადამიანები რუსული სათვალიდან. ჩვენთვის ძალიან რთული იყო დაგვერწმუნებინა ჩვენი დასავლელი მოკავშირეები რუსეთის რეალურ განზრახვაში , – ამის შესახებ რობერტ შუმანის მოწინავე კვლევების ცენტრში ჟან მონეს სტიპენდიატმა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის უფროსმა სტიპენდიატმა, ოლენა სნიგირმა განაცხადა. მისივე თქმით, დიდი სახელმწიფოების კონკურენცია დღეს იღებს […]

ან მე, ან ტრამპი, მეგობრებო – ჯო ბაიდენი

ახლა, როცა ე.წ. სუპერ-სამშაბათის შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია თითქმის გაინაღდა, მოელიან, რომ ჯო ბაიდენი შეეცდება, ორ საპრეზიდენტო კანდიდატს და ამერიკის მომავალზე მათ ხედვას შორის, კონტრასტი გამძაფრდეს. 5 მარტის შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, ორივე წამყვან პარტიაში საბოლოო კანდიდატების ბედი გარკვეულია. შეერთებული შტატების მოქალაქეები იგივე არჩევანის წინაშე დგანან, როგორც 4 წლის წინ – ერთმანეთის […]

იულია ნავალნაიამ მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნების დღეს განახორციელონ მისი ქმრის გეგმა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ რუსეთის მოსახლეობას მოუწოდა, განახორციელონ მისი გარდაცვლილი მეუღლის გეგმა და მასობრივი საპროტესტო აქცია გამართონ არჩევნების დღეს – შუადღეზე მივიდნენ საარჩევნო უბნებში და ხმა მისცენ მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ანდა გააფუჭონ ბიულეტენები. ვიდეოში, რომელიც 6 მარტს გამოქვეყნდა, ნავალნაიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანის მისვლამ გაამყარა მისი […]

რუსეთში, ტუვის რესპუბლიკაში თბოელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

რუსეთში ტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაგონარში თბოელექტროსადგური აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი ცენტრალური გათბობის გარეშე დარჩა. საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან განმარტა, რომ აფეთქების მიზეზი ქვანახშირის მტვერის დეტონაცია გახდა. აფეთქების შედეგად 50 კვადრატული მეტრის რადიუსზე გაჩნდა ხანძარი. ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის, 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია

“ჰამასი” არ ცვლის თავის პირობებს ისრაელთან ტყვეების გაცვლის შესახებ. ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები, ახლა პალესტინელების სამხედრო დაჯგუფების “ხელშია”. მომლაპარაკებლები “ჰამასიდან”, ყატარიდან და ეგვიპტიდან, მაგრამ არა ისრაელიდან, კაიროში იმყოფებიან, რათა უზრუნველყონ ღაზაში 40-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, ისრაელსა და “ჰამასს” შორის. მალე მუსლიმთა მარხვის თვე, რამადანი დაიწყება და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებიც, სწორედ ამ […]

ნავალნაია: მონაწილეობა მიიღეთ პროტესტში, მიეცით ხმა პუტინის წინააღმდეგ

ციხეში მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, 17 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს პროტესტს შეუერთდნენ და ხმა მისცენ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ან გააფუჭონ ბიულეტენები. ამის შესახებ იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. “ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ უნდა გავაკეთოთ […]

ლიბერთის მხარდაჭერით ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024“ ჩატარდა

ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, ბათუმში, მეორე ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024“ (EdCamp Georgia) გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა რეგიონის, განათლების სფეროს 300-მდე ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენელი ესწრებოდა. აღნიშნული კონფერენციის მიზანია, ღია და მხარდამჭერი გარემოს შექმნის გზით, მასწავლებელთა თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების წახალისება. გაიმართა პანელური დისკუსიები, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ინოვაციური სწავლებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქართველოში. […]

საქართველოში კერძო სექტორის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა – EBA-ს გამგეობის თავმჯდომარე

„საქართველოში კერძო სექტორის უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური არასტაბილურობაა“, – ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ (EBA), ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ EU-ს ბიზნეს ანგარიში წარვადგინეთ, რომელშიც თითოეულმა ევროპულმა კომპანიამ ხაზი გაუსვა, რა არის მთავარი გამოწვევა კერძო სექტორში. არ დავმალავ, რომ […]

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ. საკონკურსო პირობები უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა. „კონკურსი ღია და ანონიმურია. კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები 2024 წლის 20 […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, მამკოდაში, სოფელ გლდანში, ლელუბანსა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 […]