ეკონომიკის სამინისტრო სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მოთხოვნებს შეისწავლის და მათ დარეგულირებაზე იმუშავებს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სატვირთო ავტომობილების მფლობელებსა და მძღოლებს შეხვდა, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვათა გაცემასთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილმა მათი მოთხოვნები დეტალურად მოისმინა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დღესვე დაიწყებენ მძღოლების მიერ წარმოდგენილი საკითხების მოკვლევას და შესწავლას, რათა უმოკლეს დროში იყოს შესაძლებელი პრობლემების […]
ტრაილერის მძღოლები ჩივიან, რომ ნებართვები “შავ ბაზარზე” გაიცემა – მათ ეკონომიკის მინისტრი შეხვდა

მას შემდეგ, რაც ტრანზიტულ მარშრუტებზე დასაქმებულმა ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს, მათ ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. მძღოლები ჩივიან, რომ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იანვრის შემდეგ აღარ გასცემს. მათი თქმით, უწყება ნებართვებს “შავი ბაზრის” გავლით ყიდის. “არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვევა”, – თქვა ერთ-ერთმა მძღოლმა. სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის […]
ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებმა შერმადინი საუკეთესო ცენტრად დაასახელეს

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი აღიარება. ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მწვრთნელებმა ტურნირის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს. ჩემპიონთა ლიგამ შეჯიბრს შემორჩენილი 16 გუნდის დამრიგებელი მე-2 წრის სტარტამდე გამოკითხა და სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეულთა ჩამოთვლა სთხოვა. შერმადინმა გამოკითხვაში 36.4% მიიღო და ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა თურქული პინარ ქარშიაქას მაღალ ვერნორ ქარის, მე-3 ადგილზე კი ასევე თურქული […]
თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი წელს მესამედ იმართება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზატორებს და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებს საკრებულოში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალი თბილისის მერიის დაფინანსებით და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების (კერძო და […]
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გარდაუვალია, რადგან „კიევი რუსეთს ვერ დაამარცხებს“ და „რუსეთს მთელი დასავლეთის დამარცხება არ შეუძლია“. სიიარტოს ცნობით, ორბანი და ტრამპი […]
მოლდოვასა და საფრანგეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის პაქტი გაფორმდება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის და მოლდოვაში რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების ფონზე, საფრანგეთი მოლდოვასთან თავდაცვით და ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს. საფრანგეთის პრეზიდენტის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებებს ხელი პარიზში, ემანუელ მაკრონისა და მაია სანდუს შეხვედრის დროს მოეწერება. პოლიტიკურ მიმომხლიველთა ნაწილის შეფასებით, პარიზის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, აღქმული იყოს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკის ნაწილად, რომლის მიზანი […]
გარი კასპაროვი რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ თანადამაარსებელი გარი კასპაროვი „როსფინმონიტორინგის“ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. რეესტრის თანახმად, მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით. გასული წლის ბოლოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპაროვისა და მისი თანამებრძოლის, ივან ტიუტრინის მოქმედებებში „დანაშაულის ნიშნები“ დაინახა უკრაინის მხარეს მეომარი რუსი მოხალისეების დასახმარებლად მოწყობილი აუქციონის გამო. უწყებამ კასპაროვისა და ტიუტრინის […]
ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მისი დაშინების მიზნით „გამაფრთხილებელი გასროლა” იყო

თბილისში, ყაზბეგის გამზირის N37-თან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. გაზეთ „ქრონიკა +-ის” მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, მისი დაშინების მიზნით, „გამაფრთხილებელი გასროლა” იყო. ელისო კილაძემ ფეისბუკზე ჩართვისას აღწერა შემთხვევის გარემოებები და თქვა, რომ სანადირო თოფიდან ისროლეს. „როდესაც მანქანიდან გადმოვედი, ერთ-ერთი პირი საეჭვოდ ამოგვიდგა გვერდით, რომელმაც საეჭვოდ დაგვათვალიერა, მერე გადაჭრა გზა და ძალიან გამომწვევად გვათვალიერებდა… […]
თუ აშშ-თან პირდაპირი ფრენები გვინდა, საჭიროა ფინანსური და ინსტიტუციური დახმარება – ირაკლი ბაიდაშვილი

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ირაკლი ბაიდაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-თან პირდაპირი ფრენების დაწყებას სჭირდება დახმარება როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციების სახით. ასე უპასუხა ბაიდაშვილმა bm.ge-ის მიერ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, აქვს თუ არა ქვეყანას პერსპექტივა და რა ნაბიჯებია გადასადგმელი. „ბიზნესის მოსაზრება არის ის, რომ გათვლების შედეგად ეს არ გახლავთ ბიზნესის საკითხი. თუ გვინდა, რომ პირდაპირი ფრენები […]
Ryanair ავიაბილეთების ფასის ზრდას აანონსებს

Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ Boeing-ისთვითმფრინავების მიწოდების შეფერხებამ შესაძლოა ზაფხულში ავიაბილეთის ფასის ზრდა გამოიწვიოს. დიდი ალბათობით ზრდა 10%-ი იქნება. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას მარტისთვის 57 ახალი თვითმფრინავი უნდა მიეღო. მაგრამ ალბათ მხოლოდ 40-45-ს მიიღებს. რადგან სამგზავრო ტევადობა ნაკლები იქნება, ავიაკომპანიას ფასების ზრდა მოუწევს. 10%-იანი ზრდა ოდნავ აღემატება საშუალო წლიურ 3-7%-იან ზრდას, მაგრამ მაინც ნაკლებია ვიდრე […]