აჭარის განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანს სამსახურიდან წასვლის განცხადება დაუკმაყოფილეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააკმაყოფილა უწყების მაღალჩინოსნის, თამარ გუდავას განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას, 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე 2 მარტს დააკავეს. გუდავამ „უხერხულობის თავიდან ასაცილებლად“, თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით განცხადება დაწერა 5 მარტს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე […]
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 6 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.05 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.55 თეთრით გაუფასურდა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6581 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8904 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.90 ლარად.
„ეს არის დიდი შავი ბაზარი – ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება“ – ტუროპერატორი

„შავი ბაზარია, აბა რა არის, როდესაც ადამიანი იღებს სტუმრებს, ემსახურება და ყველანაირი ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება, ბიუჯეტში კი არაფერს იხდის“,- ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „კლარკ & რობინსონს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს მდგომარეობით, მიმღებ ტუროპერატორთა რაოდენობა, ფაქტობრივად უთვალავია, მათი საქმიანობა კი უკონტროლო. „მიმღები ტუროპერატორი იმდენია საქართველოში, უთვალავი. ვისაც არ ეზარება, […]
ქრონიკული მოწამვლა, სიმსივნე – რა საფრთხეების გათვალისწინებით ამოქმედდა რეგულაცია ქიმწმენდებისთვის

ტანსაცმლისა და სხვა ნაწარმის ქიმიური წმენდის საწარმოებისთვის რეგულაციების ამოქმედებამ ამ სფეროში მომუშავე საწარმოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. შედარებით მსხვილი საწარმო სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებიდან მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. მინი ქიმწმენდისთვის კი შეზღუდვა 50 მეტრია. რეგლამენტში […]
„საქართველოს სარეალიზაციო ბაზრის გაზრდა და EU-ში ინტეგრაციაზე მუშაობა სჭირდება“ – ჯონ ბრაეკეველდტი

“ევროპული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მის გარეშე ვერც ერთი კომპანია ვერ იმუშავებს”, – ასე აფასებს ქართული კომპანიებისთვის ევროპულ ბაზარზე წვდომის მნიშვნელობას ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდტმა მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, საქართველოსთვის სარეალიზაციო ბაზრის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში კერძო სექტორს ხელს ბიზნეს ასოციაციები უწყობენ. “ჩვენ გვჭირდება ევროპული ბაზარი იმიტომ, რომ ის საქართველოსთან […]
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, IFC-სთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

6 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO), და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით გაიმართა. ფორუმს 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროკავშირისა და SBFN-ის წევრი ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი […]
საქართველო ევროკავშირის წევრობას რაც უფრო მიუახლოვდება, ბიზნესგარემო მხოლოდ გაუმჯობესდება – პაველ ჰერჩინსკი

ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს აქვს წარმატების ისტორია, რითიც ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩისნკის თქმით, ევროკავშირი ევროპის საინვესტიციო ბანკის საშუალებით ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს საქართველოში. ამასთან, ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას რაც უფრო მიუახლოვდება, ქვეყანაში ბიზნესგარემო მხოლოდ გაუმჯობესდება. „საუბარი როდესაც არის ეკონომიკურ განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს […]
ტრაილერის მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ

ტრაილერის მძღოლებმა ნატახტარში აქციას გამართეს. ისინი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ: მათი თქმით, სააგენტო ტვირთის გადაზიდვის ნებართვას იანვრის შემდეგ აღარ გასცემს, რის გამოც მუშაობას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, მძღოლები ამბობენ, რომ ამ ნებართვის “ყიდვა” შესაძლებელია ე.წ. შავ ბაზარზე. ისინი ფიქრობენ, რომ “შავი ბაზრის” გავლით შემოსავლებს ისევ სააგენტო იღებს. აქციის შემდეგ მძღოლების ნაწილი სახალხო დამცველთან შესახვედრად […]
“ტექნიკური შეფერხება” – Meta სოციალური ქსელების გათიშვის გამო ბოდიშს იხდის

5 მარტს, თბილისის დროით, დაახლოებით, 19:30 საათზე Meta-ს სოციალური პლატფორმები: Facebook, Instagram და Threads – გლობალურად გაითიშა. პლანეტის გარშემო ათი ათასობით მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშზე წვდომა დაკარგა, ბევრს ეგონა, რომ კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა. Meta-მ ხარვეზი, დაახლოებით, ორ საათში გამოასწორა, მომხმარებელს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზები არ დაუსახელებია. “დღევანდელი “ტექნიკური შეფერხების გამო” მომხმარებლებს ჩვენს ზოგიერთ […]
მდინარაძე: ჩვენ ვართ გზაგასაყარზე – ქართველი ხალხი არის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მხარეს

ჩვენ როდესაც 2017 წელს ქორწინების დეფინიციას კატეგორიულად და მკაცრად განვსაზღვრავდით კონსტიტუციაში და მას დავარქვით, საბოლოოდ, ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, მაშინ იყო გააფთრებული წინააღმდეგობა, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს მამუკა ხაზარაძის პარტიის წევრები არიან, იყო წინააღმდეგობა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ნაცმოძრაობას აქტიურად უჭერს მხარს თავისი მავნებლური დამოკიდებულებით და ამ გააფთრებულ წინააღმდეგობას დღეს ვეღარ […]