ალეკო ელისაშვილმა თბილისში პენსიონერებთან რიგით მეშვიდე შეხვედრა გამართა

პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” საპენსიო სესხებით დაზარალებულებს ამჯერად ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკში შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პენსიონერებთან მორიგ შეხვედრაში პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან ერთად, იურისტებიც მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, ასამდე პენსიონერს სესხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებზე კონსულტაცია გაუწიეს. „პენსიონერების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ბანკმა გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენა იმის გამო, რომ უკვე არსებულ სესხზე ვადა ორი და სამი […]

,,სოფელ დიღმის პოლიციაში ვარ, საცხობში შევედით ღვეზელის საყიდლად, დაგვსეიენ ორკები“ – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სოფელ დიღმის პოლიციაში ვარ, საცხობში შევედით ღვეზელის საყიდლად, დაგვსეიენ ორკები ყვირილით და გინებით, გვაიძულეს გამოგვესწრო უსაფრთხოდ თავად იღებდნენ ტელეფონით, არ გავრისკე ტელეფონის ამოღება იმედია პოლიცია ამოიღებს ვიდეოთვალის ჩანაწერებს და იქონიებს რეაგირებას”

,,როგორ ბედავს და ზურაბ ადეიშვილზე საუბრობს ოცნება ახლა“ – ანა დოლიძე

ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,როგორ ბედავს და ზურაბ ადეიშვილზე საუბრობს ოცნება ახლა, როდესაც მან ამდენი წელი არაფერი გააკეთა მის გადმოსაცემად. მეტიც, ალბათ ქრთამებიც კი აიღეს ვიღაც-ვიღაცებმა რომ მას და სხვებს ეგრე ენავარდად. ჯერ ამაზე გაგვცენ პასუხი, რატომ მოხდა ეს!”

ამირან გამყრელიძე ყოფილი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის გეგმებს აკრიტიკებს

არასწორად გათვლილი ფინანსური ხარჯები, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი პროექტი და მოუმზადებელი წინადადება – ყოფილი პრემიერის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ასევე ყოფილ გეგმებს ამირან გამყრელიძე აკრიტიკებს. საუბარია რესპუბლიკურ საავადმყოფოს სკანდალზე – რა ბედი ელის კლინიკას საბოლოოდ, როდის დაიწყება ახალი კორპუსის მშენებლობა, დადგება თუ არა დღის წესრიგში ძველი შენობის დემონტაჟის საკითხი – მედიკოსებისთვის დეტალები უცნობია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის […]

დღეში 2200+ ნაბიჯის გადადგმა ნაადრევი სიკვდილისგან გიცავთ – კვლევა

კვლევის მიხედვით, რომელიც “სპორტული მედიცინის ბრიტანულმა ჟურნალმა” 5 მარტს გამოაქვეყნა, 2200-დან 10000-მდე ნაბიჯის გავლა ყოველდღიურად, ამცირებს გულის დაავადებების განვითარებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკებს. რისკები მცირდება იმისგან დამოუკიდებლად, დღის რა მონაკვეთს ატარებთ უმოქმედოდ. სწორედ ეს არის ის უმთავრესი სიახლე, რაც ამ კვლევამ მოიტანა. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ფეხით სიარული, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სიკვდილიანობის შესამცირებლად, კარგი საშუალება […]

„ადრე თუ გვიან, ადამიანები კვდებიან“,- ნარიშკინი ნავალნიზე

კრემლი აგრძელებს მტკიცებას, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის მთავარი კრიტიკოსად მიჩნეული ალექსეი ნავალნი არავის მოუკლავს და ის უბრალოდ უეცრად გარდაიცვალა. სერგეი ნარიშკინი, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარდაცვალება ბუნებრივი მოვლენაა და ნავალნის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. „სამწუხაროდ, ადამიანებს აქვთ თავისებურება, რომ ადრე თუ გვიან სიცოცხლე მთავრდება, ისინი კვდებიან. დიახ ნავალნი ბუნებრივად გარდაიცვალა“,- ამბობს ნარიშკინი […]

სომხეთი ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ და არა რუსები. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, კითხვაზე პასუხისას, განიხილება თუ არა ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა, გრიგორიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ. “სომხეთს მკაფიო პოზიცია აქვს და რუსეთის ფედერაციას ოფიციალურ წერილში ამ […]

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წლიური ანგარიშები მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წლიური ანგარიშები მოისმინეს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ დეტალური ინფორმაცია წარადგინა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 2023 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებებით, ასევე ინსტიტუციური განვითარების სფეროში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი […]

ეკონომიკის სამინისტრო – სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მოთხოვნებს შევისწავლით და მათ დარეგულირებაზე ვიმუშავებთ

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სატვირთო ავტომობილების მფლობელებსა და მძღოლებს შეხვდა, რომლებმაც დღეს, ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვათა გაცემასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა მძღოლების მოთხოვნები დეტალურად მოისმინა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დღესვე დაიწყებენ მძღოლების მიერ […]

ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 5 მარტის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82,04 (- 0.76) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.15 (- 0.59) დოლარი/ბარელზე.