,, ჩარევები ამ საკითხში არ “მოსულა” – პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე

,, ჩარევები ამ საკითხში არ “მოსულა” – პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: “მიდის საზოგადოების დარწმუნება, არ ვიცი რატომ, რომ მე რაც ვთქვი, ის არ ითვლება და თურმე ჩემზე კარგად იცის ყველამ, რას ვაპირებ და რას – არა. ერთხელ ნათქვამი მაქვს და არ მჩვევია […]

თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რაც მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის შედეგია. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. მინისტრი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ეწვია. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს სამხედრო ქვედანაყოფების საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. თავდაცვის მინისტრმა სიმონეთის საველე ბანაკი დაათვალიერა, გაეცნო სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსა […]

სანიოლის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო – რა ნახა ფრანგმა ქუთაისში? [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეორე ტურში, „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „იბერია 1996“-თან მართლაც სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში 2:3 დამარცხდა. შეხვედრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც მალე 21 მარტს ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. სავარაუდოდ ქუთაისში ფრანგი სპეციალისტის ვიზიტის მთავარი მიზეზი მასპინძელთა შემტევის, გიორგი არაბიძის თამაშზე დაკვირვება იყო. სტუმრებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს და „ტორპედო“ ერთხელ […]

“მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი“ – ,,დროა” ვოლსკისა და ხიდაშელის საუბრის დეტალებზე

“მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი“ – ,,დროა” ვოლსკისა და ხიდაშელის საუბრის დეტალებზე ,,დროა” ბიზნესმენ დავით ხიდაშელისა და პარალმენტარ გია ვოლსკის შეხვედრის კადრს აქვეყნებს, რასაც, როგორც თავად ამბობენ, პარალმენტთან კაფეში შეესწრნენ და წერს: ,,ამ წუთებში რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი და რუსი დეპუტატი გია ვოლსკი ერთმანეთს ხვდებიან კაფე […]

პრეზიდენტი – კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს ვინმეს ცესკო-ს თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში – ვისურვებდი, მას არაფერი მოუვიდეს, მაგრამ ვეტოს რედაქციით, მოადგილე ოპოზიციურ როლში დარჩებოდა და ნდობის მხრივ, პროცესს რაღაცას შემატებდა

მე კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს ვინმეს [ცესკოს] თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში?, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარისთვის ოპოზიციონერი მოადგილის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს, რადგან ამ […]

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე – ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან მოდის წინადადებები, ზეწოლები – ჩარევები არ “მოსულა” – ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე, “მაგრამ” არ არსებობს

ეს [შეწყალება] არის ჩემი დისკრეციული უფლება – არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები – ჩარევები არ “მოსულა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, პრეზიდენტი ასე პასუხობს: “არ […]

პრეზიდენტი – ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ

თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები და თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მის პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან მედიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ახლა ევროპული ძალების კონსოლიდაციისთვის პრეზიდენტის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია. „თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები და […]

სალომე ზურაბიშვილი – ევროპას უნდა მივცეთ ხმა

ევროპას უნდა მივცეთ ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ ვინაა ქართველი ხალხის არჩევანში არაევროპული. ზურაბიშვილის თქმით, „ამას ვნახავთ და შეიძლება, არავინაც არ არის“. „არ ვიცი, ვნახავთ. შეიძლება არავინ არ არის, ვნახოთ, ევროპას უნდა მივცეთ ხმა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის მიერ, კიდევ […]

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მლეთა-გუდაურისა და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, ხოლო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.