ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა — ბაიდენი ტრამპს დაუპირისპირდება

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი ნიკი ჰეილი საარჩევნო მარათონს „სუპერ სამშაბათის“ შემდეგ გამოეთიშა, რადგან შტატების უმრავლესობაში პრაიმერიზი სწორედ მისმა მთავარმა კონკურენტმა, დონალდ ტრამპმა მოიგო. ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ დონალდ ტრამპი იქნება, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უნდა დაუპირისპირდეს. ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპს მხარდაჭერა არ გამოუცხადა, თუმცა აღნიშნა რომ ტრამპს მოუწევს, […]
გრიგორიანი რუს მესაზღვრეებზე: ერევნის აეროპორტს სომეხი მესაზღვრეები უნდა მეთვალყურეობდნენ

სომხური გამოცემა Armenpress-ის ინფორმაციით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საერთაშორისო აეროპორტ ზვართნოცს მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა მეთვალყურეობდნენ. გრიგორიანმა ეს ზვართნოციდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. “სომხეთს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს და რუსეთის ფედერაციას ამ მკაფიო პოზიციის შესახებ ოფიციალურ წერილში შეატყობინა. სომხეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშორისო […]
რუსეთმა გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (Росфинмониторинг) ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС წერს. გამოცემის თანახმად, 2023 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპაროვისა და “თავისუფალი რუსეთის ფორუმის” თანადამფუძნებლის, ივან ტიუტრინის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კასპაროვმა და ტიუტრინმა […]
სანიოლის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო – რა ნახა ფრანგმა ქუთაისში? [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეორე ტურში, „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „იბერია 1996“-თან მართლაც სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში 2:3 დამარცხდა. შეხვედრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც მალე 21 მარტს ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. სავარაუდოდ ქუთაისში ფრანგი სპეციალისტის ვიზიტის მთავარი მიზეზი მასპინძელთა შემტევის, გიორგი არაბიძის თამაშზე დაკვირვება იყო. სტუმრებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს და „ტორპედო“ ერთხელ […]
“არ შეგვიძლია დავუშვათ პუტინმა საქართველო ხელში ჩაიგდოს” – ლეონ პანეტა

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი და დაზვერვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლეონ პანეტა საქართველოსთვის რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს. “არა პუტინმა, არა სი ძინპინმა, არა ვინმე სხვამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა უნდათ მომავლისთვის”, – ამბობს პანეტა.
ზურაბიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ბევრი კითხვა მაქვს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი მოეწერა, ბევრი კითხვა აქვს. “დღეს ჩვენ უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და არ უნდა იყოს რაღაც ლავირება. შეიძლება, ძალიან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ მე იმ სტრატეგიულ პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვა. ჯერ ერთი ეს დოკუმენტი […]
ზურაბიშვილი: თუ პრეზიდენტი არავინაა, როლი არ აქვს, რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია

მე არაფერი მითქვამს იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართულ ეკლესიაში. ეს არის იგივე, რასაც ადრე ვამბობდი, რომ არის სურვილი ზოგიერთი წრეებიდან, რომ მომნათლონ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერად, ათეისტად… ის ადამიანები, რომებიც დადიან პატრიარქთან სურათებისთვის, დადიან ზიარებაზე სურათებისთვის და ხმარობენ ამ ყველაფერს პიარისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში. მე სულ მჯეროდა და მჯერა […]
“ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე… არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ” – ზელენსკი მის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობაზე

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დღეს ოდესაში ჩავიდა და თავისი ქვეყნის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, ოდესაზე ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა არც თუ ისე შორის იმ ადგილიდან, სადაც ზელენსკი იმყოფებოდა. საბერძნეთის პრემიერი კი, მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა. შეხვედრა და […]
რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი გამოეთიშა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლას

რესპუბლიკელმა ნიკი ჰეილიმ „სუპერსამშაბათს“ პრაიმერიზში დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, რომ წყვეტს საპრეზიდენტო კამპანიას. ჰეილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთადერთი კონკურენტი იყო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის ბრძოლაში. როგორც Associated Press-ი იტყობინება, ჰეილის პირდაპირ არ მოუწოდებია თავისი მომხრეებისთვის, რომ ტრამპს მისცენ ხმა. მან ტრამპს უსურვა ზომიერი რესპუბლიკელებისა და არაპარტიული ამომრჩევლების მხარდაჭერა, რომლებიც მისთვის, ჰეილისთვის, ხმის მისაცემად […]
პრეზიდენტი: ძალიან ბევრი კითხვაა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის მიმართ

დოკუმენტის ირგვლივ და იმაზე, თუ როგორ დაახასიათებდა პრეზიდენტი მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკას, სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა ორბელიანების სასახლეში, სადაც იგი ჟურნალისტებს შეხვდა. პრეზიდენტი აღნშნავს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს აქვს და მათ შორის, საქართველომაც უნდა ჩამოაყალიბოს, “მაგრამ ეს არ ნიშნავს გაურკვევლობის გაჩენას ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის, ესეც ბალანსია”. “წინა საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველო […]