“შენს მეძავ დედას მო***ვ” – ოპენდამ “რეალთან” მატჩის დროს კარვახალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “რეალმა” “ლაიფციგთან” საშინაო არენაზე ფრედ, 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 2:1 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. RTL-ის ცნობით, აღნიშნული დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში სკანდალური ფაქტი მოხდა. “ლაიფციგის” ფორვარდმა ლუის ოპენდამ მადრიდელთა მცველ დანი კარვახალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფეხბურთელების ბრძოლის დროს ბელგიელი თავდამსხმელი სარეკლამო ბანერს შეეჯახა, მასთან “ბლანკოსის” უკანახაზელი მივიდა, ფეხზე წამომდგარმა […]

ბალოტელი არ ჩერდება – არველაძის გუნდის დამარცხების შემდეგ გასახდელში მომხდარი სახალისო ამბავი ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი თავის თავს არ ღალატობს. თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში მისმა “ადანა დემირსპორმა” შოთა არველაძის “კარაგუმრუკი” 1:0 დაამარცხა და ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან სწორედ 33 წლის თავდამსხმელმა გაიტანა. მატჩის შემდეგ “სუპერმარიო” შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და გასახდელში თანაგუნდელებს გაეხუმრა, გავრცელებული ვიდეო კი ინტერნეტს იპყრობს. ბალოტელიმ მოულოდნელად ასაფეთქებელი გადააგდო, რაც ვერავინ შეამჩნია და აფეთქების […]

გამოქვეყნდა მარკესის ბოლო რომანი, რომელიც მწერლის აზრით, გასანადგურებელი იყო

ნობელის პრემიის ლაურეატი კოლუმბიელი პროზაიკოსის, გაბრიელ გარსია მარკესის დაბადების დღეს მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდა მწერლის ბოლო რომანი „შევხვდებით აგვისტოში“, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე იყიდება. 6 მარტს მარკესს 97 წელი შეუსრულდებოდა. მწერალმა რომანზე მუშაობა მეხსიერების გაუარესების გამო შეწყვიტა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე კი თქვა, რომ ეს ნაწარმოები არ მუშაობს და უნდა განადგურდეს. თუმცა, მარკესის შვილებმა გადაწყვიტეს […]

იაგო ხვიჩია – მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას აკლია, რადგან ჩვენ მეტნი ვიყავით

ჩხუბი ატეხა, მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას აკლია, იმიტომ, რომ ჩვენ მეტნი ვიყავით, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გუშინ „გირჩის“ ოფისში მომხდარ შემთხვევაზე განმარტება გააკეთა. ხვიჩიას თქმით, მას პოლიციამ დაურეკა, დაბარებულია გამოკითხვაზე, თუმცა არ იცის იმ ადამიანის ვინაობა. „გუშინ საღამოს ვიღაც ადამიანი შემოვიდა ოფისში და თანამშრომლებს […]

ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბაზა მოინახულა. ირაკლი ჩიქოვანი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის სამუშაო პროცესს და ახალ სამედიცინო აპარატურას გაეცნო, რომელიც ქუთაისის ჰოსპიტალს შეემატა. […]

შშმ ბავშვთა მშობლები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლითაც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა

შშმ ბავშვთა მშობლები მთავრობის მიერ 2023 წლის 29 დეკემბერს მიღებულ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლითაც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა. როგორც შშმ ბავშვთა მშობლების წარმომადგენელმა, ნანა კინწურაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული ცვლილებით, სეანსების რაოდენობა, რაც წელიწადში 192 სეანსის დაფინანსებას გულისხმობს, უცვლელი დარჩა, თუმცა თვეში 16-მდე შემცირდა და 12 თვეზე გადანაწილდა. მშობლები აღნიშნავენ, […]

რუსეთმა მოჭადრაკე გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (Росфинмониторинг) ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა. კასპაროვი რუსეთში უცხოურ აგენტად არის მიჩნეული. ინფორმაცია მოჭადრაკის ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით უწყების საიტზე გამოქვეყნდა. გასული წლის დეკემბერში კასპაროვა და თავისუფალი რუსეთის ფორუმის თანადამფუძნებელმა, ივან ტიუტრინმა ჩაატარეს საქველმოქმედო აუქციონი, რომლის ფარგლებშიც შეგროვილი თანხა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს […]

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს – ირაკლი ქარსელაძე

„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა. […]

კალიებთან ბრძოლისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს FAO-მ სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა

პროგრამის „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე“ ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგნტო ავრცელებს. ამავე ცნობით, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს, კალიების […]

„აქციზის გადასახადის შემცირების ინიციატივა თამბაქოს ბიზნესის ინტერესებს ემსახურება და სრულიად გაუმართლებელია“- გიორგი მაღრაძე

„თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შემცირება თამბაქოს არალეგალურად შემოტანასთან ბრძოლის გზა არ არის. სახელმწიფოს აქვს შესაბამისი მექანიზმები არალეგალურად შემოტანის ფაქტების აღსაკვეთად. აქციზის გადასახადის შემცირების საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება კონკრეტული ბიზნესებისთვის სასათბურე პირობების შექმნას, რათა მათი შემოსავლები გაიზარდოს“, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი მაღრაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი თქმით, აქციზის გადასახადის შესაძლო შემცირება თამბაქოს ფასზე აისახება თუ […]