68 გრამი მეთადონის შეძენა-შენახვისთვის ცოლ-ქმარს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი)”. – წერია პროკურატურის განცხადებაში. დაკავებულებს […]

რუსეთი იმუქრება პასუხით, თუ ლიტვაში რუსულნომრიანი მანქანების კონფისკაციას დაიწყებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუქრება პასუხით, თუ ლიტვაში რუსულნომრიანი მანქანების კონფისკაციას დაიწყებენ. “ვილნიუსის ეს გადაწყვეტილება თუ ამოქმედდა, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც სახელმწიფო დონეზე შესრულებული უხეში ძარცვის აქტი. ასეთი დისკრიმინაციული ქმედებები, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩება”. – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ლიტვაში მიღებული ახალი კანონის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რუსულნომრიანი მანქანების პატრონებმა უნდა გადაარეგისტრირონ […]

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატებს ითხოვს

ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დებატები მოითხოვა. ეს განცხადება მან Truth Social-ზე დაწერა. “ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მნიშვნელოვანია, რომ მე და ჯო ბაიდენმა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ამერიკელი ხალხისთვის. ამიტომ, მე ვითხოვ დებატებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! მოუთმენლად ველოდები პასუხს”, – […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი). „მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2023 წელს მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე ინფორმაციას აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2023 წელს მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს, მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის 45-მდე შემთხვევიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია გამოყო. ესენია: მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები; მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობები; ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ ძალადობა, მათი […]

„არაერთხელ გამოითქვა მოსახლეობის წუხილი“ – თამარ გაბუნია ქიმწმენდის ობიექტებისთვის დაწესებულ რეგულაციებზე

ქიმწმენდის ობიექტებისთვის დაწესებული რეგულაციების შესახებ, რომლებმაც ამ ბიზნესის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია, განმარტებებს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია აკეთებს. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებს, ასეთი საწარმოდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების გამო, ალერგიის სიმპტომები დაეწყოთ. გაბუნიას განმარტებითვე, მსგავსი რეგულაციები ევროკავშირსა და განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს. „რეგლამენტის ამოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის. გასაგებია, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6549 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6549 ლარად ივაჭრება. სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6549 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 6 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6581 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8904 ლარია.

მებაჟეებმა სადახლოზე 11 000 ლარის არადეკლარირებული მცენარე აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 095 ცალი, სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩნეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 460.5 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 11 […]

რამოსი და ბენზემა კვლავ ერთად? – “სევილიას” ვეტერანი მცველის შენარჩუნება გაუჭირდება

AS-ის ცნობით, დიდია იმის შანსი, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სერხიო რამოსმა “სევილია” დატოვოს. ანდალუსიელებს კლუბის ვეტერანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, თუმცა ფინანსური პრობლემები აქვთ, რადგან ევროტურნირების საგზურს ვეღარ მოიპოვებენ. თავის მხრივ, 37 წლის უკანახაზელის მიმართ ინტერესს “ალ-იტიჰადი” იჩენს, სადაც სერხიოს ყოფილი თანაგუნდელი კარიმ ბენზემა ასპარეზობს. რამოსი “სევილიას” სექტემბერში დაუბრუნდა. მან ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში მიიღო […]

ერთი წელი მარტის აქციებიდან – ძალის გადამეტება, შურისძიება, დისკრედიტაცია, უკანონო დაკავებები და გამოუძიებელი საქმეები – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ერთი წელი მარტის აქციებიდან – ძალის გადამეტება, შურისძიება, დისკრედიტაცია, უკანონო დაკავებები და გამოუძიებელი საქმეები – სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს ანალიტიკურ დოკუმენტს – ერთი წელი მარტის აქციებიდან: · სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუსრულებია გამოძიება, ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე. · სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა დასაბუთებული განმარტება, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ. […]