„კრისტალი“, „რიკო“, „სვის კაპიტალი“ – მიკროსაფინანსოები, რომელთაც ყველაზე მეტი დასაქმებული ჰყავთ

2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 4 474 ადამიანს ასაქმებდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 36 მისო-ში 4 323 ადამიანი მუშაობდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებენ: · კრისტალი – 985 დასაქმებული · რიკო ექსპრესი – 656 დასაქმებული · სვის კაპიტალი – 426 […]
გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტებისა და Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები და ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. Deutsche Bahn-ის მატარებლების მემანქანეებმა გაფიცვა ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყეს და 35 საათის განმავლობაში გაგრძელდება. გაფიცვის უკან მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი GDL დგას. ფრანკფურტისა და ჰამბურგის აეროპორტებში დაცვის სამსახურის გაფიცვის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. აეროპორტების ასოციაცია ADV-ს ცნობით, გაფიცვა გავლენას მოახდენს 250 000-ზე მეტი ადამიანის […]
სლოვაკეთის პრემიერი – ჩეხეთმა სლოვაკეთთან ურთიერთობა უკრაინის გამო საფრთხის ქვეშ დააყენა

ჩეხეთმა სლოვაკეთთან ურთიერთობა უკრაინის გამო საფრთხის ქვეშ დააყენა, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. „ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩეხეთის მთავრობამ მათი რისკის ქვეშ დაყენება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ იგი უკრაინაში ომის მხარდაჭერით არის დაინტერესებული, ხოლო სლოვაკეთის მთავრობა მშვიდობის შესახებ ღიად საუბრობს. თქვენი გადაწყვეტილება სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს“, – განაცხადა რობერტ ფიცომ. […]
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღესვე, აფხაზეთის […]
ლიეტუვამ ბელორუსს ჩვენ ჯგუფში მატჩის გამართვაზე უარი უთხრა – რას გადაწყვეტს სფფ ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრისთვის

ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციამ ბელორუსიასთან მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედგარას სტანკევიჩიუსმა განაცხადა. “ჯგუფი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია და ყველა მეტოქის დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ ბელორუსიის ქალთა ნაკრებთან თამაშს ნამდვილად არ ვგეგმავთ. იმედი მაქვს, UEFA მხოლოდ ტექნიკური წაგებით შემოიფარგლება და დისკვალიფიკაციას არ მოგვცემს”, – განაცხადა სტანკევიჩიუსმა. ბელორუსიის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ C […]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო. ახალი საბავშვო ბაღი, Design-Build მეთოდით 75 ბავშვზე იქნება გათვლილი; მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები და სველი წერტილები; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 482 623 ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს […]
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი). მათ […]
ჩვენ არ გყავს მეზობლები, რომლებიც დაგვემუქრებიან ომით, მაგრამ ვიცით, ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია საერთო უსაფრთხოებაზე – იოჰანესონი

ჩვენ არ გყავს მეზობლები, რომლებიც დაგვემუქრებიან ომით, მაგრამ ვიცით, ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია საერთო უსაფრთხოებაზე – იოჰანესონი გლობალური გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველო ამ საფრთხეების წინაშე, დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ – ამ და სხვა თემებზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები მეორე დღეა რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსჯელობენ. დღევანდელი ღონისძიება საპატიო სტუმარმა, ისლანდიის პრეზიდენტმა გახსნა და თქვა: “ჩვენ პატარა […]
თიბისის კომუნიკაციების სახელოსნოს მონაწილეებმა ფინალური პროექტები წარადგინეს

თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, ეუფლებოდნენ მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლეს საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობა – მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა. კურსის ფარგლებში, მონაწილეები, გუნდებად მუშაობდნენ და ბოლოს, საკუთარი […]
მამუკა მდინარაძე – ვითომ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. სინამდვილეში, ვითომ პრეზიდენტის, რომელიც ჩაბმულია ამ მდაბიო ბრძოლაში, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, მამუკა ხაზარაძეს უნდოდა, რომ ცესკო მისი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს ანუ საბოლოო ჯამში, “ნაციონალურ მოძრაობას” ემართა, თუმცა ეს სქემა ჩავარდა. “ხაზარაძის სქემა ჩავარდა. მას უნდოდა, რომ თავის პოლიტსაბჭოს წევრს ემართა, ანუ საბოლოო […]