ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის

აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს „ფეისბუქზე“ ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჟიული შარტავა ყველასთვის გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია. “დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა. […]

მართლა მძიმე დღეები დაუდგათ ფსევდოლიბერალებს – ნანა კაკაბაძე

მართლა მძიმე დღეები დაუდგათ ფსევდოლიბერალებს: ჯერ იყო და საბოლოოდ გადაეწურათ იმედი, რომ ტრამპს ამერიკის უზენაესი სასამართლო აუკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობას, მოხდა პირიქით, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში შეიმჩნევა კონსერვატიული ჯგუფების გააქტიურება, ამის პარალელურად საქართველოში გააქტიურდა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი მოძრაობა. […]

რუსეთის: 3 რეგიონში 6 დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, დილის საათებში კურსკის, ტულასა და ბრიანსკის რეგიონებში 6 დრონი ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ შედეგად არავინ დაშავებულა. მანამდე, ერთი დღით ადრე რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით რამდენიმე იერიში მიიტანეს. კურსკის რეგიონის გუბერნატორის, რომან საროვოიტის მიხედვით, დაზიანდა მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი. არსებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმის შედეგად საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, საროვოიტის […]

CNN: რუსული რაკეტა ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის კოლონიდან 500 მეტრში ჩამოვარდა

CNN-თან ინფორმირებულმა წყარომ თქვა, რომ გასულ დღეს ქალაქ ოდესაში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საბერძნეთის პრემიერმინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი გადაადგილდებოდნენ, რუსული რაკეტა ორი ქვეყნის ლიდერების კოლონიდან 500 მეტრში ჩამოვარდა. როგორც მედია წერს, კოლონის წევრებმა დარტყმის ტალღა იგრძმეს და დაინახეს “სოკოს ფორმის ღრუბელი”, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოიქმნა. ამ იერიშს ოდესაში 5 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. […]

ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების გაფართოებას გეგმავს

ისრაელის მთავრობამ 3400-ზე მეტი ახალი საცხოვრებლის გეგმა შეიმუშავა, რომელთა აგებას ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სახლების 70% იერუსალიმის აღმოსავლეთით აშენდება მაალე-ადუმიმში, დანარჩენი კი ბეთლემის სამხრეთით, ევფრატსა და კედარში. ისრაელის მთავრობაში ამბობენ, რომ ეს ორი კვირის წინ მაალე-ადუმიმზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხია. ისრაელმა, მას შემდეგ, რაც 1967 წლის ომში დასავლეთ სანაპიროსა და […]

სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 095 ცალი, სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 460.5 ლარი შეადგინა. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, […]

ოთარ შამუგია საქართველოში იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს. […]

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი – ვლადიმერ პუტინთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი განვიხილე

ვლადიმერ პუტინთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი განვიხილე, – ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ავრცელებს. „სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საკითხისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალური გამოწვევების შესახებ აზრთა მნიშვნელოვან გაცვლას ჰქონდა ადგილი“, – წერს რაფაელ გროსი X-ზე. კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა რაფაელ გროსისთან შეხვედრისას განაცხადა, […]

საწვავის ხარჯვის, შრომის ანაზღაურების და მიმწოდებელთან ანგარიშსწორების ხარვეზები – რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა შპს „სანდასუფთავების“ საქმიანობაში

აუდიტის სამსახურმა შპს „სანდასუფთავების“ საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ უწყებამ „სანდასუფთავების“ 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი განახორციელა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასთან, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. აუდიტის ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავებამ“ სათანადოდ ვერ უზრუნველყო თავისუფალი ფულადი სახსრების მართვა, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფდა. უფრო კონკრეტულად, გამოიკვეთა შემდეგი ხარვეზები: […]

ირაკლი ზარქუა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს განმარტებები ადეიშვილის ბუნდესტაგში მიღებასთან დაკავშირებით – ასევე, უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა მიდგომებია ეს?

მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენას. მისივე თქმით, ასევე უნდა სთხოვონ ევროკავშირის ელჩს, რომ ახსნას, “რა თემასთან გვაქვს საქმე და რა მიდგომებია ეს”. “გაუგებარი იყო, […]