ზესტაფონი-ქუთაისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონი-ქუთაისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სოფელ სიმონეთთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ლევან ხაბეიშვილი – პროდუქტების ფასის გაძვირება მეწარმეებისთვისაც პრობლემა გახდა, თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება 7 ლარი უჯდებოდა, დღეს უჯდება 16 ლარამდე – ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ 2024 წელს

პროდუქტების ფასის გაძვირება მეწარმეებისთვისაც პრობლემა გახდა. თუ კი მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება 7 ლარი უჯდებოდა, დღეს უჯდება 16 ლარამდე, ფაქტობრივად ორ ნახევარჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი არის შესაცვლელი და უნდა შევცვალოთ 2024 წელს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროდუქტების ფასის გაძვირება მეწარმეებისთვისაც პრობლემა გახდა, რადგან ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი პროდუქციის […]
ექსპერტი – პუტინისთვის უდიდესი ძალა შეიძლება იყოს დასავლეთის სისუსტე – რუსეთისთვის გაგზავნილი მესიჯი ძალიან ცხადი უნდა იყოს, დასავლეთის სირბილი ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან პუტინი უპირატესობას გამოიყენებს

პუტინისთვის უდიდესი ძალა შეიძლება იყოს დასავლეთის სისუსტე – რუსეთისთვის გაგზავნილი მესიჯი ძალიან ცხადი უნდა იყოს, დასავლეთის სირბილი ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან პუტინი გამოიყენებს უპირატესობას, ეს არის ის, რასაც პუტინი აკეთებს. ის გადალახავს წითელ ხაზებს თუ დაინახავს რომ ამის გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ აბსოლუტური სიცხადეა საჭირო და არ უნდა გვეშინოდეს იმის რა შეიძლება მან გააკეთოს! – […]
ნინო ლაცაბიძე – ქალაქში დაგეგმილი ეკოპროექტებიდან, რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განვითარება უმნიშვნელოვანესია

რუსთავში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტის-ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე იწყება მუშაობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის, შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) ჩართულობით შეიქმნა და რუსთავის ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებასა და კონსერვაციას გულისხმობს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების დეტალები, მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, […]
ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. მინისტრმა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბაზა მოინახულა. ირაკლი ჩიქოვანი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის სამუშაო პროცესს და ახალ სამედიცინო აპარატურას გაეცნო, რომელიც ქუთაისის ჰოსპიტალს შეემატა. ახალი თანამედროვე აპარატურით […]
სამხრეთმა აფრიკამ ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

სამხრეთ აფრიკას სურს, რომ ისრაელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სწრაფი წესით სარჩელის შეტანით მიაღწიოს იმას, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას. პრეტორია თავის განაცხადს ასაბუთებს იმით, რომ ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული შიმშილობა. ღაზის სექტორში მომარაგების კატასტროფული მდგომარეობის გამო ისრაელის მიმართ კრიტიკა ისმის არაერთი სხვა ქვეყნიდან. ისრაელი აცხადებს, რომ რეგიონს ახლა მეტი ჰუმანიტარული დახმარება […]
პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასები გაიზრდება. კანონპროექტში ცვლილებებს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წლიდან პრემიერმინისტრის, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ხელფასი გაიზრდება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ქართული ოცნებაა.
სკოლაში მშობელმა მოსწავლე სცემა – დირექციამ ძალადობა არ აღკვეთა

თელავის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა. მომხდარს წინ უსწრებდა კონფლიქტი მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანის დედამ საქმეში ჩარევა გადაწყვიტა, სკოლაში მივიდა და მეორე ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა. მედიის ცნობით, ბავშვზე ძალადობა არც მანდატურის სამსახურმა და არც დირექციამ აღკვეთა. კლასის ხელმძღვანელმა სამართალდამცავებს მიმართა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ორივე მხარე უკვე გამოიკითხა. მომხდარზე […]
აზერბაიჯანში პოლიციამ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისი დაარბია და დალუქა – oc-media

აზერბაიჯანის პოლიციამ ონლაინ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისები დაარბია – ინფორმაციას oc-media ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მედიასაშუალების ორი ჟურნალისტი ელმირ აბასოვი და არაზ ალიევი. სხვა ჟურნალისტების ადგილსამყოფელი კი უცნობია. როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ BBC-ის განუცხადა, ჩატარდა „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის“ საფუძველზე. შემთხვევის ადგილზე მყოფი დამკვირვებლების თქმით, პოლიციის ჩხრეკა Toplum TV-ის […]
“საქართველოს ბევრნაირი სახალხო დამცველი ჰყოლია, როგორ მინდა ვიყო მე?” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის ომბუდსმენის პოსტზე არჩევიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: “დღეს, 7 მარტს, ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ამირჩია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ დეპუტატს ვინც ერთი წლის წინ ნდობა გამომიცხადა. ამ გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი […]