ირაკლი ქარსელაძე – ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. როგორც ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი დასკვნით ფაზაშია, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. […]
მამუკა მდინარაძე – ევროპაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება ზურაბ ადეიშვილი, წამებასთან, რეკეტთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან ასოცირებული პირი – ამ ადამიანის განხორციელებული რეფორმის გადმოღებას გვთავაზობენ

[ზურაბ ადეიშვილი] უსისხლო, ცივი გონებით მწამებელი საუბრობს სისხლის სამართლის პრინციპებზე – სინამდვილეში ის წამების დახვეწის პრინციპებზე ლაპარაკობს, მეტი მის გონებაში არ შეიძლება რამე მოიხარშოს, წარმოუდგენელია,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, „ბედის ირონიაც შეგვიძლია დავარქვათ იმას, რომ „ვეტინგთან“ დაკავშირებით გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს, ევროპაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება ზურაბ ადეიშვილი, წამებასთან, […]
HRW მოუწოდებს ბულგარეთს, არ გადასცეს საუდის არაბეთს დაკავებული უფლებადამცავი

ორგანიზაცია Human Righs Watch-ი (HRW) ბულგარეთს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეაჩეროს“ უფლებადამცავ აბდულ-რაჰმან ალ-ხალიდის სამშობლოში, საუდის არაბეთში, დეპორტირების პროცესი. HRW-ის 7 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალიდის საუდის არაბეთში დეპორტირების შემთხვევაში ემუქრება „თვითნებური დაპატიმრება, წამება და უსამართლო პროცესი.“ ხალიდიმ, რომელიც საუდის არაბეთში პატიმრების უფლებებს იცავს, 2013 წელს დატოვა სამეფო და 2021 წელს თავშესაფარი მოითხოვა ბულგარეთში, მაგრამ წელს, 7 […]
“როგორ ბედავს გია ვოლსკი აფხაზეთის აღიარებაზე თუ კონფედერაციაზე ლაპარაკს? – ეს არის ღალატი” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე: — საქართველოს ტერიტორიით ვაჭრობა გრძელდება, ხელისუფლებაში შემძვრალი თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები ვერ ისვენებენ და მტერს აფხაზეთის დამოუკიდებლობას თავაზობენ — აფხაზეთთან კონფედერაციაზე შეთანხმება არის საქართველოს სახელმწიფოს ღალატი და როგორ ბედავს ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი აფხაზეთის აღიარებაზე თუ კონფედერაციაზე ლაპარაკს — ვიმეორებ – აფხაზებთან კონფედერაცია არის – ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს […]
ავარიას თერჯოლაში ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში – ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტვ პირველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი სოფელ სიმონეთთან შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანიც დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ნახე როგორია ახალი თაობის სამუშაო გარემო თიბისიში

თიბისი ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება, იპოვონ საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და მიზნები რეალობად აქციონ. თავისუფლების მოყვარულები, ინდივიდუალურები, რეალისტები და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულები – ამ მახასიათებლებით გამოირჩევიან ახალი თაობის წარმომადგენლები თიბისიში. „თიბისი ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას საკუთარი, პოტენციალი მაქსიმალურად გამოამჟღავნო, მუდმივად რაღაც ახალს ქმნი და დიდ იდეებს ეთამაშები. ეს ყველაფერი […]
ვილი სანიოლს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შესაძლოა უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრები ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს იმ შემთხვევაშიც კი დატოვებს, თუ საქართველო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოახერხებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სხვა რამდენიმე სპეციალისტისა, სანიოლი ამჟამად ირლანდიის ნაკრებისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატურაა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები […]
“კარგი იქნება აფხაზეთთანაც შეიქმნას კონფედერაციაო”– ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრის დეტალებზე

რაზე ისაუბრა “ოცნების” დეპუტატმა რუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან – გუშინდელი შეხვედრის შესახებ გია ვოლსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ დავით ხიდაშელს, არც ანტიდასავლური და არც პრორუსული იდეა არ გაუჟღერებია. აქვე ვოლსკი ადასრტურებს იმასა, რომ ხიდაშელი აფხაზეთთან კონფედერაციაზე საუბრობდა და როგორც ჩანს, თვლის, რომ მსგავსი განცხადებები პრორუსული არ არის და პროქართულია? პარტია “დროას” ინფორმაციით, რუსეთში […]
ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილზე – თუ გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობა შეიკრას ბალანსისთვის და ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის. დეკანოიძემ ასევე ისაუბრა, სალომე ზურაბიშვილის როლზე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაში და აღნიშნა, რომ თუ გადაწყვეტს რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. „მისი როლის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა თავად უნდა გასცეს კითხვებს პასუხი. მან გასაგებად თქვა, […]
2024 წლის თებერვლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 29 ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა, 3 – მცხეთა-მთიანეთის, 8 – ქვემო ქართლის, 5 – შიდა ქართლის, 8 […]