ბათუმის ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ახორციელებს. „გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო […]

მალაიზიის პრემიერი – ჩინეთის შეკავების მცდელობები მის უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაამძაფრებს

ჩინეთის შეკავების მცდელობები მის უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაამძაფრებს, – ამის შესახებ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა. „მათ თვალში, საწინააღმდეგო ქმედებები, რომელიც ჩინეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ აღზევებას უკავშირდება, სხვა არაფერია, თუ არა ისტორიაში მათი ლეგიტიმური ადგილის უარყოფის მცდელობა“, – განაცხადა ანვარ იბრაჰიმმა. მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა თავი ჩინეთის პოზიციაში უნდა წარმოიდგინონ და გააცნობიერონ ის, […]

თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა

თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 29 ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა, 3 – მცხეთა-მთიანეთის, 8 – ქვემო ქართლის, […]

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულება 2.9%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის 27.9%-ით შემცირდა

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულება 2.9%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის 27.9%-ით შემცირდა ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულება სტაბილურია წლის პირველ თვეში. Galt&Taggart-ის ნედლეულის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა წლიურად 1.3%-ით, ხოლო ღირებულება 66 მლნ დოლარიდან 64 მლნ დოლარამდე, 2.9%-ით შემცირდა. „2024 წლის თებერვალში ნავთობის ფასი თვიურად 2.3%-ით შემცირდა. იანვარში ჩრდილოეთ ამერიკის წარმოების შეფერხებებმა ბაზარი მცირედით დაძაბა. […]

დაიბრუნეთ თანხის 30% შერჩეულ ობიექტებში თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათით გადახდისას

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 7-დან 10 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 30%-იანი ფასდაკლებით BOSS-ის, ZEGNA-ს, HUGO-ს, GARDEROBE-ის, Paul & Shark-ის და Gentlemen-ის ქსელურ მაღაზიებში. თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშზე თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი დაუბრუნდება. მარტის თვის განმავლობაში, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლესა და შეთავაზებას ჰპირდება. შეთავაზებები მოიცავს როგორც შოპინგის, ისე […]

რუსეთს შეუძლია უკრაინაში ომი კიდევ 2 წლით გააგრძელოს – ლიეტუვის დაზვერვა

ლიეტუვის დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთს საკმარისი ფინანსური, ადამიანური და ლოგისტიკური რესურსი აქვს საიმისოდ, რომ უკრაინასთან ომი, დღევანდელი ინტენსივობით, კიდევ ორი წლით გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrainska Pravda “ბალტიის ახალი ამბების სააგენტოზე” დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სამხედრო დაზვერვის სამსახურის ერთობლივი ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა უზარმაზარი რესურსი გადაისროლა უკრაინაში საომრად […]

ნახე როგორია ახალი თაობის სამუშაო გარემო თიბისიში

თიბისი ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება, იპოვონ საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და მიზნები რეალობად აქციონ. თავისუფლების მოყვარულები, ინდივიდუალურები, რეალისტები და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულები – ამ მახასიათებლებით გამოირჩევიან ახალი თაობის წარმომადგენლები თიბისიში. „თიბისი ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას საკუთარი, პოტენციალი მაქსიმალურად გამოამჟღავნო, მუდმივად რაღაც ახალს ქმნი და დიდ იდეებს ეთამაშები. ეს ყველაფერი […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამეცნიერო-აკადემიურმა წრეებმა და სტუდენტებმა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს – 7 მარტს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. […]

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – როცა მავნე პროპაგანდისგან დაცვაზე ვლაპარაკობთ, ისინი ამას ფასების თემას უპირისპირებენ – როგორც კი ფასები დასტაბილურდა, ახლა დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი

როდესაც მავნე პროპაგანდისგან დაცვაზე ვლაპარაკობთ, ისინი ამას ფასების თემას უპირისპირებენ. ახლა გაიგეს ფასები მომატებული რომ არის? კოვიდპანდემიის გამო ფასებმა მოიმატა, როგორც იქნა მოვახერხეთ დასტაბილურება – როგორც კი დასტაბილურდა ახლა დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი აქვს. […]

მამუკა მდინარაძე – უფრო „ნაცური“ ნარატივის ადამიანი, ვიდრე დღეს სალომე ზურაბიშვილია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უფრო „ნაცური“ ნარატივის ადამიანი, ვიდრე დღეს სალომე ზურაბიშვილია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. “სალომე ზურაბიშვილი არის რიგითი აქტივისტი, რომელიც იმასაც კი კადრულობს, რასაც, მაგალითად, ბერძენიშვილი, რომელიც თავს ესხმის საქართველოს პატრიარქს. ძალიან მდაბიო პიარია ნაწარმოები საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში ვერ […]