ანა დოლიძე – 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში პირდაპირ ჩაიწერა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა აუცილებელია – ამის გათვალისწინება არ ხდება

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა – ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ეს არის აუცილებელი და სამწუხაროა, რომ ამის გათვალისწინება არ ხდება, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ცესკო-ს დაკომპლექტების წესი მაღალი კვორუმით, კონსენსუსით მიღებულიყო, რაც […]
ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ადეიშვილს ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?
ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ადეიშვილს ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ? „ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა ცალსახად ნეგატიურად შესაფასებელია. გერმანიის მხარეს აქვს ასახსნელი, რატომ იქცევა ისე, რომ ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და მართლმსაჯულება ფაქტობრივად შეურაცხყოფილია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როცა საქართველოს მართლმსაჯულების […]
სისხლის სამართლის პრინციპებზე საუბრობს ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ასოცირებულია რეკეტთან, წამებასთან, გაუპატიურებასთან, მკვლელობასთან
სისხლის სამართლის პრინციპებზე საუბრობს ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ასოცირებულია რეკეტთან, წამებასთან, გაუპატიურებასთან, მკვლელობასთან მგონია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, კოლეგები უნდა გაფრთხილდნენ, როდესაც ადეიშვილს უსმენენ, არათუ ელაპარაკებიან, როცა იგი სისხლის სამართლის პრინციპებზე საუბრობს, სინამდვილეში ის წამების დახვეწის პრინციპებზე ლაპარაკობს, მეტი მის გონებაში არ შეიძლება რამე მოიხარშოს – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა […]
აგარა-გომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

აგარა-გომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, ტაბულას აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პავლიუკი: 2024 წელს უკრაინის მიზანი კონტრშეტევის გაგრძელებაა

უკრაინის სახმელეთო ძალების ახალმა მეთაურმა, ოლექსანდრ პავლიუკმა თქვა, რომ 2024 წელს უკრაინის მიზანი იქნება ფრონტზე სიტუაციის დასტაბილურება და 2023 წელს დაწყებული კონტრშეტევის გაგრძელება. მისი თქმით, როგორც კი ფრონტზე არსებული ვითარება ამის საშუალებას მისცემთ, ისინი კონტრშეტევით სამხედრო ერთეულებს ჩამოაყალიბებენ. ბოლო თვეების მანძილზე უკრაინულმა ჯარებმა შეაჩერეს კონტრშეტევა და ომის თავდაცვით ფაზაში გადავიდნენ. თებერვლის დასაწყისში, რუსულმა მხარემ ავდიივკა […]
ევროსაბჭოს კომიტეტის რეკომენდაციაა, საარჩევნო ცვლილებები ვენეციის კომისიამ კვლავ შეაფასოს

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციაა, საარჩევნო ცვლილებები ვენეციის კომისიამ კვლავ შეაფასოს. როგორც ირკვევა, ევროსაბჭოს სურვილია ქართულმა ოცნებამ არ იჩქაროს საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა და მოითმინოს მინიმუმ იმ დრომდე, ვიდრე ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელახლა მოისმენს ვენეციის კომისიის შეფასებას. ამის განხილვა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გუშინ, 6 მარტს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის სხდომა LIVE […]
Lufthansa -ს თანამშრომლები კვლავ გაიფიცნენ

Lufthansa Group-თან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, პროფკავშირი Verdi ავიაკომპანია Lufthansa-ს სახმელეთო თანამშრომლებს კვლავ გაფიცვისკენ მოუწოდებს. აღნიშნული ქმედებით მათ სურთ ავიაკომპანიის მენეჯმენტზე გაზარდონ ზეწოლა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით. მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ერთ კვირაში უნდა დაიწყოს. კომპანიის თქმით, ეს „გამაფრთხილებელი“ გაფიცვები გავლენას იქონიებს ფრენებზე და შეეხება 200 000 მგზავრს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს ავიაკომპანიასა და მის თანამშრომლებს […]
სალომე ზურაბიშვილი – ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას, რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას „რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. „[ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა. […]
იან ბონდი – ცვლილებები იქნება – შეიძლება უკეთესობისკენ, შეიძლება უარესობისკენ, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს სამხედრო და ეკონომიკური წნეხის გაზრდა რუსეთზე იმის შიშით, რომ ამან შეიძლება ვითარება გააუარესოს

ის, რაც დღეს ჩვენთვის უკიდურესად მყარი ჩანს, ფაქტობრივად, შეიძლება, უფრო მეტად მყიფე იყოს, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ – თუმცა არ ვფიქრობ, რომ პუტინის რეჟიმმა ამ საფეხურს უკვე მიაღწია,- ამის შესახებ ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, წარმატებას, რომელსაც რუსული ჯარი უკრაინაში აღწევს, არა მის მომატებულ კომპეტენციას, […]
“ვითომ პრეზიდენტი”, ვეტო და ოცნების გეგმა – მდინარაძე

“ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევენ და ამბობს: რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. სინამდვილეში, ვითომ პრეზიდენტის, რომელიც ჩაბმულია ამ მდაბიო ბრძოლაში. თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ მათ გამარჯვება მოიპოვონ. ერთადერთი გზა აქვთ, ლეგიტიმაციის პრობლემებზე ილაპარაკონ და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დააყენონ. ყველაზე კარგი დარტყმის ობიექტია ცესკო და მისი თავმჯდომარე. […]