როგორ გაიზრდება თანამდებობის პირების ხელფასები 2025 წლიდან

პარლამენტმა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტისთვის, პრემიერისთვის, მინისტრებისა და მათი მოადგილეებისთვის ანაზღაურების განსაზღვრის ახალ ფორმულას ადგენს, რომლის მიღების შემთხვევაშიც თანამდებობის პირთა ხელფასები 2025 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მისაღებად პარლამენტს სამი დღე დასჭირდა. ის დაჩქარებული წესით მიიღეს. შეგახსენებთ, არსებული მდგომარეობით, პრემიერ-მინისტრის ხელფასი წელიწადში 41,000 ლარია (თვეში […]
სავალუტო რეზერვები 107 მლნ დოლარით შემცირდა

2024 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 107 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო რეზერვები 156 მილიონი დოლარით შემცირდა 2024 წლის იანვარშიც, შესაბამისად, ბოლო ორ თვეში კლება 263 მილიონი დოლარია, ხოლო სამთვიან ჭრილში კლება 375 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ დროისთვის, საქართველოს სავალუტო რეზერვები ქვეყნის 2024 წლის მოსალოდნელი მშპ-ის 15%-ია. საქართველოს სავალუტო რეზერვების […]
მერია მარშალ გელოვანის გამზირზე საჯარიმო ავტოსადგომს აშენებს

თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარიმო ავტოპარკინგს აშენებს, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების საიტზეა გამოქვეყნებული. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად პარკინგზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა და ის 64 ავტომობილზე იქნება გათვლილი. სამშენებლო ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა და ადგილზე სამუშაოებს 1.3 მილიონ ლარად კომპანია “მწვანე გარემო” ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, […]
სალომე სამადაშვილი – ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი სიგნალი „ქართული ოცნებისგან“, რომ ეს პოლიტიკური ძალა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი სიგნალი “ქართული ოცნებისგან”, რომ “ეს პოლიტიკური ძალა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას”. როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი მოცემულობით, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის არცერთი მოთხოვნის შესრულებისკენ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, არავინ აპირებს საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნას“. „ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ […]
ბათუ ქუთელია – ვხედავთ პრიორიტეტების გადანაცვლებას ავტორიტარიზმისკენ – ჩვენ გვინდა დემოკრატია, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ავტორიტარიზმი სურს, ამას არჩევნებზე პასუხი უნდა გაეცეს

ვხედავთ საგარეო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა საშუალებებით უსაფრთხოების პრიორიტეტების გადანაცვლებას ავტორიტარიზმისკენ – ჩვენ გვინდა დემოკრატია, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უნდა ავტორიტარიზმი, ამას პასუხი უნდა გაეცეს არჩევნებზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბათუ ქუთელიამ „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის” ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარია, მათ შორის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების კუთხით. […]
შალვა პაპუაშვილი – საუბარი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პროკურატურის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირება შეიძლება განიხილებოდეს სპეკულაციაა, რომელიც გაჩნდა მსჯელობიდან, რომ „საგამოძიებო ფუნქციები ნელ-ნელა ეციცქნება პროკურატურას“

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პროკურატურის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირება შეიძლება განიხილებოდეს, სპეკულაციაა, რომელიც გაჩნდა მსჯელობიდან გამომდინარე, რომ „საგამოძიებო ფუნქციები ნელ – ნელა ეციცქნება პროკურატურას“. პაპუაშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ არსებობს და პირიქით საგამოძიებო სამსახური ძლიერდება. მისივე თქმით, „უბრალოდ, თეორიული განსჯის საკითხია, რამდენად შეიძლება ავიღოთ პროკურატურა და ის […]
ბანგლადეშში ლექტორს გამოცდის დროს სტუდენტისთვის იარაღიდან სროლა ედება ბრალად

ბანგლადეშში, სირაჯგანჯის სამედიცინო კოლეჯის ლექტორს, რაიჰან შარიფს გამოცდის დროს სტუდენტისთვის სროლა და მისი დაჭრა ედება ბრალად. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 23 წლის სტუდენტი, არაფატ ამინ ტომალი შარიფს ზეპირ გამოცდას აბარებდა, რა დროსაც მათ შორის კამათი დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიტყვიერი შელაპარაკების დროს ლექტორმა იარაღი ამოიღო, სტუდენტს დაუმიზნა და მარჯვენა ფეხში ესროლა. ბანგლადეშური გაზეთი Daily Star-ი […]
შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კლონებისა

სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, ვისაც კი შეიძლება დაპირისპირდებოდა დაწყებული, საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სხვა ინსტიტუტები, ბოლოს გახსოვთ საპატრიარქოზე მისი განცხადებები. [დაუპირისპირდა] ყველას გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კლონებისა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიასთან გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც […]
შალვა პაპუაშვილი – ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის საკითხს სასწრაფოდ სჭირდება განმარტება – ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს და როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს გვერდს უვლიან

როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ადამიანი [ზურაბ ადეიშვილი], ფოტოებით გაირკვევა, რომ ხან ბუნდესტაგში კომიტეტის სხდომაზე ზის, ხან ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი – ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომელსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო […]
სალომე სამადაშვილი – „ლელოს“ აქვს საკუთარი ხედვა თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები და ამისთვის გვჭირდება ხელისუფლება შეიცვალოს, ჩვენ გვქონდეს პარლამენტში უმრავლესობა, რომელიც გაიტანს ამ ხედვას

რაც შეეხება იმას, რომ გავუზიაროთ ჩვენი ხედვები პრეზიდენტს ევროკავშირის გაწევრიანების თაობაზე წინ როგორ უნდა წავიდეთ, ამას სიხარულით გავაკეთებთ. შეუძლია გაეცნოს ჩვენს ხედვას, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სამადაშვილის თქმით, ევროკავშირის დღის წესრიგის გარშემო კოორდინაციას „ლელო“ ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს მომავალშიც. „ლელოს“ აქვს საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ […]