“თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია…”

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები თბილისსა და რუსთავში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1989 წელს დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. ტექნიკურ […]

გერმანიის საელჩო – ადეიშვილი ბუნდესთაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი – გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა

გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ ზურაბ ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა, – ამის შესახებ გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. „ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების პლატფორმაზე იმსჯელეს

კიბერუსაფრთხოების მოქმედი ეროვნული სტრატეგია, მარეგულირებელი ჩარჩო და კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ […]

EPP-მ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ფონ დერ ლაიენი პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო. ბუქარესტში პარტიის ყრილობაზე გამართულ კენჭისყრაზე ფონ დერ ლაიენს 400-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 89 დელეგატმა მისცა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის მთავარი გამოწვევებია ომი უკრაინაში, […]

მალაშხია: უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, ჩართულობა გადამწყვეტი იქნება, როგორც მარტში

მიმართვა ახალგაზრდებს * * * ჩვენო ძვირფასებო და საამაყოებო, ჩვენო ახალგაზრდებო, მადლობას გიხდით მარტში თქვენი ბრძოლისთვის, თქვენი ერთიანობისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის. რომ არა თქვენ, ეს გამარჯვება არ დადგებოდა! რომ არა თქვენ, დავადგებოდით ისეთი ავტორიტარიზმისა და დიქტატურის გზას, საიდანაც თავის დახსნა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. თქვენ ზუსტად და სწორად შეაფასეთ და შეიგრძენით ეს საფრთხე. საფრთხე, რომელიც თქვენს […]

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება. „ისრაელი უარს ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის, იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნებისა და ჯარების გაყვანის გარანტიების შესრულების პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა, ჯიჰად ტაჰამ. ტაჰამ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ დელეგაციამ მეთაურებთან კონსულტაციების გამო კაირო უკვე დატოვა. ისრაელს მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, დააპატიმრონ

Today.rtl.lu-ს ინფორმაციით, ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ნაკრებისა და “სლოვანის” ფორვარდის ჟერსონ როდრიგესის სასამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. 28 წლის თავდამსხმელს ყოფილ შეყვარებულზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურა კი 15-თვიან პირობით პატიმრობას, ასევე სავარაუდო დაზარალებულისთვის ბრაზის მართვის თერაპიასა და ფულად კომპენსაციას ითხოვს. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან 6 დღეში, 27 მარტს გამოაცხადებს. როდრიგესი […]

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის გამო გერმანიის ელჩი „სასწრაფოდ“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ. ზარქუას თქმით, გერმანიის ელჩის გარდა, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ევროკავშირის ელჩმაც უნდა გააკეთოს. „ჩვენ ევროპა გვინდა იმიტომ, რომ გვგონია იქ არის სამართლიანობა, მოქალაქეთა უფლებების დაცვის მეტი, მყარი გარანტიები და ეს როგორ ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს?!… კრიმინალი, რომელმაც […]

საქართველოს შეიძლება ნატოს ტიპის უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირმაც მისცეს – ლაგაზიძე

„თანამედროვე გამოწვევებმა დღის წესრიგში დააყენა ევროპის თავდაცვის ძალების შექმნის საკითხი. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკვე ღიად საუბრობენ სწორედ ევროპის გაერთიანებული თავდაცვის ძალების მშენებლობაზე, ისევე როგორც სამხედრო ინდუსტრიის სასწრაფოდ გადაწყობაზე, დამატებითი დაფინანსების ჩადებაზე. ეს საქართველოსთვის აჩენს უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით. ანუ ის, რასაც […]

თიბისის ციფრული ბანკი – მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად

თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელთაცხოვრების გამარტივებისთვის. Ამიტომაც ციფრულ ბანკს ემატება ისეთი ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საბანკო ოპერაციები დამოუკიდებლად განახორციელონ დისტანციურად. მომხმარებელს ციფრული ბანკის დახმარებით შეუძლია გააკეთოს ისეთი მარტივი ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული საბანკო და არა მხოლოდ საბანკო ოპერაციები, როგორიცაა: • Ბარათების მართვა: შეცვალოს პინ კოდი, დაბლოკოს ან მოხსნას ბლოკი, დაამატოს ბარათი ელექტრონულ საფულეში და ეს ყველაფერი […]