ქიმწმენდების ზედამხედველობის მანდატი ორ უწყებაზეა – ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ქიმწმენდებთან დაკავშირებული ახალი რეგლამენტის მიხედვით, ზედამხედველობის მანდატი ორ უწყებას აქვს. კერძოდ, დასაქმებულთა უფლებების ნაწილში ობიექტებს შრომის ინსპექცია შეამოწმებს, ხოლო ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის კონტროლზე პასუხისმგებელი გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი იქნება. „ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დამტკიცდა ახალი ტექნიკური რეგლამენტი ქიმწმენდის ობიექტების ექსპლუატაციის მიმართ. რეგლამენტის მიხედვით, ზედამხედველობის მანდატი ორ უწყებაზეა გადანაწილებული. […]

ფინეთში პირველი განაჩენი გამოიტანეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის

ფინეთში პირველი სასჯელი გამოუტანეს ბიზნესმენს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის. ამის შესახებ გამოცემა Helsingin Sanomat-ი იტყობინება. სასამართლომ ესტონური წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქეს, გაბრიელ ტემინს, რომელიც არის ფინური ლოგისტიკური და სასაწყობო კომპანიების, Luminor-ისა და Siberica-ს აღმასრულებელი დირექტორი, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. გამომძიებლების ვერსიით, კომპანიები, რომლებსაც ტემინი ხელმძღვანელობდა, რუსეთს აწოდებდნენ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დრონების მშენებლობაში. პროკურორები […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6581 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8949 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8904 ლარს შეადგენდა. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მარტს, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, კუჭეჭა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვში სინაგოგაზე თავდასხმა აღკვეთეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვში სინაგოგაზე თავდასხმა აღკვეთეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, თავდასხმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი. „ორგანიზაციის წევრები მოსკოვის ერთ-ერთი ებრაული რელიგიური ინსტიტუტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური. რუსეთის უშიშროების ინფორმაციით, დაკავების დროს თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს და მათი ლიკვიდაცია საპასუხო ცეცხლით განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი – მარტის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვა, დღეს უფრო მომზადებულია ინფორმაციული შტურმების მიმართ და მსგავსი ძალადობა არასდროს განმეორდება ქართულ ქუჩებში

ერთი წელი გავიდა იმ ძალადობრივი აქციებიდან, რომლებიც მარტში პარლამენტთან იმართებოდა, ჩვენ ვნახეთ, რა ძალა აქვს და როგორ შეიძლება, სპეცსამსახურების მეთოდების გამოყენებით მოხდეს საინფორმაციო შტურმი ქვეყანასა და საზოგადოებაზე , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მარტის აქციების დროს მწარედ მოატყუეს. მისი თქმით, მაშინ აჯანყდნენ […]

ოცნების გამარჯვება და “ქართველი ხალხი კედლად”– პაპუაშვილი მმართველი გუნდის გეგმებზე

ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვემზადებით ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ორი მიზეზის გამო – პირველ რიგში, აქედანვე უკვე ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ, ისევე როგორც არ აღიარეს 2012-ის, 2016-ის, 2020 წლის არჩევნები […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6581 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8949 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8904 ლარს შეადგენდა. […]

Google-ის ყოფილ ინჟინერს ბრალი ედება ხელოვნური ინტელექტის საიდუმლოების ქურდობაში

BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის ყოფილ პროგრამულ ინჟინერს ბრალი წარედგინა ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ სავაჭრო საიდუმლოების მოპარვაში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქემ (ლინვეი დინგი) სავარაუდოდ მოიპარა 500-ზე მეტი კონფიდენციალური ფაილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 250 000 აშშ დოლარის ჯარიმა ემუქრება. საბრალდებო დასკვნის თანახმად, დინგი Google-მა 2019 წელს დაიქირავა და მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა […]

ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპის ციფრული და მედიაწიგნიერების კვირეულში მონაწილეობდა

ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობით, ევროპის ციფრული და მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო და მედიაორგანიზაციების წევრებმა მოსახლეობის წიგნიერების ამაღლებისა და მედიაგანათლების, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების განვითარების სფეროში განხორციელებული და მომავალი საქმიანობის მიმოხილვა წარმოადგინეს. კონფერენციის თემები იყო: ციფრული და მედიაწიგნიერების მნიშვნელობა კონფლიქტების პერიოდში, პოლიტიკური […]