სააკაშვილი: საქართველოს ევროკავშირში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეიყვანს

მინდა, ენმ-დან ჩემს თანაპარტიელებს ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება მივულოცო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, პირველებს საქართველოდან ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა უკვე შეგვიძლია – პირველი ასეთი ქართველები ნაციონალები გავხდით. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას მივეცით. ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც ევროპულ […]
“ეს ჟიულია – ჟი-ული მეგრულად ზეცად მიმავალს, ამაღლებული ნიშნავს” – გია ხარჩილავა შარტავაზე

დღეს ჟიული შარტავა 80 წლის გახდებოდა. გმირობას ერთი გადაწყვეტილება შობს ხშირად! არ დატოვა სოხუმი და ამ გადაწყვეტილებით კომუნისტური პარტიის წიაღიდან გამოსული, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული,ეროვნული გმირის წოდებამდე ამაღლდა… …”და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია” – ეს ჟიულია – ჟი-ული მეგრულად ზეცად მიმავალს, ამაღლებული ნიშნავს
შვედეთი NATO-ს წევრი გახდა

შვედეთი NATO-ს 32-ე ოფიციალური წევრი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გაწევრიანების პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯი 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადადგეს.
წყლის დეფიციტი, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს – ევროკომისია

წყლის დეფიციტის ზრდის ტენდენცია, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, კონფლიქტის მიზეზი გახდეს. საუკუნის ბოლოს მსოფლიოს ხშირი გვალვები ემუქრება, რაც ევროკავშირის ეკონომიკურ ზრდას 7%-ით შემცირებას. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი. ევროკომისიის აზრით, წყლის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომლებიც გლობალური დათბობისთვის მზად არ არიან. დეპარტამენტი აღნიშნული გაფრთხილების გამოცხადებას მომავალ კვირას კომუნიკეში გეგმავს. ინფორმაციას Politico ავრცელებს. […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. პრესსამსახურის თანახმად, პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, […]
იაგო ხვიჩია – ჩივილს არ ვაპირებ არავის წინააღმდეგ – ეს იყო პროპაგანდით გაბრუებული სულელის თვითშემოქმედება

მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური დავალება ყოფილიყო, თვითშემოქმედება იყო ერთ-ერთი პროპაგანდით გაბრუებული სულელის , – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხად.ა იაგო ხვიჩიას თქმით, პირი, რომელმაც მას ხელი დაარტყა, „გირჩის“ ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობას აპროტესტებდა. „რომ გითხრათ, რომ ის სულელი, ვინც მოსული იყო, პოლიტიკურ დავალებას ასრულებდა, არა, ჩემი […]
ხვიჩია: თუ ვინმე გირტყამს, შენც უნდა დაარტყა – პოლიციაში არასოდეს მირბენია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პარტიის ოფისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ხვიჩია ამბობს, რომ იმ ადამიანს, რომელიც მათთან ოფისში მივარდა და იქ მყოფ პირებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მას კი ცხვირი დაუზიანა, ფიზიკურად თავადაც გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, ის ამ პიროვნებისთვის ჩივილს არ აპირებს, რადგან ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. “დღეს განყოფილებაში ვიყავი და ჩემი პოზიცია ავუხსენი, რომ […]
ზურაბიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და სამოქალაქო აქტიურობის გამო ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, როცა ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. […]
მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება გააფორმეს

რუსეთი მოლდოვის კონტროლს ცდილობს, მათ შორის გადატრიალების მცდელობითაც. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა. საფრანგეთში ვიზიტის დროს სანდუმ ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად მოლდოვასა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. “თუ აგრესორი არ იქნება გაჩერებული, ის სვლას განაგრძობს და ფრონტის ხაზი სულ უფრო და უფრო ახლო იქნება. ჩვენთან […]