“უკრაინის დახმარებაზე წითელი ხაზები აღარ არსებობს” – მაკრონი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

“უკრაინის დახმარებაზე წითელი ხაზები აღარ არსებობს”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას ამბობს. როგორც ფრანგული გამოცემა Le monde წერს, ელისეს სასახლეში შეხვედრის მთავარი თემა სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო. შეხვედრა კი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 27 თებერვალს, მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ […]

მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხელმოწერილი შეთანხმება ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს მომავალი სამხედრო წვრთნების, რეგულარული დიალოგისა და დაზვერვის გაცვლისთვის. ცნობილია, რომ კიშინოვში საფრაგნეთის თავდაცვის მისია ზაფხულში გაიხსნება, რათა ქვეყანას საჭიროებების შეფასებაში დაეხმაროს და შეიარაღების შესაძლო კონტრაქტებზე მოლაპარაკებები დაიწყოს. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პარიზში, ასევე ეკონომიკური […]

ფიგუს დუბლით – ლეგენდების სერიის მატჩში “ინტერმა” საქართველოს ნაკრებს სძლია

ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები შეხვდნენ – შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. წვიმინი ამინდის მიუხედავად ბათუმის სტადიონზე დიდი ფეხბურთელების თამაშის სანახავდ ბევრი გულშემატკივარი მივიდა, რომელთაც მართლაც საზეიმო განწყობა შექმნეს. დებიუტში შოთა არველაძის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ქეცბაიას გატანა მეკარე ჟულიო სეზარმა არ დაანება, სტუმრები კი ფიგუმ დააწინაურა. ცოტა […]

მაია სანდუ: მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს და დანარჩენ ევროპას დაემუქრება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს და დანარჩენ ევროპას დაემუქრება. ეს განცხადება მან გააკეთა პარიზში, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე. „თუ არ მოხერხდება აგრესორის შეკავება, ის გააგრძელებს სვლას და ფრონტის ხაზი უფრო და უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო […]

ჟიული შარტავას ქუჩაზე მშენებლობიდან მასალა გადმოვარდა და ავტომობილები დააზიანა – ვიდეო

ამ წუთებში ჟიული შარტავას ქუჩაზე მშენებლობიდან სამშენებლო მასალა გადმოვარდა და ავტომობილები დააზიანა.

რუსი გენერალი ამბობს, რომ რუსეთის ახალ კონფლიქტში ჩართვის ალბათობა “მნიშვნელოვნად იზრდება”

რუსმა სამხედრო მაღალჩნოსანმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს და თქვა, რომ მოსკოვის ძალების ახალ კონფლიქტში ჩართვის ალბათობა “მნიშვნელოვნად იზრდება”. რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვლადიმირ ზარუდნიცკიმ კომენტარი თავდაცვის სამინისტროს გამოცემა “სამხედრო აზრის” სტატიაში გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია 7 მაისს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რიამ” გაავრცელა. „უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის […]

საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, დააპატიმრონ

Today.rtl.lu-ს ინფორმაციით, ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ნაკრებისა და “სლოვანის” ფორვარდის, ჟერსონ როდრიგესის სასამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. 28 წლის თავდამსხმელს ყოფილ შეყვარებულზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურა კი 15-თვიან პირობით პატიმრობას, ასევე, სავარაუდო დაზარალებულისთვის ბრაზის მართვის თერაპიასა და ფულად კომპენსაციას ითხოვს. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან 6 დღეში, 27 მარტს გამოაცხადებს. როდრიგესი […]

რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში დრონით თავდასხმა განხორციელდა “სევერსტალის” ქარხანაზე

7 მარტს რუსეთში, ვოლოგდის ოლქის ქალაქ ჩერეპოვეცში, აფეთქება მოხდა „სევერსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ჩერეპოვეცკაია ისტინა“ იტყობინება. მისი თქმით, დრონის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ინდუქციური ღუმელი აფეთქდა. მოგვიანებით დრონის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გეორგი ფილიმონოვმა დაადასტურა. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. „სევერსტალში“ ადრე იტყობინებოდნენ, რომ […]

სალომე ზურაბიშვილი 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, შეხვედრისას პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა “იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა”. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ხიდაშელთან მოლაპარაკებებს უარყოფენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისში რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. “ეს ხიდაშელი თვალით არასდროს მინახავს, ვოლსკი კი მხოლოდ მედიიდან ვიცი”, – თქვა კიუტმა ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემასთან. გარდა ამისა, კიუტი ამბობს, რომ რკინიგზის საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის. “არავითარ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდი, მით უმეტეს მასთან”, – აღნიშნა კიუტმა. რუსეთში […]