„თბილისი პრაიდი“ მიმართვას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე მუშაობის დაანონსებიდან რვადღიანი დუმილის შემდეგ „თბილისი პრაიდი“ პირველ მიმართვას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „გამარჯვება გააზრებული, მშვიდი ნაბიჯებით, კრიტიკულ დროს ძალების გაერთიანებით და სწორ დროს გამბედავი ქმედებებით მიიღწევა. ერთ მხარეს ვდგავართ მოქალაქეები, ვისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებულია, აქტივისტები, უფლებადამცველები, ხელოვანები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება. მეორე მხარეს კი კომფორტულ სავარძლებში […]

პუტინს ქედს არ მოვუხრი – ბაიდენი

ხუთშაბათს ღამით ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას. მან თქვა, რომ თუ შეერთებული შტატები უკან დაიხევს, ეს უკრაინას რისკის წინაშე დააყენებს, ასევე, მისი თქმით, საფრთხის წინაშეა ევროპა და თავისუფალი სამყარო. ბაიდენმა გააჟღერა მესიჯი რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის: “ჩვენ ქედს არ მოვიხრით! მე […]

აშშ-ის საელჩო და ბრიტანეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. “საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა – არ იმოგზაუროთ“, – აღნიშნულია საელჩოს […]

8 მარტს როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 მარტს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. სააგენტოს ცნობით, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღის დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი იქნება. ამასთან, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ […]

„ფუნიკულიორის“ სარესტორნო ჯგუფის შემოსავალი 9 მლნ ლარით აჭარბებს „სტრადას“ და „ოროს“ მაჩვენებლებს

სარესტორნო ბიზნესის ფინანსურ მაჩვენებლებს 3 კომპანიის მაგალითზე, შპს „ჯიემთი მთაწმინდა“ (ფუნიკულიორი, პური გულიანი, პური გულიანი ექსპრესი, რიგი გასტროდუქანი), შპს „აგავა“ (სტრადა, ორო) და შპს „ქეთო და კოტე“, Finspot-მა მიმოიხილა. წარმოდგენილი კომპანიებიდან „ჯიემთი მთაწმინდა“ და „აგავა“ სარესტორნო ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც რამდენიმე რესტორანს აერთიანებენ. „ქეთო და კოტე“ კი ერთ ლოკაციაზე არსებული რესტორანია. „ჯიემთი მთაწმინდა“ ოპერირებს 4 რესტორნით: […]

კოკომიას ახალი პროდუქტი – ღვინის ბონბონების კოლექცია ღვინის სამშობლოდან

ხელნაკეთი შოკოლადის ბუტიკი CocoaMia! / კოკომია! მოხარულია წარმოგიდგინოთ სრულიად ახალი პროდუქტი – ღვინის ბონბონების კოლექცია. კოკომია ბაზარზე გამოჩენის დღიდან მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელს სისტემატიურად შესთავაზოს ახალი, უჩვეულო და დახვეწილი გემოები. ამჯერად ჩვენი ინსპირაციის წყარო ქართული ღვინო გახდა. საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, სწორედ ამიტომ ღვინის ბონბონების კოლექციის შექმნა ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო. ამ ეტაპზე, […]

პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავისა წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი

წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის (ხს. 29 აგვისტოს) შემდეგ მისი სხეული მოწაფეებმა პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, წმიდა თავი კი უსჯულო ჰეროდიადამ უპატიო ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა (მას იხსენებს ლუკა მახარებელი – ლკ. 8,3), იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ […]

8 მარტი – ქალთა დღე

1857 წელს, ნიუ – იორკში, სამკერვალო ფაბრიკების მუშა – ქალებმა დემონსტრაცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და არჩევნებში მონაწილეობის მიღება იყო. ამბობენ, რომ სწორედ „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია. თუმცა, 8 მარტი გერმანელი კომუნისტი ქალის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი: ხიდაშელი თვალით არ მინახავს, ვოლსკი მედიიდან ვიცი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი უარყოფს, რომ ის რუსეთში კავშირების მქონე ქართველ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს შეხვდა და რაიმე სახის მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ მან აფხაზურ მედია Нужная газета-სთან ისაუბრა. “ეს ხიდაშელი თვალითაც არ მინახავს, ვოლსკი კი მხოლოდ მედიის ცნობებიდან ვიცი… არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია, მით უმეტეს, მათთან.” – თქვა კიუტმა. ამას გარდა, […]