„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა“ ცენტრმა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მნიშვნელოვანი საკითხები – მიღწევები და გამოწვევები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში. „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, რომელმაც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. […]
აკაკი ჩხენკელის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ეროვნულმა არქივმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის, გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 მარტს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. სააგენტოს ცნობით, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღის დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი იქნება. ამასთან, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ […]
პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინს ქედს არ მოუხრიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთისა და ნატოს შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისე, რომ მისი გვარი არ უხსენებია. სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღმაშფოთებელი, სახიფათო და მიუღებელია, როცა წინამორბედი რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი პუტინს ეუბნება, რომ შეუძლია გააკეთოს, რასაც მოისურვებს. აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა დონალდ ტრამპის მიერ 24 […]
ტოივო კლაარი: აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მილიონი ევრო დახარჯა

“ევროკავშირი 15 წელზე მეტია აფინანსებს მნიშვნელოვან პროგრამებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა გამოცემა JAM news-თან ინტერვიუში. კლაარმა კომენტარი გააკეთა კრიტიკაზე, რომელიც იანვარში გამოთქმულ მის მოსაზრებას მოჰყვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან. მაშინ მან თქვა, რომ ორჯერ უთხრეს უარი აფხაზეთში სამუშაო ვიზიტებზე. JAM news-თან კომენტარში […]
ტიკტოკერმა, ექიმმა სექსოლოგმა, ონლაინ შევიწროების გამო პოლიციას მიმართა

რეზიდენტმა ექიმმა რეპროდუქტოლოგმა და სექსოლოგმა ეკა კვირკველიამ, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია, სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ საგანმანათლებლო ვიდეოებს აქვეყნებს, ონლაინ შევიწროების გამო პოლიციას მიმართა. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია PHR („პარტნიორობა ადამიანის უფლბებეისთვის“) იცავს. როგორც კვირკველია აცხადებს, მას კონკრეტული კაცის წინააღმდეგ შეიტანა საჩვარი, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში, უწყვეტად ავიწროებდა — მისი სურვილის წინააღმდეგ უგზავნიდა შიშველ ფოტოებს, […]
“ნაპოლიდან” დამირეკეს და…” – კალაძემ “კვარას” ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალები გაიხსენა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სერია A-ს ოფიციალურ “იუთუბ არხთან” ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. “მილანის” ყოფილმა მცველმა “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალები გაიხსენა. “ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. მის მამასთან, ბადრისთან, ხშირად ვსაუბრობ, უნიკალური ადამიანია. სანამ “კვარა” “ნაპოლიში” გადავიდოდა, “პარტენოპეის” ხელმძღვანელებთან ვისაუბრე და ხვიჩას შესახებ მოვუყევი. მინდოდა გაეგოთ, თუ როგორ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. გარკვეული დროის შემდეგ […]
„ბიოსამედიცინო ეთიკის თვალსაზრისით სუროგაცია-დონაცია ერთგვარი ეთიკური დილემაა“ – ნინო ბოგვერაძე

„ბიოსამედიცინო ეთიკის თვალსაზრისით სუროგაცია-დონაცია ერთგვარი ეთიკური დილემაა და ამ თემებთან დაკავშირებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, ადვოკატმა ნინო ბოგვერაძემ განაცხადა. მისი თქმით, სუროგაციის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანია ის, რომ გაფორმდეს სუროგაციული ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმდეს და თუ ამგვარი ხელშეკრულება არსებობს, მაშინ […]
აშშ-ის საელჩო და ბრიტანეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. „საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა – არ იმოგზაუროთ“, – აღნიშნულია საელჩოს […]
შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს – იენს სტოლტენბერგი

შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში დაწერა. „შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელს ალიანსს უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს NATO-ს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას“,- აცხადებს სტოლტენბერგი. შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში […]