8 მარტი – ქალთა დღე

1857 წელს, ნიუ – იორკში, სამკერვალო ფაბრიკების მუშა – ქალებმა დემონსტრაცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და არჩევნებში მონაწილეობის მიღება იყო. ამბობენ, რომ სწორედ „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია.
თუმცა, 8 მარტი გერმანელი კომუნისტი ქალის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესებისკენ მოუწოდა. ფიქრობდნენ, რომ ამ დღეს ქალებს მიტინგები და მსვლელობები უნდა გაემართათ.
1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა.
საქართველოში დღესასწაული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა, თუმცა 2002 წლის მარტში, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ დაიბრუნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა