გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე – დღემდე ცდილობენ, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გმირობად მოიხსენიონ – რუსულს უწოდებენ ამერიკულ კანონს, თუმცა ამ გაშიფრული თაღლითობის მიმდევრები სულ უფრო ცოტანი რჩებიან

შარშან, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საუკუნის აფიორა წამოიწყო და ამერიკულიდან ნათარგმნი, წაუკითხავი კანონი რუსულად შეასაღა და გააპროტესტებინა საზოგადოებას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, 2023 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, მარტის აქციებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ყველაფერი უფრო ცხადი ხდება და დეზინფორმაციის საშუალებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახერხეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. „მარტის აქციების შემდეგ 1 წელი […]
ხობის მერმა მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, უხუცეს ქალბატონებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ. „ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს – ლულა ჯიქიას, ნათელა ხუნწარიას და ნათელა ალექსანდრიას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა […]
“ვთხოვე, ჩვევები შეეცვალა, მან კი…” – რა თქვა კალცონამ “კვარასთან” ურთიერთობაზე?

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Cronache di Spogliatoio-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. სრული ინტერვიუ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ჟურნალისტმა ემანუელ კორციმ მისი და კალცონას საუბრიდან რამდენიმე თემა გამოჰყო. “სანამ სრული ინტერვიუ დაიდება, დაგასპოილერებთ. ყველაზე მეტად მაინტერესებდა, თუ როგორი ურთიერთობა აქვს კალცონას კვარაცხელიასთან. ქართველის შესახებ ყველა დადებითად საუბრობს, მოედანზეც დიდ პატივს სცემენ. ვიცი ისიც, რომ […]
აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დროებით ნავსადგომს ააშენებს

აშშ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად სანაპიროზე დროებით ნავსადგომს ააშენებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯო ბაიდენმა 7 მარტის გამოსვლაში გააჟღერა. აღნიშნულ დროებით ნავსადგომში ჰუმანიტარული ტვირთი კვიპროსიდან, ლარნაკას პორტიდან რამდენიმე კვირაში ჩავა. უსაფრთხოების შემოწმებას ტვირთი სწორედ ლარნაკაში გაივლის. ჯო ბაიდენმა დროებითი ნავსადგომის პროექტზე თქვა, რომ ეს ამერიკული ჯარის გადაუდებელი მისიაა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ჰუმანიტარული დახმარება […]
მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა.
გიორგი ბოტკოველი – ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის“ „ჩელენჯად“ ჩამოყალიბდა – სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ რაიმეს გააკეთებენ და ვეტოს დაძლევენ, მათ რაღაც დამატებით კმაყოფილებას მატებთ

ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის“ „ჩელენჯად“ ჩამოყალიბდა – სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ რაიმეს გააკეთებენ და ვეტოს დაძლევენ, მათ რაღაც დამატებით კმაყოფილებას მატებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ის პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. […]
ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

პარიზი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში პოლონელ კაროლინა სტრავიცკას სძლია, ანგარიშით 15:8, ფინალური ბრძოლა კი იტალიელ როსინა პასკუინოსთან ანგარიშით 15:9 დათმო. ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმასი, ანგარიშით 15:5, დაამარცხა, ფინალში კი პოლონელ […]
აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამოიცა გურამ ფანჯიკიძის “თვალი პატიოსანი”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამომცემლობა ალატორანის მიერ გამოიცა გურამ ფანჯიკიძის “თვალი პატიოსანი”. მთარგმნელი: იმირ მემედლი. თამაზ იაშვილი ფენომენალური ნიჭის მქონე ახალგაზრდა მათემატიკოსია, მაგრამ სრულიად უმწეოა პრობლემების წინაშე და არ შეუძლია ბრძოლა საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ოთარ ნიჟარაძე, ამ მხრივ, მისი სრული ანტიპოდია და ერთგვარი აზარტითაც კი იბრძვის როგორც თავისი, ისე მისი მეგობრის, თამაზ იაშვილის […]
გია ცაგარეიშვილი – რას წარმოვიდგენდი, გერმანიის იუსტიციის სამინისტროში ზურაბ ადეიშვილს ფიანდაზებს დაუგებდნენ, ბუნდესტაგში მიიღებდნენ? – გერმანიის საელჩო ამბობდა, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდაო, ეს ხომ ცინიზმია?!

რას წარმოვიდგენდი, რომ გერმანიის იუსტიციის სამინისტროში ზურაბ ადეიშვილს ფიანდაზებს დაუგებდნენ, რომ ბუნდესტაგში მიიღებდნენ? გერმანიის საელჩო ამბობდა, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდაო, ეს ხომ ცინიზმია, მორალი, ზნეობა ხომ არსებობს? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. გია ცაგარეიშვილმა წაიკითხა ირაკლი მარაქველიძის წერილი, სადაც ყოფილი პატიმარი ციხეში მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს და […]
ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიის ქალაქ კურიგას ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი გაიტაცეს, – ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები ათობით შეიარაღებულმა პირმა მოტოციკლეტებით გაიტაცა. მათი ასაკი 8-15 წელია. ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, ამბობს, რომ ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, მაგრამ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მოიგერიეს და დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ნიგერიაში გამტაცებელმა ბანდებმა, […]