რუსეთის მტკიცებით, ვოლგოგრადის ოლქში 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, აქედან 15 – ვოლგოგრადის ოლქში. თავდაპირველად მათ გაავრცელეს ცნობა, რომ 8 მარტის გამთენიისას ვოლგოგრადის ოლქში 11, ბელგოროდის ოლქში კი – 1 დრონი ჩამოაგდეს. შემდეგ, დილის საათებში ირწმუნებოდნენ, რომ ვოლგოგრადის ოლქში კიდევ 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს წერს დრონების ჩამოვარდნის შედეგებზე. ვოლგოგრადის ოლქი […]
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში კვლავ მიიტანა, უკრაინელებმა 37-დან 33 შაჰედი ჩამოაგდეს

8 მარტის გამთენიისას რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა, რომლის დროსაც უკრაინელებმა 37-დან 33 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონების გარდა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასასხმელად გამოიყენეს С-300-ის მართვადი ერთი საზენიტო რაკეტა და 2 მართვადი რაკეტა Х-59. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, დრონები ოკუპირებული ყირიმიდან, ბალაკლავიდან გაუშვეს. იერიშების სამიზნეები იყო კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა […]
შორენა ბარბაქაძეს უცხოელ კონსულთა საზოგადოების ჯილდო გადასცეს

2024 წლის 6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ნიუ – იორკში უცხოელ კონსულთა საზოგადოების (Society of Foreign Consuls) ორგანიზებით, ინდოეთის გენერალურ საკონსულოში, გაიმართა საზოგადოების წევრი გენერალური საკონსულოების მიერ წარდგენილი წარმატებული ქალბატონების დაჯილდოების ცერემონია. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ქ. ნიუ – იორკის მერიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას, სხვებთან ერთად, სიტყვით მიმართა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში […]
ხვიჩა კოპინაძე – „კრიპტოში ქალების ადგილი არაა“ – სტერეოტიპის წინააღმდეგ!

„კრიპტო ინვესტიციებში საკმაოდ დიდი გენდერული პრობლემაა“ – ეს სათაური ჰქონდა CNBC-ის 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ზემოთ ხსენებულ პრობლემას მიმოიხილავდა. კრიპტო ინდუსტრია მართლაც ხშირად აღიქმება – როგორც მამაკაცების მიერ დომინირებული სფერო, სადაც ქალებს იშვიათად ვხვდებით. ეს ყველაფერი კი განპირობებულია ინდუსტრიის ადრეული ქცევებითაც – როგორებიც იყო თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკის ბიტკოინ კონფერენცია 2018 წელს, რომლის Afterparty-ც 5000 […]
გიორგი ბოტკოველი – რატომ ძვირდება საქართველოში პური, როდესაც ჩვენს სამეზობლოში, პურის ყველაზე დაბალი ფასია? – გამოსავალი ერთ რამეშია – უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მაფიოზური ხელისუფლების მმართველობა

რატომ ძვირდება საქართველოში პური, როდესაც ჩვენს სამეზობლოში, ყველაზე დაბალია პურის ფასი? – კითხვის პასუხი და მთავარი გამოსავალი არის სწორედ ერთ რამეში – 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მაფიოზური ხელისუფლების მმართველობა, რომელიც ყოველდღიურად ზრდის ქვეყანაში პროდუქტებზე ფასებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქვეყნის […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ ისეთი მმართველობის ფილოსოფია აქვს, რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, ხალხის ფულს მაინც მოიპარავს, ასეთია მათი ბუნება

„ქართულ ოცნებას“ ისეთი მმართველობის ფილოსოფია აქვს, რომ რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, ხალხის ფულს მაინც მოიპარავს. ასეთია მათი ბუნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მთავრობის წევრებისთვის ხელფასების შესაძლო ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის წახალისება იმისა, რომ მმართველმა პარტიამ „უფრო ეფექტურად ძარცვოს ხალხი“. „შესაბამისად, კარგი ღონისძიება იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში, […]
აუდიტი – სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად – სამეურვეო საბჭოს როლი ეფექტიანი არ არის

სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო […]
მიხეილ სარჯველაძე – ზურაბ ადეიშვილზე იმის თქმა, რომ ის იყო საპატიო სტუმრის სტატუსით, არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას – საპასუხოდ საყვედურების თქმას, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, ეთქვათ, რომ ეს იყო შეცდომა ან საერთოდ ართქმა ჯობდა

ზურაბ ადეიშვილზე იმის დარქმევა, რომ ის არის საპატიო სტუმრის სტატუსით ბუნდესტაგში, არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას – საპასუხოდ საყვედურების თქმა, არ მგონია, რელევანტური იყოს, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, რომ ეთქვათ, ეს იყო შეცდომა, ან საერთოდ ართქმა ჯობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოსა და ევროკავშირის […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო […]
უკრაინელებმა რუსების 3 რაკეტა და 33 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა წუხელ უკრაინას სამხრეთით და აღმოსავლეთით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმისთვის S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, X-59 ტიპის ორი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 37 დრონი გამოიყენეს. რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმის ბალაკლავას რეგიონიდან გაუშვეს. უკრაინელებმა კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებში 33 […]