ირაკლი ჩიქოვანი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადას ესტუმრა

თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებას განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა ბაზის ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, საცხოვრებელი კორპუსები, მშენებარე ობიექტები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბრიგადის სამხედრო ტექნიკა, განახლებული ავტოპარკი და ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი დაათვალიერა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, თავდაცვის მინისტრი, ეროვნული […]
თურქეთმა რუსეთში ექსპორტი მესამედით შეამცირა – The Moscow Times

თურქეთმა რუსეთში ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის $1 მლრდ-დან 33%-ით – 670 მლნ-მდე შეამცირა. სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიზეზი აშშ-ის მეორადი სანქციების რისკია. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით The Moscow Times წერს. 2023 წლის 2 თვის ბოლოს თურქეთის ექსპორტმა რუსეთის ფედერაციაში $1,29 მლრდ შეადგინა, ერთი წლით ადრე კი $2 მლრდ-ს გადააჭარბა, […]
11-15 მარტს მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 11-15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართება. გახსნითი ღონისძიება თბილისში, 11 მარტს, სასტუმრო „პულმანში” გაიმართება, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს მიმოიხილავს. […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი […]
„ევროკავშირმა €180 მლნ დახარჯა აფხაზეთის მხარდასაჭერად და ენგურჰესის მოდერნიზაციისთვის“ – ტოივო კლაარი

„ევროკავშირმა 180 მლნ ევრო დახარჯა აფხაზეთის მხარდასაჭერად და ენგურჰესის მოდერნიზაციისთვის“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი Jemnews-სთან აცხადებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი და აქტივობა აფხაზეთში მიზნად ისახავდა იმას, რომ ხელი შეუწყოს აფხაზური იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას, განსაკუთრებით აფხაზური ენის, ისტორიული არქივების, კოლხური ბზისა და აფხაზური ღვინის გადარჩენის კუთხით, ამბობს ევროკავშირის სპეციალური […]
ამერიკელები გააფრთხილეს მოსკოვში „ექსტრემისტებისგან“ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ

შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების ორგანიზებას. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში თავი აარიდონ ხალხმრავალ ადილებს, თვალ-ყური ადევნონ ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ცნობებს და ყურადღებით დააკვირდნენ გარემოცვას. აშშ-ის საელჩოს ეს გაფრთხილება […]
გუდაური(ფოსტა)-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. “მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე […]
ბრიუსელში, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია მთავარი გზავნილია იმ განცხადებიდან, რომელსაც ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მედიაში გასული ინფორმაციის საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. საუბარია შეხვედრაზე, რომელიც ადეიშვილის მონაწილეობით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში გაიმართა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით ადასტურებს, რომ სამშაბათს უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინის დელეგაციიდან კიდევ რამდენიმე წევრი დაესწრო. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შეხვედრის […]
თბილისის შემოვლით გზაზე ტრაილერი ხრამში გადაიჩეხა, არის მსხვერპლი

თბილისის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხრამში გადაიჩეხა. დაღუპული სატვირთოს მძღოლია. შემთხვევა გუშინ მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6 ნაწილით მიმდინარეობს.
ხაბეიშვილი: თურქეთში გადავალთ, გაგიზიარებთ რამდენად იაფია პირველადი მოხმარების პროდუქტები

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თურქეთში გადასვლას გეგმავს, რათა პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები საქართველოში არსებულ ფასებს შეადაროს. ხაბეიშვილმა სარფის საბაჟოზე აღნიშნა, რომ ამავე მიზნით ის აზერბაიჯანში იყო გადასული, სადაც პროდუქტები ბევრად იაფია. “ჩვენ დღეს ვაპირებთ თურქეთში გადასვლას, რომლის მოსახლეობაც და მოქალაქეც მინიმუმ ორჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით. შესაბამისად, ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი […]