“ყვავილები გვიყვარს, მაგრამ…” – მეზვრიშვილი

პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი: ყვავილები გვიყვარს, მაგრამ თანაბარი შესაძლებლობები გვირჩევნია როცა ქალების და გოგონებისთვისაც ისევე გაიღება ყველა კარი, როგორც კაცებისთვის, ყვავილებიც უფრო ღირებული იქნება 8 მარტს გილოცავთ! No offense

მეწყრული პროცესების გამო, სოფელ უდეში რამდენიმე ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს – დასკვნა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ უდეში მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, უდეში, ე.წ. “პირდაპირების” დასახლებაში, სტიქიურად მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა წვიმის სახით და მაღალი ტემპერატურის პირობებში თოვლის ინტენსიურმა დნობამ, სოფლის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში მყოფი 24 მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლესმ, რომელთაგანაც 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს. ადიგენის მერიაში […]

მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ღობეს ხსნიან

მთავრობის ადმინისტრაციის წინ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაყენებულ რკინის ღობეს ხსნიან. როგორც ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღობის მოხსნის გადაწყვეტილება ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო. მთავრობის ადმინისტრაცია გასული წლის აპრილში შემოღობეს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მასშტაბური აქციებიდან მალევე. რამაც გააჩინა განცდა, რომ საპროტესტო სივრცეს ართმევდნენ აქტივისტებსა და ოპოზიციას. შემოღობვამდე დროის მცირე მონაკვეთში მთავრობის ადმინისტრაციასთან არაერთი აქცია გამართეს […]

ქალთა უფლებადაცველი ბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

ფემინისტი, ქალთა უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. “ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის, ადვოკატი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონო ბაბუცა პატარაია დაჯილდოვდეს ღირსების მედლით”, – ასე წარადგინეს პატარაია დაჯილდოებაზე. თავად ბაია […]

დემარკაციის პროცესი ალმა-ათის დეკლარაციას უნდა ეფუძნებოდეს – მიროზიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო “Anadolu-სთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთს სურს ალმა-ათის დეკლარაცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში შევიდეს, მაგრამ ამ საკითხზე ერევანმა ბაქოსგან ვერ მიიღო დადებითი პასუხი. მიროზიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის განზრახვას გამოიყენოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესისგან შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობა, სამშვიდობო დღის წესრიგისადმი ერევანის ერთგულების დასადასტურებლად. “ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების […]

IDF-ის გამოძიება ღაზის ჭყლეტაზე: ჯარისკაცებს ჰუმანიტარული დახმარების მანქანისთვის არ უსვრიათ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ჭყლეტის შემთხვევის გამოძიების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. მათი განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც რამდენიმე ღაზელი მათი მიმართულებით დაიძრა და მათ ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებისთვის არ უსვრიათ. ანგარიში ღაზაში მომხდარი ჭყლეტის შესახებ მაიორმა გენერალმა იარონ ფინკელმანმა წარუდგინა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურს ჰერცი ჰალევის. ისრაელის თავდაცვის ძალების […]

მიხეილ შაყულაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად 2022 წლის აგვისტოდან მუშაობდა.

გერმანიამ სამთავრობო თვითმფრინავი გაყიდა

გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავს Airbus A340-300-ს, რომლის ავარიამ შეაფერხა საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის რამდენიმე უცხოური ვიზიტი, დემონტაჟი ჩაუტარდება და სათადარიგო ნაწილებად გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel ავრცელებს. გამოცემის თანახმად, Airbus-ის შვილობილმა Lufthansa Technik-მა წინა კვირაში გააფორმა ხელშეკრულება თვითმფრინავის შესაძენად და გეგმავს მის დაშლას და სათადარიგო ნაწილებად გაყიდვას. შეძენის შემდეგ თვითმფრინავი გაიგზავნება ესპანეთში, სადაც Lufthansa […]

თუ ცესკო-ს თავმჯდომარეს ფიზიკური, ან მორალური თავდასხმით გადააყენებდნენ, ცესკო-ს საქმიანობას ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა, ეს იყო დაგეგმილი, მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო – პრეზიდენტის ვეტოც იგივეს ემსახურება

თუ ცესკო-ს თავმჯდომარეს ფიზიკური, ან მორალური თავდასხმით გადააყენებდნენ, ცესკო-ს საქმიანობას ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა, ეს იყო დაგეგმილი, მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო – პრეზიდენტის ვეტოც იგივეს ემსახურება ხაზარაძის დავალებით, ცესკო-ს თავმჯდომარის გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს, სხვა ტყუილებზე რომ არაფერი ვთქვათ. ხაზარაძის ტელევიზიის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა, ოღონდ ცესკო-ს […]

IDF-მა ღაზის ჭყლეტის შემთხვევის გამოძიება დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ჭყლეტის შემთხვევის გამოძიება დაიწყო. მათი განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც რამდენიმე ღაზელი მათი მიმართულებით დაიძრა. ანგარიში ღაზაში მომხდარი ჭყლეტის შესახებ მაიორმა გენერალმა იარონ ფინკელმანმა წარუდგინა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურს ჰერცი ჰალევის. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი ამ ტრაგედიის გამოძიებას გააგრძელებს. მათი თქმით, […]