ქალთა უფლებადაცველი ბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

ფემინისტი, ქალთა უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
“ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის, ადვოკატი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონო ბაბუცა პატარაია დაჯილდოვდეს ღირსების მედლით”, – ასე წარადგინეს პატარაია დაჯილდოებაზე.
თავად ბაია პატარაია ღონისძიებას არ ესწრებოდა, ამიტომ ჯილდო მის დედას, ნელი ქევანიშვილს გადაეცა. მოგვიანებით, პატარაიამ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და მის თანამებრძოლებს.
“ეს ღირსების მედალი ეკუთვნის ყველა ქალს და ყველა გოგოს, ვინც დღეს ქალების უფლებების დასაცავად იბრძვის. მადლობა ჩემ თანამებრძოლებს, აქტივისტებს, ფემინისტებს, საფარის ძვირფას თანამშრომლებს, ქალთა მოძრაობის წევრებს, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს და მადლობა ჩემ უახლოეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის”, – წერს ბაია პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“