მამუკა მდინარაძე – დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომლითაც ქართველი ახალგაზრდების ნაწილს დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე რუსულია – ახალგაზრდები ამაზე აღარასდროს წამოეგებიან

დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავისი პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე არის რუსული. ამ სითავხედის პიარ-კამპანია დაალაგეს, ამის წლისთავია, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები ამაზე აღარასდროს წამოეგებიან იმიტომ, რომ ერთი და იმავე „ფეიკ“ მდინარეში შესვლას აღარავინ აპირებს, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდები, […]

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტსა და ოპოზიციაზე – ვერავითარი „ქოლგა“ ვერ უშველით – ვერც „ქოლგა“ და ვერც „უქოლგობა“ იხსნის წვიმისგან, რომელიც მათ ატალახებს, მათ სახეს აჩენს

პრეზიდენტი არ არის, ის არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ჯერჯერობით, ფორმალურად ითავსებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ის აღმოჩნდა ყველაზე რადიკალური რიგითი „ნაცის“ ამპლუაში და რა ქოლგა უნდა გაშალოს ასეთი ან რიგითი ნაციდან, ქვედა დონიდან, აღარ ვიცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩართულია „ღირებულებით ომში“. რაც შეეხება პრეზიდენტს, ის […]

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ეშინიათ პატრონების და ქართველი ხალხის რისხვის – მათი კამპანია სპეკულაციურია

მაშინ, როდესაც მართლა იზრდებოდა ფასები და სერიოზული პრობლემა იყო კოვიდ პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში, მათ ეს ფასები ამგვარად არ გახსენებიათ და კამპანიურად ამაზე არ უსაუბრიათ, ხოლო როდესაც პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე ელემენტარულად კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერ რაიმე ნორმას, ცუდი რომ არის ამაზე ვერ […]

მამუკა მდინარაძე – უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული განწყობისთვის, ადეიშვილის, უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი ერთ-ერთი ადამიანის ბუნდესტაგში ჯდომა – დიპლომატიური სკანდალების აწევას არ ვაპირებთ

ჩვენ ფორმალური და დიპლომატიური სკანდალების აწევას არ ვაპირებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს და საქმეები ურჩიოს დიპლომატებს. ასე საჯარო განცხადება მიიღონ ცნობად, მიიღონ ინფორმაციად, თუნდაც ხისტ ინფორმაციად ჩვენგან, მთელი პასუხისმგებლობით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით და შესაბამისი ლეგიტიმაციით ვაცხადებ, რომ არ ვარგა! ძალიან ცუდია! უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული განწყობისთვის, დასავლური განწყობისთვის, ადეიშვილის, უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი […]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ბორჯომში მცხოვრებ საპატიო მოქალაქე ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ბორჯომში მცხოვრებ საპატიო მოქალაქე ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათვე ცნობით, ბორჯომში მცხოვრებ საპატიო მოქალაქე ქალბატონებს 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან […]

ლევან ხაბეიშვილი – თურქეთში ფაქტებით ვნახეთ, რომ პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში – ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა გაძვირებული პროდუქტებია

თურქეთში ფაქტებით ვნახეთ, რომ პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე და თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს – ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა გაძვირებული პროდუქტებია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან […]

ლევან ანთაძე – დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში და აქ იძენს პროდუქციას. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში

დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში და აქ იძენს პროდუქციას. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა. ლევან ანთაძის განცხადებით, 2024 წელი არის შანსი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. „დღეს ბათუმის მოსახლეობა, აჭარის მოსახლეობა ფაქტობრივად დასავლეთ საქართველო, […]

“ის ჩემთვის ფენომენია” – სპალეტი “ნაპოლის” ფეხბურთელზე

“ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. იტალიის ნაკრების თავკაცის თქმით, თავის დროზე, “ნაპოლის” ფანებს ვიქტორ ოსიმენის შესაძლებლობების არ სჯეროდათ, თუმცა ნიგერიელმა ყველას საპირისპირო დაუმტკიცა. “ჩემთვის, ეს ბიჭი ფენომენია. მიუხედავად იმ სკეპტიციზმისა, რომელიც მის გარშემო არსებობდა, ვიქტორმა კრიტიკოსებს საპირისპირო დაუმტკიცა. ნიგერიელი არამხოლოდ ბრწყინვალე ბომბარდირია, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც ძალიან მოუმატა. კალცონამ შესანიშნავად იცის, რომ […]

მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირს ხსნიან

მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირს ხსნიან. ადმინისტრაციის შესასვლელთან ჯებირების აღმართვა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დროს, გასული წლის დეკემბერში აღმართეს. შენობის წინ, ღია სივრცეში მთავრობამ პარკის მოწყობა თითქმის ერთი წლის წინ მოულოდბელად დაიწყო. ეს ტერიტორია რკინის ჯებირით გამოყვეს. ეს ყველაფერი აჩენდა შთაბეჭდილებას, რომ ჯებირები ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციების თავიდან ასარიდებლად გაჩნდა. მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირები ჯერ […]

UNICEF-ის ცნობით, 230 მილიონ ქალს და გოგოს დაუსახიჩრეს სასქესო ორგანო

გაეროს ბავშვთა სააგენტოს, UNICEF-ის ცნობით, მსოფლიოში დღეს 230 მილიონ გოგოს და ქალს აქვს ჩატარებული სასქესო ორგანოს დასახიჩრების პროცედურა, რაც 30 მილიონით აჭარბებს 2016 წლის მონაცემს. ქალთა საერთაშორისო დღეს გავრცელებულ ანგარიშში UNICEF-ი წერს, რომ ბრძოლა ნელი ტემპით მიმდინარეობს ამ პრაქტიკის წინააღმდეგ, რომლის დროსაც ქალს გენიტალიის გარე ნაწილს ნაწილობრივ ან სრულად აჭრიან. “ქალის გენიტალიის დასახიჩრება ზიანს აყენებს […]