“განრისხებული, სიძულვილით სავსე გამოსვლა” – ტრამპი ბაიდენის მიმართვაზე

ჯო ბაიდენის განცხადებას დონალდ ტრამპი გამოეხმაურე და ის კრემლის და ირანის მიმართ პოზიციის გამო გააკრიტიკა: “ეს იყო განრისხებული, პოლარიზებული და სიძულვილით სავსე გამოსვლა. მას სურს, რომ ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსოს. დანაშაული გაიზრდება იმ დონემდე, რომელიც აქამდე არ გვინახავს და ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ჯო ბაიდენი გაურბის საკუთარ წარსულს და იტყუება, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა იმ […]

ფონ დერ ლაიენი: ღაზაში საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი რამდენიმე დღეში ამოქმედდება

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად საზღვაო დერეფანი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. საზღვაო დერეფნის გავლით ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში კვიპროსიდან ჩავა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ამჟამად საპილოტე ტესტებს ახორციელებენ და იკვლევენ საზღვაო დერეფნის უსაფრთხოებას. ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი არაბთა გაერთიანებული საამიროების და საქველმოქმედო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის მიერაა შეგროვებული […]

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია „საფარის“ თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია, უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დამფუძნებლები: ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე და ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებელი თამარ მუსერიძე. საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია „საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების […]

“კრავთა დუმილი” და შიში, რამეთუ ჩვენი შეკითხვები გააზრებული აქვთ, ხოლო საკუთარი პასუხები კოშმარული სიზმრების კატეგორიისაა

“ძალიან მარტივი კითხვები უნდა დავუსვა ამ {ლგბტ} პროპაგანდის ლატენტურ მიმდევრებს. მერე ყველაზე ორიგინალურ პასუხებს ბანერებზე დავიტანდი, შემეცნებით და საარჩევნო კლიპებს გამოვუშვებდი და საკონსტიტუციო უმრავლესობას დიდი ძალისხმევის გარეშე მოვიპოვებდი შემოდგომაზე,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიცია “ცუდი რომ არის ლგბტ პროპაგანდა ამაზე ვერ სცემენ პასუხს, […]

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 8 მარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საბავშვო ბაღის აღმზრდელს ქალბატონ ნანი სალუქვაძეს, ჩოხატაურის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმებს და ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ქალბატონ თამარ ასკურავას მიულოცა და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჰერმან საბო – ცინიზმია, როცა ადეიშვილი საუბრობს სასამართლოს რეფორმაზე ბუნდესტაგში, ასევე ცინიზმია, რომ ადეიშვილის „სასამართლოგადაბარებული“ „ქოცები“ აქედან აკრიტიკებენ მას

ცინიზმია, როცა ადეიშვილი საუბრობს სასამართლოს რეფორმაზე ბუნდესტაგში, ასევე ცინიზმია, რომ ადეიშვილის „სასამართლოგადაბარებული“ „ქოცები“ აქედან აკრიტიკებენ მას, რომ ბუნდესტაგში სასამართლოს რეფორმაზე საუბრობს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი „დიდი ამბავი“ არ არის და არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. „არ მგონია, ეს რაღაც დიდი ამბავი, არც […]

მდინარაძე ჯანდაცვის მინისტრზე: გადაწყვეტილება მიღებულია, ალბათ ორშაბათს დასახელდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით უკვე მიღებულია და მდინარაძის ვარაუდით პრემიერმინისტრი მის ვინაობას, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს. “გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ თუ არ ვცდები, ორ ასევე მაღალ პოზიციაზე მიღებულია და ამის შესახებ თავადვე განაცხადებს პრემიერმინისტრი, ალბათ, ჩემი ვარაუდით იქნება მთავრობის სხდომაზე”. – თქვა მან. მდინარაძის თქმით, ჯანდაცვის […]

ლიტვის პრეზიდენტმა, რუსეთის მხარდამჭერ ბალერინა ილზე ლიეპას მოქალაქეობა ჩამოართვა

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას გადაწყვეტილებით, რუსეთის მხარდამჭერ ბალერინა ილზე ლიეპეს ლიტვის მოქალაქეობა ჩამოერთვა. წარსულში, ერთ-ერთ ინტერვიუში ბალერინამ თქვა, რომ “არ მალავს თავის სიმპათიებს ვლადიმირ პუტინის მიმართ, უწოდებს ომს სპეციალურ ოპერაციას, ასევე ღიად სძულს დასავლური სამყარო და ფასეულობები”. ლიეპასთან ერთად მოქალაქეობა ასევე ჩამოერთვა ბიზნესმენ იუდი კუდიმოვს, რომელიც “ლიტვის ეროვნული უშიშროების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა”. ლიტვის სახელმწიფო […]

ბორის პისტორიუსი – უკრაინაში ჩვენს ჯარებს არ გავგზავნით, ომის მხარე არ გავხდებით

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უკრაინის ტერიტორიაზე თავისი ქვეყნის ჯარების განლაგების შესაძლებლობას გამორიცხავს. მედიის ინფორმაციით, პისტორიუსმა ჰელსინკიში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგების შესახებ დისკუსიები გრძელდება და უნდა შეწყდეს. „ნამდვილად არავის არ უნდა სახმელეთო ძალები უკრაინაში, ახლა ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ არსებობს გადამწყვეტი ზღვარი. ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ეს ამ ეტაპზე. ჩვენ არ გავხდებით ომის […]

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შენობის გარშემო რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.