ქუთაისის მერმა თანაქალაქელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ თანაქალაქელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. „ქალთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ, ძვირფასო ქალბატონებო! სიხარული, სიყვარული, სიკეთე იყოს მუდამ თქვენთან ! მშვიდობიან სამყაროში გეცხოვროთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანგარიში – მიზანშეწონილია, მთავრობამ აზარტული თამაშების, თამაშდამოკიდებულების პრევენციისა და შესაბამისი პოლიტიკის მარეგულირებელი მექანიზმი შექმნას

მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ შექმნას აზარტული თამაშების, თამაშდამოკიდებულების პრევენციისა და შესაბამისი პოლიტიკის მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვისთვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის, ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობასა და რესურსების კონსოლიდაციას, – ამ რეკომენდაციას მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია, მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმისთვის გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კომპეტენციები: […]

პრეზიდენტმა 5 ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ: · ბაია პატარაია – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის; · ანა არგანაშვილი – ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, […]

რატომ ინარჩუნებს ოპოზიციური სპექტრი დუმილს ლგბტ პროპაგანდაზე? პასუხი მარტივია – თამთა მეგრელიშვილი

რატომ ინარჩუნებს ოპოზიციური სპექტრი დუმილს ლგბტ პროპაგანდაზე? პასუხი მარტივია – თამთა მეგრელიშვილი “დასმულ კითხვაზე – რატომ ინარჩუნებს ოპოზიციური სპექტრი დუმილს? პასუხი მარტივია, ისინი ვერ ბედავენ შეეწინააღმდეგონ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს და მათ პატრონებს, რომელთაგანაც კონკრეტულ დირექტივებს იღებენ,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, ოპოზიციის დუმილზე, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ფსევდოლიბერალური კამპანიის წინააღმდეგ. მეგრელიშვილის […]

რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა “ლივერპული” ჯერარდმა ჩაიბაროს

არახალი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ იურგენ კლოპი “ლივერპულს” დატოვებს. “სქაუზერები” ახალი მწვრთნელის ძებნას უკვე შეუდგნენ, მათი ნომერ პირველი სამიზნე კი “ლევერკუზენის” თავკაცი ჩაბი ალონსო გახლავთ. ესპანელის საკუთარ რიგებში ხილვა “ბაიერნსაც” სურს და თუ გერმანულ გამოცემებს დავუჯერებთ, ალონსო “რეკორდმაისტერში” გადასვლისკენ უფრო იხრება. ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, “ტოტენჰემის” ყოფილი […]

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შენობის გარშემო რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

აპრილიდან სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის ანაზღაურება იზრდება

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის […]

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) სტარტაპებისთვის კონკურსს აცხადებს

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) სტარტაპებისთვის კონკურსს აცხადებს. ICMPD-ის ცნობით, 2023 წლის სექტემბრიდან, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ბელგიის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – “საქართველოს და ბელგიას შორის პარტნიორობის გაძლიერება მეწარმეთა დროებითი მობილობის ხელშეწყობით (EMLINK). პროექტი მიზნად ისახავს ბელგიას და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას წარმატებულ მეწარმეთა დროებითი მობილობის სქემის შემუშავებით და […]

ლანჩხუთის მერმა 8 მარტი მეეზოვე ქალბატონებს მიულოცა – ფოტო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღე მეეზოვე ქალბატონებს მიულოცა. ქალთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ ძვირფასო ქალბატონებო! თქვენ ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი ქალაქის იერსახეზე. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს გისურვებთ! – აღნიშნა მერმა.

“ისეთ 8 მარტს ვუსურვებ ჩემს ქვეყანას, სადაც ფემიციდი გაქრება და ქალებს არ დაჩაგრავენ” – რამაზ გიგაური

ისეთ 8 მარტს ვუსურვებ ჩემს ქვეყანას, სადაც ფემიციდი გაქრება და ქალებს არ დაჩაგრავენ. მათზე არ იძალადებენ და მათ ჯანმრთელობასა თუ სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიან. გაუმარჯოს ასეთ რვა მარტს!