ჩინეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვისთვის აშშ-ს არმიის ანალიტიკოსს ბრალი წარუდგინეს

ჩინეთისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიყიდვისთვის აშშ-ს არმიის დაზვერვის ანალიტიკოსს, სერჟანტ კორბეინ შულცს აშშ-ში ბრალი წარუდგინეს. შულცი კენტუკის შტატში 5 მარტს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, კობეინ შულცმა ათობით მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ 42 000 აშშ დოლარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შულცმა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო. მას ოფიციალურად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში და ეროვნული თავდაცვისთვის […]
ლაშა ფარულავა – ივანიშვილის პარტიაში ვერ იყოფენ ადგილებს, რის გამოც არის დაპირისპირება

ივანიშვილის პარტიაში ვერ იყოფენ ადგილებს, რის გამოც არის დაპირისპირება. ერთმა ბიუჯეტის ქურდმა გალია აიშენა, ხოლო მეორე ამ გალიას ანგრევს, რაც ჩვენს მოქალაქეებს ასი ათას ლარზე მეტი უჯდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილის პარტიის მთავარი პრიორიტეტი არის პირადი კეთილდღეობა. „ივანიშვილის პარტიაში არის დაპირისპირება, ამ დაპირისპირების შედეგია ის, […]
ადამ სენდლერი 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად დასახელდა

მსახიობი და კომიკოსი ადამ სენდლერი 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა. ინფორმაციას გამოცემა Forbes ავრცელებს. სენდლერმა სტრიმინგის სერვის Netflix-თან გაფორმებული ხელშეკრულებით 2023 წელს 73 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე 59 მილიონი დოლარით მარგო რობია, რომელსაც თანხა ბლოკბასტერმა ბარბიმ მოუტანა. გარდა ამისა, რობი ათეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია. Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული ასე გამოიყურება: · ადამ […]
ბაიდენი ისრაელს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ღაზის ჰუმანიტარული დახმარება ვაჭრობის საგნად

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 მარტს ისრაელი გააფრთხილა, რომ არ შეიძლება ჰუმანიტარული დახმარების “ვაჭრობის საგნად” გამოყენება ომში ჰამასთან, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ბაიდენი ასევე გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს დროებითი ზავი ღაზაში, სადაც საკვების დეფიციტი შიმშილს იწვევს. ღაზაში უკვე ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის შესახებ ამ განცხადებებით ბაიდენი გამოვიდა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ […]
“ყველა სხვა დღეს რომ მონაა და რვა მარტს აძლევს თავს უფლებას მხოლოდ, სალონში დაივარცხნოს თმა და რესტორანში წავიდეს…” – მაია ეკალაძე

პედაგოგი, მაია ეკალაძე: რვა მარტს მაშინ ვაღიარებ, თუ განათლების, მეცნიერებისა და აწ უკვე ახალგაზრდობისაც მინისტრი უარს იტყვის უსამართლობაზე, გამოცდის ჩაბარებას გვიღიარებს ქალებსაც და კაცებსაც, მოხსნის ან ახსნის მაინც რამდენად რელევანტურია ხედვის წარდგენა სამინისტროს კომისიასთან და რამდენად აქვთ კომისიის წევრებს სწორად შეფასების უნარი; ამასთან ზოგადი განათლების დეპარტამენტს ჩააბარებს ისეთ ადამიანს, ვისაც შეუძლია, მინიმუმ კითხვებს უპასუხოს და […]
“ლჷთიშ მორვალ”–ებისგან შეიქმნას საბჭო, გავერთიანდეთ “ლემის” დროშით, ვუშველოთ სვანეთს” – გიორგი დადვანი

მოგესალმებით ჩემო სვანებო… დღეს სოციალური ქსელი არის ნომერ პირველი საკომუნიკაციო და ინფორმაციული წყარო. სწორედ ამიტომ ვაქვეყნებ ამ თხოვნას თუ მოთხოვნას აქ. ( რაც გინდათ დაარქვით).. მოკლედ შექმნილია სიტუაცია რომელიც ხელიდან გვაცლის ყოველივე ღირებულს რაც დღემდე მოუტანია სვანეთს თავისი უნიკალურობით, ამ ბოლო დროს ყველაფერი სვანური გახდა გროშებზე გადაცვლილი ისტორია, ავთენტურობა, კულტურა, ყველაფერი იქცა უცხოტომელთა საამებელ როკვა […]
ფრანგული კომპანიები უკრაინაში სამხედრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებენ – თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთი გეგმავს, რომ ზოგიერთმა ფრანგულმა კომპანიამ სამხედრო აღჭურვილობა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოოს, რათა დაეხმარონ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომში. “სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს პარტნიორობას უკრაინულ კომპანიებთან, განსაკუთრებით თვითმფრინავების და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა აწარმოონ სათადარიგო ნაწილები უკრაინის მიწაზე და, შესაძლოა, საბრძოლო მასალა მომავალში”, – თქვა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ. მისივე განცხადებით, იდეა არის, რომ პირველი […]
რა არ მოეწონათ ჩვენს პარტნიორებს ქართული სასამართლო სისტემის, ის ხომ არა, სტრასბურგის ევროპული სასამართლო აქედან გაგზავნილ საჩივრებს რომ არ იღებს წარმოებაში
რა არ მოეწონათ ჩვენს პარტნიორებს ქართული სასამართლო სისტემის, ის ხომ არა, სტრასბურგის ევროპული სასამართლო აქედან გაგზავნილ საჩივრებს რომ არ იღებს წარმოებაში რა არ მოეწონათ ჩვენს პარტნიორებს ქართული სასამართლო სისტემის, შემთხვევით ის ხომ არა, სტრასბურგის ევროპული სასამართლო აქედან გაგზავნილ საჩივრებს ან რომ საერთოდ არ ღებულობს წარმოებაში ან წერტილ-მძიმეს არ უწუნებს საქმეებს, რომელზეც შედის საჩივარი- წერს ნინო […]
პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ: ბაია პატარაია – ორგანიზაცია საფარის თანადამფუძნებელი დაჯილდოვდა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის. […]
საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია

საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია – ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 3 სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია (შპს „დღე პირველი“, შპს „კამარა“ და შპს „გამოსავალი“), – ამის შესახებ მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, ეს გარემოება ცხადყოფს, რომ დაინტერესებულ პირებს […]