ბელგოროდის გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინის დრონების იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი წერს, რომ უკრაინული დრონების იერიშს მის რეგიონში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი მტკიცებით, უკრაინელებმა სამი უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს გრაივორონის საქალაქო ოკრუგზე. მისივე ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. აქამდე გლადკოვი წერდა დრონების სხვა თავდასხმების შესახებაც, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ დილის საათების შემდეგ ჩამოაგდეს კიდევ 4 უპილოტო […]

მამუკა მდინარაძე – თუ ცესკო-ს თავმჯდომარეს ფიზიკური, ან მორალური თავდასხმით გადააყენებდნენ, ცესკო-ს საქმიანობას ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა, ეს იყო დაგეგმილი, მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო – პრეზიდენტის ვეტოც იგივეს ემსახურება

ხაზარაძის დავალებით, ცესკო-ს თავმჯდომარის გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს, სხვა ტყუილებზე რომ არაფერი ვთქვათ. ხაზარაძის ტელევიზიის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა, ოღონდ ცესკო-ს თავმჯდომარის მამისთვის შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკობა თუ რაღაც ამგვარი საზიზღრობა დაებრალებინათ, გარდაცვალების თარიღიც კი გაუყალბეს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა […]

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდება

9 მარტს, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს […]

პრეზიდენტი: რატომაა ცოტა ქალი ქართულ პოლიტიკაში? მორალური ძალადობის, სიძულვილის ენის შედეგია

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ქალების უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პოლიტიკაში ქალების როლზე და თქვა, რომ “ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობა გაიზარდოს”. პრეზიდენტის თქმით, ეს დღეს პოლიტიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შედეგია – “მორალური ძალადობისა და სიძულვილის ენის”, რაც მისივე თქმით, […]

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

პოლონეთის სამგზის ჩემპიონი ვაკო გვილია “პიასტის” ფეხბურთელი გახდა, – ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება. ქალაქ გლივიცეს კლუბმა 29 წლის ქართველ ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა. ის პოლონეთში “გურნიკის”, “ლეგიას” და “რაკუვის” ღირსებას იცავდა, 2022 წლის შემოდგომის შემდეგ კი უგუნდოდ იყო. “პიასტის” მწვრთნელი ალეკსანდრ ვუკოვიჩი ადრე “ლეგიას” თავკაცი იყო, სადაც გვილია თამაშობდა. “პიასტი” 22 ტურის შემდეგ […]

საია საუბრობს გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის კუთხითაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც დღეს საქართველოში ქალებს აქვთ. საია წერს, რომ ქალები ხშირად აწყდებიან ბარიერებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხდებიან გენდერულად მოტივირებული ძალადობის და ოჯახში ძალადობის სამიზნე, განიცდიან სექსუალურ შევიწროებას, მათ შორის, დასაქმების ადგილას, მათზე არაპროპორციულად აისახება სიღარიბის და სოციალური უთანასწორობის უარყოფითი შედეგები. ორგანიზაცია აღწერს პრობლემებს, […]

რუსეთის ბელგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმას ორი პირი ემსხვერპლა

ორი პირი დაიღუპა და ორი დაშავდა რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ როჟესტვენკაში, იტყობინება ოლქის გუბერნატორი. ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, გრაივორონსკის რაიონში მდებარე ამ დასახელებულ პუნქტზე განხორციელდა სამი “თვითმკვლელი დრონით” თავდასხმა. ამას გარდა რვა მარტს დრონებით იერიში იქნა მიტანილი სოფელ მასლოვა პრისტანზე, თქვა გლადკოვმა, რომლის ცნობით, იქ მსხვერპლი არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 8 მარტის ღამეს ამ […]

ნიკა გვარამიას “ახალს” ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უერთდება

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს, რომელიც „ახლის“ სახელითაა ცნობილი, უერთდება ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელით გაავრცელა ერთობლივი ფოტო მინაწერით: „გამარჯობა ახალო“. მაია კოპალეიშვილს მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მუშაობდა საჯარო სექტორში, იუსტიციისა და განათლების მინისტრების მოადგილის პოზიციაზე. […]

7-კაცა მეორე ეტაპს დღეს იწყებს

დღეს საღამოს ურუგვაიში მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი იწყება. საქართველო მონტევიდეოში ა ჯგუფში, კენიის, ტონგასა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ბ ჯგუფში ჩილე, ჰონკონგი, იაპონია და მექსიკა; ხოლო გ ჯგუფში გერმანია, პაპუა ახალი გვინეა, უგანდა და ურუგვაი მოხვდნენ. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა პირველ, დუბაის ეტაპზე 5-იდან ორი თამაში მოიგო და მე-8 ადგილი დაიკავა, […]

ამერიკის საელჩო მოსკოვში “ექსტრემისტების” გარდაუვალი თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

ამერიკის საელჩომ რუსეთში გააფრთხილება გაავრცელა, რომ “ექსტრემისტებს” ჰქონდათ მოსკოვში თავდასხმის გარდაუვალი გეგმები. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ სინაგოგაში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაგეგმილი სროლა აღკვეთეს. საელჩომ არაერთხელ მოუწოდა ამერიკის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ რუსეთი. ამერიკის წარმომადგენლობას მოსკოვში არ გაუვრცელებია დამატებითი დეტალები საფრთხის შესახებ, მაგრამ თქვეს, რომ ხალხმა თავი უნდა აარიდოს […]