“ამ არც თუ ისე ჰუმანური გზით ვაღწევთ მევენახეობაში ორ ძირითად მიზანს: ნაყოფიერებასა და ხარისხს” – ვახუშტი მენაბდე

სხვლა ჩემთვის, ალბათ, ვენახთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მომენტია, მაგრამ ყველაზე სევდიანიც. აი, რატომ: ევოლუციის შედეგად ვაზს (Vitis) ორი ბუნებრივი ინსტინქტი განუვითარდა: ზრდა და გამრავლება. ვაზი ხვიარაა, მზისკენ მიცოცავს, სინათლეს ეძებს, რომ უკეთ განვითარდეს. ამაში მიდი ენერგიის ერთი დიდი ნაწილი და ამას ხმარდება ის რესურსი, რასაც მიწიდან, თუ გარემოდან იღებს. გამრავლების საქმეზე, ანუ ნაყოფზე, ანუ ყურძენზე […]

“ბირჟაზე ხელოსანმა, კლიენტის კარგიცო… მკიდიაო. ხომ წაიღებს და ქვა უხლიაო თავშიო” – ანდრო გაბისონია

ბირჟაზე ხელოსანს ვეუბნები, ვერცხლის ამდენ როდირებას, სამკაულს როდესაც აკეთებ, სუფთა ვერცხლში გაურიე 5%, მაქსიმუმ 10% პალადიუმი და ის აღარ გაშავდება, ვერცხლიც უბრალო ვერცხლი აღარ იქნება, კლასით აიწევს მაღლა და კლიენტიც სამომავლოდ კმაყოფილი იქნება. დაფიქრდა და ჯერ ძვირი გამოვაო, მერე გადათვალა და მიხვდა რომ კაპიკები ემატება და რას იძახის იცით? კლიენტის კარგიცო… მკიდიაო. ხომ წაიღებსო და […]

სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა – EU-ს წარმომადგენლობა შეხვედრაზე ადეიშვილის მონაწილეობით

შეხვედრა უკრაინის გენერალური პროკურორსა და ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა დირექტორატიდან გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს შორის. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში “მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად” განცხადებას აქვეყნებს, სადაც დეზინფორმაციას უწოდებს გერტ იან კომპანსა და დელეგეციის რამდენიმე წევრთან ერთად, უკრაინის გენერალური პროკურორის შეხვედრის “სხვაგვარად წარმოჩენას”. “მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური […]

სახალხო დამცველის მოადგილემ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

8 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სემინარში მონაწილეობა მიიღო. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, სემინარს „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში”ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან სოციალური მუშაკები და ექიმი ქალები ესწრებოდნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავისი გამოსვლისას ირინე ჩიხლაძემ დამსწრეებს […]

კახა გოგოლაშვილი – უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებულ კანონპროექტს „რუსული კანონი“ იმიტომ ჰქვია, რომ პირველად რუსეთში დაამახინჯეს ამერიკული კანონი – კანონი აიღეს და მოხსნეს ძირითადი ნაწილი

უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებულ კანონპროექტს „რუსული კანონი“ იმიტომ ჰქვია, რომ პირველად რუსეთში დაამახინჯეს ამერიკული კანონი – კანონი აიღეს და მოხსნეს ძირითადი ნაწილი, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში „ფარას“ კანონი არასამთავროებს მოარგეს, როდესაც აშშ, ბრიტანეთში, მხოლოდ და მხოლოდ, აგენტებისთვის არსებობს. „რუსული კანონი“ იმიტომ […]

ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდება

9 მარტს, 13.00 საათზე, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზუგდიდის, ⁠მესტიის, ⁠ჩხოროწყუს, ⁠ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 […]

„ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა

„ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა“- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აპელირებას თემაზე, რომ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. ბექა დავითულიანის თქმით, ეკონომიკა იზრდება, რაზეც საერთაშორისო კვლევები მეტყველებს. „შეუძლებელია ათი და თხუთმეტი წლის წინ ყოფილიყო მეტი ფასი […]

საფრანგეთის თავდაცვის კომპანიები უკრაინაში წარმოებას დაიწყებენ

საფრანგეთი თავდაცვის ზოგიერთი კომპანიის მიერ სამხედრო დანადგარების წარმოების უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებას გეგმავს, რათა ქვეყანას რუსული აგრესიის შეკავებაში დაეხმარონ. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ არხი BFMTV-ს ეთერში 8 მარტს ისაუბრა. ლეკორნუს თქმით, საუბარია სამ ფრანგულ კომპანიაზე, რომლებმაც ხელშეკრულება დადეს უკრაინულ კომპანიასთან უპილოტო საფრენი აპარატებისა და სახმელეთო ტექნიკის წარმოების სფეროში. მისივე თქმით, თავდაპირველად იმუშავებენ სამხედრო […]

NYCB-ის მთლიანი დეპოზიტი $77.2 მილიარდამდე შემცირდა

Reuters-ის ცნობით, 7 მარტს ნიუ-იორკის სათემო ბანკის (New York Community Bancorp) დეპოზიტმა $77,2 მილიარდი შეადგინა, რაც 5 მარტის მონაცემებზე ($83 მილიარდი) 7.5%-ით ნაკლებია. ამ ყოველივემ, მისი აქციების 3.3%-იანი შემცირება გამოიწვია. კრედიტორმა ასევე თქვა, რომ მისი სტრატეგიული ინიციატივები წლის განმავლობაში მოიცავს კომერციული უძრავი ქონების ექსპოზიციის შემცირებას. ოთხშაბათს NYCB-მ განაცხადა, რომ მან 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა ინვესტორებისგან, […]