სამადაშვილი ოცნებაზე: ხან აშენებენ, ხან ანგრევენ ღობეს, გასართობად პიარ თამაშებს თამაშობენ

“გასართობად პიარ თამაშებს თამაშობენ” – ასე ეხმაურება ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირის მოხსნას, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს აღმართეს. ჯებირის მოხსნა ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა. “საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და საქართველოდან გარბის ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე, იმიტომ, რომ სამუშაოს ვერ […]

შვეიცარიამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა შვეიცარიაში გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მოხმარებას. “რუსეთმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ მან უნდა გამოასწოროს მიყენებული ზიანი… საერთაშორისო დისკუსიები მიმდინარეობს კომპენსაციის მექანიზმებთან დაკავშირებით და შვეიცარია მონაწილეობს თავისი ცოდნით, თავისი უნარებით და მთელი თავისი ისტორიით ამ სფეროში,” – განუცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა პარლამენტს. ცნობილია, რომ […]

EU-მ უნდა შესთავაზოს სომხეთს ევროპული მომავლი, დავიწყოთ უვიზო მიმოსვლით – კრამონი

ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს სომხეთს გზა ევროპული მომავლისკენ – განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კარმონმა გააკეთა და ინიციატივით გამოვიდა, სომხეთს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაუწესდეს. “ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს სომხეთს გზა ევროპული მომავლისკენ, ასევე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიები. ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის მანიფესტაცია, სომხეთის გაერთიანება მის და ჩვენს ევროპულ ოჯახში. ეს არ არის მარტივი […]

“გამოეთრიე, გაგიხევ სახეს…” – ადიგენში მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

“ბათუმელების” ინფორმაციით, მუსლიმებს დღეს ადიგენში ლოცვის საშუალება არ მისცეს და ადიგენის ცენტრში, დაპირისპირება მოხდა. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი“ – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. “ბათუმელების” ცნობით, […]

მედვედევი ამბობს, რომ ბაიდენი ამერიკის “შეშლილი” სირცხვილია

დიმიტრი მედვედევმა, ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების “შეშლილი თავისმოჭრა” უწოდა და თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეადაროს თავი ფრანკლინ რუზველტს. ბაიდენმა თავისი ერისადმი მიმართვის დროს თქვა, რომ 1941 წლის მსგავსად, როდესაც პრეზიდენტმა რუზველტმა ერს მიმართა და განუმარტა, რომ მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა, იგივე სიტუაციაა ახლაც. „მიუხედავად იმისა, რომ რუზველტი ეტლში მყოფი უძლური ადამიანი […]

ზელენსკი ერდოღანთან მოსალაპარაკებლად თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავიდა. მოლაპარაკებების თემებია რუსეთთან ომი, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა და უკრაინული სურსათის ექსპორტი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზელენსკი და ერდოღანი ასევე იმსჯელებენ კონფლიქტის დასასრულებელ კიევის 10 პუნქტიან ფორმულაზე, უკრაინელი ტყვეების და დეპორტირებულების გათავისუფლებაზე და უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით უსაფრთხო ტრანზიტის მეშვეობით, გლობალური სასურსათო სტაბილურობის […]

ხომ გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ?! სამაგიეროდ, არეულობისთვის მშვენივრად გამოიყენეს

არეულობისთვის მშვენივრად, გამოიყენეს მავნებლებმა, ის კი არა და, ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტი და უცხოელების რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ ხალხს დღესაც პატივით ხვდება, უფრო მეტიც მომავალში უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, დღეს წლისთავია იმ საუკუნის აფიორის, რომელიც ოპოზიციის ტელევიზიებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა პატრონების მეშვეობით […]

სალომე ზურაბიშვილი – ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს

ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ანუ ქალთა მკვლელობა, ეს არის პირდაპირ სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრა სკოლებიდან დაიწყოს. „ეს არის, ალბათ, მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ […]

1 წელი მარტის პროტესტიდან – თსუ-სთან სტუდენტები და აქტივისტები აქციას მართავენ

რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციებიდან ერთი წლის თავზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. სტუდენტებთან მივიდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის დედა. სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი არასდროს შეუშინდებიან წინააღმდეგობას თუ ის იქნება ანტიდასავლური და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ასე იყო 7-8 მარტის აქციების დროს, როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსული […]

პრეზიდენტი: დღეს მთავარი გამოწვევაა, ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი დავძლიოთ, რომელიც სირცხვილია ქვეყნისთვის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს მთავარი გამოწვევაა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის დაძლევა, რომელიც “სირცხვილია ქვეყნისთვის და ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობასა და ღირებულებებს”. ამის შესახებ და, ასევე ქალების როლზე ეკონომიკასა და პოლიტიკაში მან დღეს, 8 მარტს ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე ისაუბრა. “ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობა. ეს ყველაფერი სირცხვილია ქვეყნისთვის და პირდაპირ […]