მიზანია, საქართველო მოვიცვათ – „უმალის“ დირექტორი

თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია “უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი, დიტო წვერავა ამბობს, რომ სამომავლო გეგმებში საქართველოს ყველა რეგიონის მოცვაა, რისთვისაც ქსელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც “უმალის“ დირექტორი BM.GE-სთან აცხადებს, უკვე ერთი წელია, წარმოება განახლდა და კომპანია ქსელებში თავიდან შევიდა. მისივე თქმით, ამ პერიოდში პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა, საწარმოში დასაქმებულების რაოდენობა კი 80-დან 105-მდე გაიზარდა. „თითქმის ყველაფრის […]

“სამეგრელოსა და გურიაში კივის წარმოება ხალხმა თითქმის მიატოვა” – “ნერგეტა” გამოწვევებზე

ქართული კივის მწარმოებელი კომპანია „ნერგეტას“ დამფუძნებელი, კოტე ვეკუა ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს შორის დაავადებებთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოცდილების ნაკლებობას და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. როგორც ვეკუა bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ქართული კივი მსოფლიოში „ყველაზე ტკბილია და ახალზელანდიურსაც კი სჯობია“. უბრალოდ, მისივე თქმით, საქართველოში ჯერ მის წარმოებასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება არ არის დაგროვილი. „რთულია წინასწარ გაიგო ყველა […]

ღაზის სექტორში რამდენმე პირი დაიღუპა პარაშუტებით სურსათის ჩამოყრისას

ღაზის სექტორში ხუთი ადამიანი დაიღუპა სურსათის ჩამოყრის დროს, როცა პარაშუტის არასწორად გახსნის გამო ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი ადამიანებს ზემოდან, დიდი სიჩქარით დაეცა. ამის შესახებ 8 მარტს იტყობინებოდა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც რადიკალური პალესტინური დაჯგუფება, აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული, ჰამასი აკონტროლებს. ეს ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს DPA-ს ჟურნალისტს. საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელებში […]

Tesla აშშ-ის ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების 10-ეულში აღარ არის

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს კაპიტალიზაცია ოთხშაბათს 2,3%-ით, $553 მლრდ-მდე შემცირდა, რის გამოც კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიაში მე-11 ადგილზე დაეცა. ამის შესახებ MarketWatch წერს. მეათე ადგილზე გადავიდა Visa $563 მლრდ-ის კაპიტალიზაციით. Tesla-ს აქციები ბოლო სამი სესიის განმავლობაში 13%-ით დაეცა, რისი მიზეზიც ჩინეთისა და ევროკავშირის ელექტრომობილების ბაზრებზე მისი როლის შესუსტებაა.

შიკორსკი: NATO-ს ჯარები უკრაინაში წარმოუდგენელი არ არის

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ X-ზე ციტირებს უწყების ლიდერს, რადოსლავ შიკორსკის სიტყვებს. ამ საკითხზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში 25-წლიანი წევრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. “NATO-ს ძალების ყოფნა უკრაინაში არ არის წარმოუდგენელი. მე ვაფასებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რადგან, მისი მეშვეობით, პუტინს უნდა ეშინოდეს და არა ჩვენ პუტინის.” – ციტირებს შიკორსკის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. […]

რატომ და როდიდან აღინიშნება 8 მარტი?

დღეს 8 მარტს ბევრგან აღნიშნავენ, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს, მათ შორის ჩვენთანაც, საქართველოში, სადაც ის სახელმწიფო დღესასწაულად და უქმე დღედ არის გამოცხადებული. სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ქალთა დღეს სახელმწიფო დღესასწაულად აღიარებენ, არიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო, კუბა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზებეკეთი, ავღანეთი, ჩინეთი (მხოლოდ ქალებისთვის), კამბოჯა, ვიეტნამი, ლაოსი, ნეპალი, ბურკინა ფასო, […]

ნიგერიის პრეზიდენტმა გატაცებული სკოლის მოსწავლის დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა

ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა აჰმედ ტინუბუმ 300-მდე გატაცებული სკოლის მოსწავლის დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა. შეიარაღებულმა პირებმა 7 მარტს ნიგერიაში სკოლიდან 300-მდე მოსწავლე გაიტაცეს. ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ბოლო კვირაში ეს სტუდენტების მასობრივი გატაცების მეორე შემთხვევაა. ქვეყანაში სკოლებიდან ბავშვების გატაცება ხშირია და პრობლემურ საკითხად მას შემდეგ იქცა, რაც 2014 წელს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ნიგერიის ერთ-ერთი სოფლიდან 200 სკოლის მოსწავლე გოგო […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა და პარტნიორები მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობას არ განიხილავენ

უკრაინა და პარტნიორები მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობას არ განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ბევრი ისაუბრეს მშვიდობის ფორმულაზე. „მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. ბატონ პრეზიდენტს ლიდერების დონეზე მშვიდობის სამიტის მომზადების შესახებ შევატყობინე, რომელიც შვეიცარიაში ორგანიზდება – მშვიდობის […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი მზად არის რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს

თურქეთი მზად არის რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. „სულ დასაწყისიდან წვლილი შეგვაქვს მოლაპარაკებების საფუძველზე ომის დასრულებაში. მზად ვართ ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელში ჩართული რუსეთიც იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა. ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მხარს ვუჭერთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – უკრაინის […]

კიევი: ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე უსაფრთხოება უარესდება

უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) უსაფრთხოება ყოველდღიურად უარესდება, განაცხადა პარასკევს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა და პირობა დადო, რომ გაეროს ფარგლებში, რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35-კაციანმა მმართველთა საბჭომ ხუთშაბათს გვიან მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციას და გამოხატავს “სერიოზულ შეშფოთებას” პერსონალისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ნაკლებობის გამო. […]