ბალყარელები შუა აზიაში დეპორტაციის 80 წლისთავს აღნიშნავენ და პატივს მიაგებენ მსხვერპლს

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ყაბარდო-ბალყარეთში მცხოვრები ბალყარელები, სტალინის მმართველობის დროს შუა აზიაში მათი მასობრივი დეპორტაციის 80 წლისთავს აღნიშნავენ. ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელმა, კაზბეკ კოკოვმა, გაავრცელა განცხადება, სადაც თანაგრძნობა გამოხატა “თვითნებობისა და უკანონობის” მსხვერპლთა ნათესავების მიმართ. დაახლოებით 38 000 ბალყარელი იქნა დეპორტირებული 1944 წლის 8 მარტს ყაზახეთსა და ყირგიზეთში სტალინის რეჟიმის მიერ, რომელმაც ისინი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. […]

Victoria Secret-მა გამოუშვა გამომწვევი სექსუალური ქალის თეთრეულის “ხაზი”, რის გამო მათ თავს დაესხნენ ამერიკელი ფემინისტები

„Google-ის საძიებო სისტემაში “რეციდივისტების” ძებნისას აგდებს მხოლოდ თეთრკანიან კრიმინალებს, Disney იღებს ანიმაციურ ფილმს აფროამერიკელი ქალთევზას თაობაზე, Netflix-ს ალექსანდრე მაკედონელი “იმნაირად” გამოჰყავს, ხოლო ლუდსახარშმა Bud-მა ტრანსგენდერებისთვის სპეციალური ლუდი გამოუშვა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, Victoria Secret-მა გააუქმა ლამაზმანი გოგონების ჩვენება და ჩაანაცვლა ისინი ტრანსგენდერებით, ლგბტ-ს დანარჩენი პერსონაჟებით და […]

აეროპორტები, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს

thred.com-ის გავრცელებული ინფორმაციით, Airport Tracker 2024-მა გამოავლინა აეროპორტები, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს. პირველ ადგილზე დუბაის საერთაშორისო აეროპორტია. ერთ წელიწადში აეროპორტი იმდენ ემისიას ახორციელებს, რამდენიც ქვანახშირის ხუთი ელექტროსადგური. ევროპაში ყველაზე პრობლემატური აეროპორტებში მოხვდნენ ფრანკფურტის, პარიზის (შარლ დე გოლი) და ამსტერდამის (შიფჰოლი) აეროპორტები. ირკვევა, რომ ლონდონი ყველაზე მეტად დაზარალდა გამონაბოლქვით. მისი ექვსი აეროპორტი აწარმოებს 27 მილიონ […]

ფიქრია ჩიხრაძე – ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, რატომ მოხსნა ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილების სიიდან – შეკითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს და საკუთარ სამართალდამცავ სტრუქტურებს

რატომ მოხსნა ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილების სიიდან, ამაზე უნდა გვიპასუხონ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ შეკითხვები უნდა დაუსვას საკუთარ თავს და საკუთარ სამართალდამცავ სტრუქტურებს. „ჩვენ ინფორმაციის დონზე ვიცოდით, რომ ადეიშვილი იყო ევროპულ ქვეყანაში[უნგრეთი], შემდეგ […]

პროპალესტინელებმა კემბრიჯის უნივერსიტეტში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის პორტრეტი დააზიანეს

პროპალესტინელმა აქტივისტებმა კემბრიჯის უნივერსიტეტში ლორდ ართურ ბალფურის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის პორტრეტი დააზიანეს. ორგანიზაცია Palestine Action-მა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. კადრებში ჩანს თუ როგორ ასხამს ახალგაზრდა გოგო წითელ საღებავს 1914 წლის პორტრეტს, შემდეგ კი მას ბასრი საგნით ჭრის. შემთხვევა კემბრიჯის უნივერსიტეტის თრინითის კოლეჯში მოხდა. 1917 წელს ბალფურმა, როცა ის საგარეო საქმეთა მდივანი იყო, ხელი მოაწერა […]

“შახტარი” გალიდერდა – დონეცკურ გუნდს ხელს უწყობენ?

უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში „შახტარმა“ „კოლოსი“ 3:2 დაამარცხა ამ მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ „მეშახტეებს“ მე-18 ტურში „ალეკსანდრიასთან“ 0:0 დასრულებულ მატჩში ტექნიკური გამარჯვება 3:0 იმის გამო ჩაუთვალეს, რომ მეტოქემ ფეხბურთელი ივან კალიუჟნი ათამაშა, რომელიც განაცხადში არ იყო შეყვანილი. ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა მიღებულ გადაწყვეტილებას უსინდისო და თავხედური უწოდა და თქვა, რომ დონეცკური გუნდი ნამდვილი ჩემპიონი ვერ […]

რომან გოცირიძე – ვფიქრობ, მელია და გვარამია ორ პარტიას არ შექმნიან და 4 ნომრის ირგვლივ ერთი შეიქმნება – ჩემ თავს დიდ ოპოზიციურ კოალიციაში მოვიაზრებ, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის პრეტენზია ექნება და არა 5 პროცენტის გადალახვის

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, მისასალმებელია და ოპოზიციამ სწორედ ასე უნდა იმოქმედოს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში ფასების შემცირება შეუძლებელია. მისივე თქმით, 11 წლის განმავლობაში, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 4,4% იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკის პირობებში, არაფერს ნიშნავს. „ქართული ოცნების“ ყველაზე […]

პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო გადასცა ორგანიზაცია „საფარის“ თანადამფუძნებელ ბაბუცა პატარაიას, უფლებადამცველ ანა არგანაშვილს, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დამფუძნებლებს – ელისო ამირეჯიბისა და ნატო შავლაყაძეს და ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელ თამარ მუსერიძეს. „საქართველოს […]

ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს წარადგენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რის თაობაზეც მე არ და ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მთავრობის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონსულტაცია პარტიულად, ჩვენთანაც. არჩევანი გაკეთდა რამდენიმე ძალიან […]

ადგილობრივების ცნობით, ღაზაში აშშ-ს ჩამოყრილ ჰუმანიტარულ დახმარებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოწმეები CBS News-თან ამბობენ, რომ 8 მარტს აშშ-ს მიერ ციდან ჩამოყრილ ჰუმანიტარულ დახმარებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რადგან, სულ მცირე, ერთი პარაშუტი ვერ გაიხსნა და ყუთი მათ დაეცა. შემთხვევა ალ-შათის დევნილთა ბანაკში, ჩრდილოეთ ღაზაში მოხდა, ადგილობრივი დროით 11:30-ზე როგორც CBS-სთან საუბარში ადგილობრივებმა თქვეს, დაღუპულთა შორის ორი […]