სერიოზული კომენტარის გაკეთება მაინც ნამეტანია – ალექსანდრე რაქვიაშვილი გვარამიას ახალ გუნდზე
„არ ვიცი რა არის მოტივი – მეგობრობა, ფული თუ კიდევ რაღაც სხვა, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის რაღაც იდეებზე დაყრდნობილი გაერთიანება. ამიტომ, რაღაცნაირი უცნაური აჯაფსანდალი გამოდის ჯერჯერობით.”– ამბობს “გირჩი”-ს ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას ახალ პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებით. “ცალკეული ადამიანები ემატებიან [გვარამიას გუნდს]. არ არის გასაგები რატომ ემატებიან, რისთვის ემატებიან. ამიტომ, ამაზე რაღაც სერიოზული […]
“ასამდე ობიექტში ვართ წარმოდგენილი” – როგორია 137 წლის “ლაღიძის წყლების” გეგმები

საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ძველ, 137 წლის ბიზნესს, “ლაღიძის წყლებს” განახლებული ლოგო და ბიზნესის განვითარების ახალი გეგმა აქვს. სააქციო საზოგადოება “ლაღიძე”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ლაღიძის წყლების დამფუძნებლის შვილთაშვილმა თინათინ ლაღიძემ ლოგოს და ბრენდის განახლების დეტალებზე bm.ge-სთან ისაუბრა.
ვაპირებ სიცრუისა და მანიპულაციების ნაწილობრივ მხილებას – რატი ბრეგაძე “მთავარი არხი”-ს სიუჟეტზე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმიანება “მთავარი არხი”-ს სიუჟეტს მის ქონებასთან დაკავშირებით: “მანიპულაცია დეზინფორმაციის ნაირსახეობაა. სწორედ ასეთი შეკვეთილი, ობიექტურ საფუძველს მოკლებული, ტყუილებით გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია მთავარმა გუშინ ჩემი, თითქოსდა გადამალული, ქონების შესახებ. ვთვლი, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და ამიტომ ვაპირებ სიცრუისა და მანიპულაციების ნაწილობრივ მხილებას. ტყუილი N1 “15 გვერდიანი […]
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები 2023 წელს

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი ჰოლივუდის ისტორიაში „ბარბენჰაიმერის“ წლად დარჩება, ყველაზე ანაზღაურებადი მსახიობის ტიტული წლევანდელ სიაში არც მარგო რობის ეკუთვნის და არც კილიან მერფის. Forbes-ის რეიტინგში პირველი ადგილი 57 წლის მსახიობმა, ადამ სენდლერმა დაიკავა. სენდლერმა, 2023 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში $97 მილიონი გამოიმუშავა. ოსკარის 96-ე დაჯილდოება 10 […]
მაშველებმა 25 მეტრის სიღრმის ხევიდან მოზარდები უვნებლად ამოიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა ხევიდან, 25 მეტრი სიღრმიდან, მოზარდი უვნებლად ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლეს. ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრი სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. […]
რუსეთში 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს სტუდენტს, რომელმაც WiFi-ს “დიდება უკრაინას” დაარქვა

მოსკოვის სასამართლომ 9 მარტს 10-დღიანი პატიმრობა სტუდენტს მას შემდეგ მიუსაჯა, რაც მან WiFi-ს ქსელს პროუკრაინული სლოგანი “დიდება უკრაინას” დაარქვა. ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია RIA Novosti-მ გაავრცელა. სტუდენტმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში WiFi-ს ქსელის სახელი შეცვალა და Slava Ukraini (“დიდება უკრაინას”) დაარქვა, რის გამოც სასამართლომ იგი “ნაცისტური სიმბოლიკის საჯაროდ გამოფენაში” ბრალდებულად ცნო. RIA Novosti-ს ცნობით, ქსელის სახელის […]
„იღებ მათემატიკის არმცოდნე აბიტურიენტს ბიზნესის ადმინისტრირებაზე და ამბობ, რომ 3 წელში სპეციალისტს გამოუშვებ, რაც უხერხულია“- ტაბატაძე

განათლების მკვლევრის შალვა ტაბატაძის აზრით, იდეურად 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების შემოტანა სწორია, თუმცა, იქამდე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში მიღების მოდელი შეიცვალოს და ის რაოდენობის ნაცვლად, ხარისხზე ორიენტირებული გახდეს. ტაბატაძე განმარტავს, რომ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის დროს მათემატიკის ცოდნა და უნარები აბიტურიენტთა 62%-ში არ მოწმდება, ხოლო 38%-ში მიღებული შედეგები საკმაოდ დაბალია. ამასთან, იმის გამო, რომ დაფინანსება სტუდენტთა რაოდენობაზეა მიბმული, უნივერსიტეტები, […]
თელავში, ხევში 2 მოზარდი დაიკარგა, მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავში, ხევში გადაადგილებისას 2 მოზარდი დაიკარგა. ისინი რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. “ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდები სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან, უვნებლად გამოიყვანეს”. – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. სამსახურის ინფორმაციითვე, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთმა არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს – ისტორია არ მეორდება, მაგრამ ჩვენ ისტორიის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, ყველა ევროპელი და უკრაინის მოკავშირე თანხმდება, რომ უფრო მეტი და უკეთესი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. „გარკვეული ერთიანობაა იმაში, რომ ფაქტობრივად, ორწლიანი კონფლიქტის შემდეგ, რუსეთი სულ უფრო და უფრო აგრესიულია ჩვენს მიმართ. ყველა თანხმდება, რომ ბევრად უარესი იქნებოდა უკრაინა რომ დანგრეულიყო ან რუსეთის ფედერაციას გაემარჯვა. ამიტომ, რუსეთმა არ და […]
Geo Team: ჩაკვეტაძე ლუქსემბურგთან ითამაშებს

“უოტფორდის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ “კოვენტრისთან” მატჩისას ტრავმა მიიღო და შეცვალეს. Geo Team-ის ცნობით, ჩაკვეტაძე სერიოზულად არ დაშავებულა და საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში დაეხმარება: “გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშს 4-5 დღეში განაახლებს. ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებამ მძიმე შედეგები არ აჩვენა. ჩაკვე 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშებს”.