TASS-ის თანახმად, სანკტ-პეტერბურგში აეროპორტმა მუშაობა შეზღუდა უსაფრთხოების მიზეზებით

რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანკტ-პეტერბურგში მუშაობა შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით – იუწყება სააგენტო TASS-ი 10 მარტს, ქვეყნის საავიაციო უწყებაზე, Rosaviatsia-ზე დაყრდნობით. მანამდე რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ორი ადამიანი დაშავდა 1000 კვადრატულ მეტრზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ანგარში, რომელიც აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრითაა მოშორებული. TASS-ის თანახმად, Rosaviatsia არ ასახელებს შეზღუდვების შემოღების მიზეზებს. ჯერჯერობით […]

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა – “მეცმა” ისევ მოიგო [VIDEO]

ლიგა 1-ის 25-ე ტურში, აუტსაიდერების მატჩში, „მეცმა“ სახლში „კლერმონი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში ძალიან აქტიური იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა. მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ხუთი გოლია. ქართველი 90+4-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.4, sofascore 7.0, whoscored 6.6. „მეცმა“ ზედიზედ მეორე […]

უკრაინული დრონის თავდასხმის გამო, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი დაიხურა

სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საწარმოზე უკრაინული დრონით თავდასხმის მცდელობის გამო, ქალაქში მდებარე პულკოვოს აეროპორტი დროებით დაიხურა. შეზღუდვა თვითმფრინავების გამგზავრებასა და მიღებაზე ადგილობრივი დროით 17:00 საათიდან მოქმედებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატი, რომლითაც საწარმოზე თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მოგვიანებით, დრონის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც. “საჰაერო თავდაცვის ძალებმა […]

„თელავში, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა… ბავშვები უვნებლად გამოვიყვანეთ“ –

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს: “თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა. ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”

დმიტრო კულება რომის პაპის ინიციატივაზე: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება რომის პაპის ინიციატივას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ. კულება წერს, რომ უკრაინა არ აპირებს თეთრი დროშის აწევას და ვატიკანს ახსენებს, არ გაიმეორეს წარსულის შეცდომები გაუმართლებელი დაზავებების მოთხოვნით. “ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში სიკეთის მხარეს დგას, ვინც არ […]

სოციალური ქსელებიდან საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი Facebook-ს ჰყავს

DateReportal-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისში, საქართველოში Facebook-ს 2.85 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, Instagram-ს 1.65 მილიონი, ხოლო TikTok-ს 18 წლის და უფროსი ასაკის 2.58 მილიონი მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ Facebook თავისი პლატფორმის გამოყენებას 13 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის ზღუდავს, ხოლო 2024 წლის მონაცემებით დასტურდება, რომ საქართველოში პლატფორმის სარგებლობის უფლების მქონე აუდიტორიის 85.5% იყენებდა Facebook-ს. 2024 […]

Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი დიზაინში – რეგისტრაცია დაიწყო!

Adobe-ის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უკვე დაიწყო. თუ ხარ 13-იდან 23 წლამდე და გრაფიკული დიზაინი შენი გატაცებაა, არ გამოტოვო შესაძლებლობა მიიღო საერთაშორისო საკონკურსო გამოცდილება, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – გაიარე რეგისტრაცია. ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი Adobe-ის სერტიფიცირების პროცესს მოიცავს. IT აკადემია STEP-ში შენ გაივლი წინასაგამოცდო მასტერკლასებს, რაც გამოცდის მარტივად და წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარება. Adobe-ის სერტიფიცირებულ […]

ადამიანი შექმნა ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია

ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, როგორ უყურებენ ამ საკითხს. „ვაჟი რომ გაგიჩნდება, როგორ გიხარია ქალს, ხომ? გოგო რომ გეყოლება, როგორ გიხარია და შემდეგ თურმე თვითონ ირჩევს, ვინ არის, ბიჭია თუ გოგოა. ამაზე ქართულ […]

რატი ბრეგაძე – ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, დეზინფორმაცია კი მავნებელია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტყუილებით გაჯერებულს უწოდებს, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მისი „გადამალული ქონების“ შესახებ. რატი ბრეგაძე მისი დეკლარაციისა და ქონების შესახებ განმარტებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მანიპულაცია დეზინფორმაციის ნაირსახეობაა. სწორედ ასეთი შეკვეთილი, ობიექტურ საფუძველს მოკლებული, ტყუილებით გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია “მთავარმა” გუშინ ჩემი, თითქოსდა გადამალული, ქონების შესახებ. ვთვლი, რომ საზოგადოებას უნდა […]

ოქროს ქართველებზე მეტად, სომხები და აზერბაიჯანელები ყიდულობენ – ძვირფასი ლითონის ექსპერტი

ბრილიანტისა და ოქროს ექსპერტ-შემფასებელი გულიკო მორჩილაძე ამბობს, რომ “ოქროს ბირჟაზე” მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ოქროზე მოთხოვნა მაინც მაღალია. როგორც ის Bmg-სთან ამბობს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები აქტიურობენ. “სხვა წლებთან შედარებით, მაღალი აქტიურობა არ არის, თუმცა მოთხოვნა მაინც არის, განსაკუთრებით, აზერბაიჯანელებისა და სომხებისგან. ქართველები პასიურობენ, ნაკლებად შემოდიან. ქართველები უცხოეთში მიდიან, იქ ყიდულობენ, უცხოელებისთვის კი ჩვენთან […]