ცესკო ელექტრონულ არჩევნებზე ინფორმაციის გავრცელებას გადაცემა “პრაიმშოუში” გეგმავს და ამაში 20 000 ლარის გადახდას აპირებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების წესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ტელეკომპანია იმედის გადაცემა პრაიმშოუს საშუალებით გეგმავს – სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით ცესკომ 6 მარტს ითხოვა 20 000 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვა. “საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის რესურსს იყენებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სხვადასხვა გადაცემაში პოზიციონირებას, ვინაიდან სატელევიზიო მედია კვლავ რჩება საზოგადოების ინფორმირების […]

VITAGRO მზადაა უკრაინული ბიომეთანი ევროპაში გაიტანოს

VITAGRO ტექნიკურად მზად არის უკრაინული ბიომეთანის ევროპაში ექსპორტისთვის. VITAGRO ჯგუფმა ბიომეთანის ქარხნის მშენებლობაში უკვე 6 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და მზად არის ბიომეთანის ევროპაში ექსპორტისთვის. პროექტის მიხედვით გამომუშავდება 3 მილიონი მ³ ბიომეთანი, იტყობინება კომპანიის პრესსამსახური. როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, ბიომეთანის წარმოების გარდა, ქარხანა გეგმავს ორგანული სასუქების მიღებას – მათი წლიური წარმოების მოცულობა იქნება 80 ათას ტონაზე […]

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ბანერს საღებავი შეასხეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს. თუ ვინ და რა მიზეზით დააზიანა ბანერი, ამ დრომდე უცნობია. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან „ქართული ოცნება“ და მმართველი გუნდის მიერ „წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან“. ცნობისთვის, ქართველი ჯარისკაცი, ლევან ფიფია უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების დღიდან იბრძვის. მომხდარ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 11 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზანდუკელის, მაყაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის და მერაბ კოსტავას […]

მაშველებმა მოზარდი ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა. უწყების ცნობით, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

“აუდიტის დასკვნა, რომ 100 მბ/წ ინტერნეტის ღირებულება 100 ლარია, მოძველებულია” – უჩა სეთური

მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის აუდიტის დასკვნას აფასებს და აღნიშნავს, რომ ხარვეზები, რომლებიც ანგარიშშია განხილული, რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეკონომიკის სამინისტროსა და მისი ა(ა)იპ “ოუფენ ნეთისათვის” ისაა, რომ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში ინტერნეტპროვაიდერები მოიზიდონ-დააინტერესონ, რადგან მათი დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის და არც მოთხოვნაა მაღალი. […]

„IT ინდუსტრიაში შთამბეჭდავი ზრდაა, თუმცა პოტენციალი კიდევ არსებობს“- გიორგი მარიამიძე

საქართველოში IT სერვისების ინდუსტრიის შემოსავლები მზარდია და ბოლო მონაცემებით, ₾1.77მლრდ-ს შეადგენს. თუმცა, როგორც ნეო უნივერსიტეტ Skillwill Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი მარიამიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, სექტორს ზრდის პოტენციალი კიდევ აქვს.

თელავში ხევში დაკარგული მოზარდები მაშველებმა გადაარჩინეს

თელავში, ხევში დაკარგული 2 მოზარდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ,,თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა. ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”, – […]

CNN: 2022 წლის მიწურულს აშშ ემზადებოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე პოტენციური ბირთვული დატყმისთვის

ტელეკომპანია CNN-ის ექსკლუზიური მასალების თანახმად, 2022 წლის ბოლოს აშშ-მა დაიწყო “აქტიური მზადება” რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბირთვული იარაღით მიტანილი პოტენციური დარტყმისთვის – რაც იქნებოდა პირველი ატომური თავდასხმა ომის დროს მას მერე, რაც თითქმის 80 წლის წინ აშშ-მა ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. ამის შესახებ CNN-ს მოუთხრო ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა. წყაროების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია განსაკუთრებით შეშფოთებული […]