საბერძენთში 6 ქართველი მედდა დააკავეს – რა მოხდა 2 კლინიკაში და რას წერს ადგილობრივი მედია ქართველ ქალებზე?

საბერძნეთში, ატიკას ორ საავადმყოფოში, მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ ჯამში, ამ ბრალდებით, 10 ქალია დაკავებული, მათ შორის ორი ალბანელი, ერთი ყაზახი და კიდევ ერთი ბერძენი. მათგან შვიდი საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობდა. მედიის ცნობით, მათ არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი დიპლომები, პროფესიული ლიცენზიები, ჯანმრთელობის ბუკლეტები, ასევე, არ იყვნენ […]

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი გიორგი ქაჯაია გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ განაცხადა – მათ შორის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. გიორგი ქაჯაიას რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის […]

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მოხსნეს კანცელარიასთან რკინის ღობე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება ძალოვანი უწყებებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გადაწყვიტა. წინა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაზე, კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს. “იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები… საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე […]

66%-იანი ზრდაა სამომხმარებლო ფასების ინდექსში, რაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია – ირაკლი კობახიძე

ფასებთან დაკავშირებით მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში 2012 წლიდან არის 66%-იანი ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი. „ფასებზე საუბრის დროს აქცენტების გადატანის მცდელობა აშკარად არის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც, არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები, […]

პრემიერი – ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე – ჩვენ გამოვხატეთ ის პოზიცია, რომელიც უნდა გამოგვეხატა

ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ეს საკითხი სათანადოდ […]

პრემიერის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტების საკითხზე კანდიდატურები ჩავარდა, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა პარლამენტთან კონსულტაციებს თავი აარიდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტების საკითხზე კანდიდატურები ჩავარდა, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციებს თავი აარიდა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად იმოქმედებს, ხოლო დანარჩენი პრეზიდენტზეა დამოკიდებული. „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც […]

“ბარსელონასთან” მატჩამდე იტალიური გამოცემა “ნაპოლისთვის” სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ნაპოლი” “ბარსელონას” ესტუმრება. იტალიური გამოცემა Tuttonapoli-ს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში “პარტენოპეის” ლაზარეთიდან სამი ფეხბურთელი უბრუნდება. “ბლაუგრანასთან” დაპირისპირებაში მატეო პოლიტანო მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ასევე “ბარსასთან” თამაშს შეძლებენ იენს კაიუსტე და სირილ ნგონჟი, სამივე მათგანი სრული დატვირთვით ვარჯიშობს. შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

კობახიძე მელია-გვარამიაზე: 2-3%-იანი პარტიები საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შანსს ზრდის

იქმნება რამდენიმე 2 და 3%-იანი ოპოზიციური პარტია, რაც საბოლოოდ გვაძლევს კარგ სურათს. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის საქართველოს პარლამენტში – მიმდინარე პროცესები ჩვენ გვიზრდის ამის შანსებს. აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია არის კარგი – იქნება არაერთი 2 და 3%-იანი პარტია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ შემთხვევაში დაიკარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, […]

რუსეთის მტკიცებით, ბრიანსკისა და ორლოვის ოლქებში დრონების იერიში მოიგერიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბრიანსკისა და ორლოვის ოლქებში უკრაინული დრონების თავდასხმები მოიგერიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ ბრიანსკის ოლქში 4, ხოლო ორლოვის ოლქში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამოყენებით. დამატებითი დეტალების რუსეთის სამხედრო უწყებას არ დაუზუსტებია. აქამდე ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა დაწერა, რომ ჩამოაგდეს ორი დრონი. როგორც ის ირწმუნებოდა, მომხდარის შედეგად […]

გიორგი ჯაბნიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ავსტრიის ქალაქ ლინცში დასრულებული გრანპრის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გამოცდილ უნგრელ ძიუდოისტს, კრისტიან ტოტს მოუგო, მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი ფინალურ ბლოკში ისრაელის წარმომადგენელს, შმაშილინს სძლია. ავსტრიულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების რვა ძიუდოისტმა იასპარეზა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.