პაპუაშვილი: გვერდში დგომის საპასუხოდ, უკრაინისგან შეუსაბამო ნაბიჯებს ვიღებთ

შემაშფოთებელია, რომ მეგობრობის და გვერდში დგომის საპასუხოდ [უკრაინისგან] ვიღებთ ნაბიჯებს, რომლებიც აბსოლუტურად გაუგებარია. გავიხსენოთ, რომ უკრაინის ელჩი გაწვეულ იქნა 2022 წლის 1-ელ მარტს საბაბით, რომ მთავრობამ უკრაინაში მებრძოლები არ გააგზავნა. ასევე, გაუგებარია, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელიც ბევრი სხვა დასავლელი ელჩისგან განსხვავებით ბოლომდე დარჩა კიევში, რომელიც იბომბებოდა და იყო საფრთხე ქალაქში რუსული არმიის შესვლისა, იმ […]

“ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის” – კობახიძის განცხადება

“ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის” – კობახიძის განცხადება „რაც შეეხება მინისტრებს, ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის“ აღნიშნულზე ქვეყნის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. მან მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ნაბიჯების ბონუს აქცია სელფისგან – მიიღე 200MB ყოველდღე

· MyCellfie აპლიკაციაში ჩართეთ წვდომა Google Fit- ზე (ანდროიდი) ან Apple Health – ზე (iOS) · გავლილი ნაბიჯების დასაანგარიშებლად, დღეში ერთხელ მაინც შედით აპლიკაციაში · ნაბიჯები დაითვლება ერთი კალენდარული დღის განმავლობაში 00:00-დან 23:59 საათამდე · დღიური ბონუსის მაქსიმალური ოდენობა 200MB · დარიცხული მეგაბაიტების გამოყენების ვადა 24 სთ საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:

სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. კონფერენცია გაიმართა მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. დავით ნარმანიას თქმით, სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე: „6 მარეგულირებელი უწყების მიერ უკვე მეორედ იმართება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული, რაც კიდევ ერთი […]

ნაბიჯების ბონუს აქცია სელფისგან – მიიღე 200MB ყოველდღე

· MyCellfie აპლიკაციაში ჩართეთ წვდომა Google Fit- ზე (ანდროიდი) ან Apple Health – ზე (iOS) · გავლილი ნაბიჯების დასაანგარიშებლად, დღეში ერთხელ მაინც შედით აპლიკაციაში · ნაბიჯები დაითვლება ერთი კალენდარული დღის განმავლობაში 00:00-დან 23:59 საათამდე · დღიური ბონუსის მაქსიმალური ოდენობა 200MB · დარიცხული მეგაბაიტების გამოყენების ვადა 24 სთ

ორბანი: ტრამპი ომს აღარ დააფინანსებს და ის დასრულდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც ისევ პრეზიდენტობა სურს, უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად „მკაფიო ხედვა“ აქვს. გასულ კვირაში ორბანი იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც 8 მარტს ტრამპმა ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. აშშ-დან […]

,,მძღოლების საყურადღებოდ – აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა პარალიზებულია” – ,,ჩემი ქალაქი მკლავს”

,,მძღოლების საყურადღებოდ – აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა პარალიზებულია” – ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ,,ჩემი ქალაქი მკლავს” მძღოლებს აფრთხილებს, რომ აღმაშენებლის ხეივანზე მოძრაობას მოერიდონ: ,,თბილისი – აღმაშენებლის ხეივანი მოძრაობა პარალიზებულია❗️ ნუ ისარგებლებთ ამ გზით ❗️ სატვირთო გადმობრუნდა და გზის ნაწილი ჩაკეტილია, დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია❗️”

ზურაბ აბაშიძე – რამდენიმე თვის წინ მივმართე ყოფილ პრემიერს წინადადებით, სპეციალურ წარმომადგენლად გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე – ლოგიკა ძალიან მარტივი იყო: 2012 წლის შემდეგ 12 წელი გავიდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის- ლოგიკა ძალიან მარტივი იყო- 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური […]

შალვა პაპუაშვილი – ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ადეიშვილთან, კრიმინალთან შეხვედრების ნორმალიზებისა – ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრები შედგა და მოგვესმინა განმარტებები, თუ რასთან გვქონდა საქმე, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ზურაბ ადეიშვილთან, კრიმინალთან, ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზებისა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის გამართული შეხვედრების შესახებ განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ […]

ილია დარჩიაშვილი – ელჩებთან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რაც ვიხილეთ – კრიმინალები მსგავსი ტიპის შეხვედრებში არ უნდა მონაწილეობდნენ

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებთან შეხვედრისას გამოხატა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი. როგორც დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, მათი პოზიციაა, რომ კრიმინალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებში არ უნდა მონაწილეობდნენ. „დღეს შეხვედრა მქონდა ევროკავშირს ელჩთან და ასევე გერმანიის ელჩთან საქართველოში. ჩვენ ამ […]