იაგო ხვიჩია გვარამია-მელიაზე – ცალკე აღებული, მგონი, მარტო ეს ორი ადამიანი არ იქნება საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და მოუწევთ, სხვა „ნაცური“ პარტიების შემოერთება

ჩემი აზრით, ეს ერთობა [გვარამია-მელია] არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად – სხვა “ნაცური” პარტიების შეერთება მოუწევთ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდებს შორის დღეს დაგეგმილი შემაჯამებელი შეხვედრა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს ორი გუნდი უნდა გაძლიერდეს, რათა არჩევნებზე ხმები […]

რუსეთში აქციზის ფასის ზრდა არის შესაძლებლობა, ქართული ღვინის ფასი დაუბრუნდეს მაღალ ნიშნულს – KTW

რუსეთში აქციზის ფასის ზრდა არის შესაძლებლობა, ქართული ღვინის ფასი დაუბრუნდეს მაღალ ნიშნულს – ასე ეხმაურება KTW ჯგუფი მაისიდან რუსეთში ღვინის იმპორტზე აქციზის ზრდას. როგორც ცნობილია, 1-ელი მაისიდან რუსეთი ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ფასს ზრდის. საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ღვინის 65% სწორედ რუსეთზე მოდის. აქციზის ფასის ზრდასთან ერთად, სფეროს ექსპერტები ექსპორტის შემცირებას და ბაზარზე ქართული ღვინის ფასის ზრდას […]

მიხეილ სააკაშვილი – ყოველთვის მამოძრავებდა ერთი რამ, ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო მთელი მსოფლიოსთვის შურის საგანი უნდა ყოფილიყო და ასეთიც იყო, ახლა უხერხულად არ გვიმჩნევენ

ყოველთვის მამოძრავებდა ერთი რამ, ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო მთელი მსოფლიოსთვის შურის საგანი უნდა ყოფილიყო და ასეთიც იყო, ახლა უხერხულად არ გვიმჩნევენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, „მუდმივად რაღაც უაზრო კინკლაობა და უაზრო თემებზე ყურადღების გადატანა მიდის“. „ცხოვრებაში ფული მე აქ არ მომიპოვებია, პრივილეგიები მე […]

ნაბიჯების ბონუს აქცია „სელფისგან“ – მიიღე 200MB ყოველდღე

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ აბონენტს ემსახურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით მომხმარებელს ნაბიჯების ბონუს აქციას სთავაზობს. „სელფის“ ინფორმაციით, აპლიკაციაში MyCellfie ხელმისაწვდომია მთვლელი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე 5000 ნაბიჯის გადადგმის და აპლიკაციის დღეში ერთხელ მაინც გახსნის შემთხვევაში, აბონენტს საჩუქრად ერიცხება 200MB ინტერნეტი. ინფორმაციის თანახმად, აქციით სარგებლობა შეუძლიათ iOS და ახლა უკვე […]

დავით ნარმანია – სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. სემეკის ინფორმაციით, კონფერენცია მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. დავით ნარმანიას თქმით, სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. „6 მარეგულირებელი უწყების მიერ უკვე მეორედ იმართება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული, რაც […]

სააკაშვილის თქმით, რუსული რეჟიმი საქართველოში არჩევნების და ეკლესიაში გადატრიალებისთვის ემზადება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე კლინიკა “ვივამედიდან” ვიდეოზარის მეშვეობით ჩართვისას განაცხადა, რომ “რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის”. “მე რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მანამდე ის […]

თიბისის მხარდაჭერით სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება

18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალურიქორეოგრაფიულ სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. წარმოდგენა თიბისის,სომხეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება. ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს. სპექტაკლი ლეგენდარული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი […]

,, რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს არ ვიცი, სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს: ,,აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ქაჩავდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აგინებდა, ქაჩავდა…. წაარტყა. წარმომიდგენია სახლში რა დღეში ყავს. ავედევნე, ვერ დავეწიე… მისი ძაღლი იყო, აი საშუალო ზომის მეტისი შავი ფერის. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს არ ვიცი. სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს”

„დაუსჯელობა, ახალისებს მსგავს აგრესიულ ქმედებებს“ — „არა ფობიას“ ადიგენის მოვლენებზე

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ ეხმაურება 8 მარტს, ადიგენში ადგილობრივი მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელშეშლის ფაქტს. კოალიციის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა ჯეროვნად — ვერც პრევენციის და ვერც რეაგირების ნაწილში. „ვხედავთ, რომ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოქმედებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე. ისინი ცდილობენ, რომ გამოკვეთონ მუსლიმი თემის თანაბარი ბრალეულობა […]

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები კიდევ ერთხელ გაიფიცებიან

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები 12 მარტს გაიფიცებიან. მემანქანეების პროფკავშირის, GDL-ის ცნობით, გაფიცულები სამსახურში 24 საათის განმავლობაში არ გამოცხადდებიან. GDL განმარტავს, რომ სატრანსპორტო მატარებლების მემანქანეთა გაფიცვა 11 მარტს საღამოს დაიწყება, 12 მარტს ღამის ორ საათზე კი მათ სამგზავრო მატარებლების მემანქანეები შეუერთდებიან. პროფკავშირების ცნობით, გაფიცვის მიზეზი ის არის, რომ გერმანიის რკინიგზას (DB) მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით 19 იანვრიდან ახალი […]