საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოში მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დაიწყო, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმიურად ახორციელებს. აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და […]

13 მარტს აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება

13 მარტს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება. იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2024 წლის ერთიანი ეროვნული […]

იაგო ხვიჩია – ადეიშვილზე „ქართული ოცნების“ განცხადებები მაგონებს იმას, ადამიანი შარზე რომ არის და მიზეზს ეძებს, რაღაც ცუდი გითხრას, გისაყვედუროს და უმადურად მოგექცეს

ზოგადად, “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი [განცხადებები], განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მაგონებს ამას – შარზე რომ არის ადამიანი და მიზეზს ეძებს, რაღაც ცუდი რომ გითხრას, გისაყვედუროს და უმადურად მოგექცეს მიუხედავად იმისა, რომ შენ ცოტა ხნის წინ კარგად მოექეცი – დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია და ამ განცხადებებში გულწრფელობას ვერ ვგრძნობ,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო […]

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით ჩავიდა სამშობლოში, ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდა რეჟიმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს – სააკაშვილი

ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით ჩავიდა სამშობლოში, ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდა რეჟიმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს – სააკაშვილი ალექსეი ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით საკუთარ სამშობლოში ჩავიდა. ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდნენ – კონკრეტულად ის რეჟიმი გაუსწორდა, რომელიც ქვეყანაში არის […]

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმურად ახორციელებს. აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს. შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება. […]

ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 13 მლნ ლარის სამუშაოები იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის – შპს ‘გეოპლასტი’-ის დირექტორმა, კონსტანტინე საღარეიშვილმა მოაწერეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარებისა და არსებული სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა, მაგისტრალური მილები და […]

ფასნამატები 300-3000%-ის არეალშია – როდის დასრულდება მოკვლევა ფარმაცევტულ ბაზარზე?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მოკვლევა, რომელიც იანვარში დაიწყო, შესაძლოა, სექტემბერში დასრულდეს. როგორც ლექვინაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განმარტა, მოკვლევა მაღალი, 300-3000%-იანი ფასნამატების გამო, 8 კომპანიის მიმართ, 14 მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. “გასული წლის დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია მაღალი ფასნამატების შესახებ. გამოგზავნილი იყო ინფორმაცია 20 მედიკამენტზე. შევაფასეთ და […]

თეონა აქუბარდია – ორმაგი სტანდარტია, როდესაც უნგრეთის შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას” და გერმანიის შემთხვევაში უსამართლო ევროპის ნარატივს ვისმენთ

დღევანდელი სამთავრობო რიტორიკა იყო ორმაგი დარტყმის შინაარსის მქონე ერთი მხრივ უკრაინის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ევროკავშირის მიმართ – ორმაგი სტანდარტია, როდესაც უნგრეთის შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ ჰქონია “ქართულ ოცნებას” და გერმანიის შემთხვევაში უსამართლო ევროპის ნარატივს ვისმენთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის […]