ანა წითლიძე გვარამია-მელიაზე – „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ

„ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება მთავარი ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს. “მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ […]
ანგარიში – ფსიქიკური აშლილობის გამოვლენისას ან მდგომარეობის გაუარესებისას, პაციენტთა დიდი ნაწილი სხვა სპეციალისტს მიმართავს, რადგან ფსიქიატრის პროფესია სტიგმატიზებულია

ფსიქიკური აშლილობის გამოვლენისას ან მდგომარეობის გაუარესებისას, პაციენტთა დიდი ნაწილი სხვა სპეციალისტს მიმართავს, რადგან ფსიქიატრის პროფესია სტიგმატიზებულია და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საშიშ და უსიამოვნო გამოცდილებასთან ასოცირდება. ფსიქიატრიული საჭიროების მქონე პირთა 40% ფსიქოთერაპევტს მიმართავს. ამის მიუხედავად, ფსიქოთერაპიული საქმიანობა არ რეგულირდება, – ამის შესახებ საუბარია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური […]
ვაშაძე ოცნებას: თუ ეკონომიკა კარგადაა, მაშინ ხალხი რატომ გარბის? რატომაა ყველაფერი ძვირი?

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. ვაშაძემ ოცნების წევრებს კითხვით მიმართა – “როგორ არიან კმაყოფილი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით, როცა ხალხი ქვეყნიდან გარბის და რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოშია”. ვაშაძემ მოუწოდა ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, “ერთხელ მაინც გაიაზრონ და გაითვალისწინონ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება” და გასცენ პასუხი […]
საპატიმროში მყოფი ირანელი სასულიერო პირი ციხიდან იტყობინება, რომ აიძულებენ აღიაროს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია

ირანელი სასულიერო პირი, სემინარიის პროფესორი, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი მმართველის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ ღია კრიტიკით ცნობილი მოჰამად თაჰი აქბარნეჟადი იშვიათი სატელეფონო საუბრის დროს ყუმის საპატიმროდან იტყობინება, რომ ხელისუფლება ცდილობს მის დისკრედიტაციას. აქბარნეჟადი, ისლამური რესპუბლიკის მძაფრი მოწინააღმდეგე, 17 თებერვალს დააპატიმრეს “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” თანამშრომლებმა. აქბარნეჟადი ამბობს, რომ მან 14 დღე გაატარა სამარტოო საკანში, რომ ციხის […]
“გაჩნდება ონლაინ უნივერსიტეტის ცნება” – განათლების მინისტრმა დისტანციური სწავლების რეფორმა დააანონსა

ცალკეული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების თეორიული ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. შეიქმნება უმაღლესი განათლების ისეთი პროგრამებიც, რომელთა გავლაც სრულად ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ნაწილობრივ, ონლაინ სწავლებას დაექვემდებარება პროფესიული განათლებაც. ეს ინფორმაცია განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღეს, 11 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. ამილახვრის ინფორმაციით “დისტანციური სწავლების რეფორმის” გეგმა უკვე წარუდგინა მთავრობას. მინისტრის თქმით, ეს […]
მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ქეით მიდლტონის ბოლო ფოტოს ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ

მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, როგორებიცაა AFP, Associated Press, Reuters და Getty Images ქეით მიდლტონის ბოლოს გავრცელებული ფოტოს ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ. ამ საერთაშორისო გამოცემებმა ქეით მიდლტონის და მისი შვილების ფოტო თავიანთი ვებგვერდებიდან აიღეს, რადგან მათი აზრით, ფოტო შესაძლოა ციფრული მანიპულაცია იყოს. მრავალი თანამედროვე საინფორმაციო სააგენტო შლის სავარაუდოდ ციფრულად დამუშავებულ ფოტოებს სანამ ოფიციალურ განმარტებას არ მიიღებენ. საერთაშორისო გამოცემები […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი, ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ინფორმაციის თანახმად, თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. „დასავლეთ საქართველოში, […]
დავით მათიკაშვილი – უკრაინის ხელისუფლება მფარველობს კრიმინალებს და ის გახდა საქართველოში ნასამართლევი პირების ყოფნის ადრესატი

უკრაინის ხელისუფლება მფარველობს კრიმინალებს და ის გახდა საქართველოში ნასამართლევი პირების ყოფნის ადრესატი – რაც ყველაზე ღიმილისმომგვრელია, ეს პიროვნებები დადიან ევროპის დედაქალაქებში და კანონის უზენაესობაზე მსჯელობენ. ეს დაახლოებით იგივეა, ნაცისტური რეჟიმის შემოქმედნი ომის შემდეგ დამსხდარიყვნენ და მოკავშირეებთან ადამიანის უფლებებზე ესაუბრათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში […]
კოკა კაციტაძე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, საუბარი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო, რაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებასა ისახავს მიზნად. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უცხოელ დიპლომატს სამსახურის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და […]
ჯო ბაიდენი და ფუმიო კიშიდა უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნის მიზნით, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ

აშშ-სა და იაპონიის ლიდერები, ჯო ბაიდენი და ფუმიო კიშიდა 10 აპრილს ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ და უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნის მიზნით, თავდაცვის აღჭურვილობის ერთობლივი წარმოების სისტემის გაძლიერების საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას Kyiv Independent-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამიტის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია ცდილობს აწარმოოს საკმარისი […]