მაკრონი 2024 წლის მაისში ევთანაზიის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას გეგმავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2024 წლის მაისში ევთანაზიის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას გეგმავს. ამაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემებთან – Liberation-თან და Le Choix-თან ინტერვიუში ისაუბრა. მაკრონის თქმით, მთავრობის პროექტი პარლამენტს ევთანაზიის პროცესის გამარტივებას შესთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი მოიცავს გარკვეულ მძიმე მდგომარეობაში, ზრდასრული ადამიანებისთვის ევთანაზიის მოთხოვნის შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გავრცელდება პალიატიურ და მძიმე, განუკურნებელი დაავადებების […]

,,ბოლოს ასე მაშინ ვიღელვე, როცა მთავარ არხს ვაფუძნებდი“ – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პრეზენტაციის შემდეგ წერს: ,,ბოლოს ასე მაშინ ვიღელვე, როცა მთავარ არხს ვაფუძნებდი 2019ში. მაშინ 19 დღეში ახალმა გუნდმა დავდეთ გამარჯვების ფორმულა. ახლა მეორედ მაქვს ახალი დასაწყისი, და ისევ ფანტასტიურ გუნდთან ერთად, და ისევ დავდებთ გამარჯვების ფორმულას! გამოვიდა ერთხელ, გამოვა მეორედაც! “

მე და ნიკა ვიქნებით თანათავმჯდომარეები, პოლიტიკური საბჭო იქნება გადაწყვეტილების მიმღები – გვარამია

“მე და ნიკა ვიქნებით თანათავმჯდომარეები. მაგრამ ამ პარტიის მთავარი ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს, იქნება პოლიტიკური საბჭო, ხელმძღვანელი ვინ იქნება ჯერ არ ვიცით. ამაზე ვმსჯელობთ, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამას მე და ნიკა ვერ გადავწყვეტთ და არ გადავწყვეტთ. – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გვარამია ამბობს, პარტია “ახალის” ყრილობა […]

ნიკა მელია – თუ ვინმეს არ უდგას ახლა იდენტობის პრობლემა, ეს არის ჩვენი გუნდი

ვფიქრობ, თუ ვინმეს არ უდგას ახლა იდენტობის პრობლემა, ეს არის ჩვენი გუნდი, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ და პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ აპირებს “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას. როგორც მელიამ აღნიშნა, მისი და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გაერთიანება “ახალს” არაფერი აკავშირებს არცერთ სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიასთან გარდა საერთო ინტერესისა, […]

არჩილ თალაკვაძე მელია-გვარამიას პარტიაზე – არაფერი ახალი, სინამდვილეში ეს არის ძველი “ნაციონალური მოძრაობის” დესანტი პოლიტიკაში

არაფერი ახალი, სინამდვილეში ეს არის ძველი “ნაციონალური მოძრაობის” დესანტი პოლიტიკაში – ჰყავთ ძველი ადამიანები ძველი ბიოგრაფიით და ძველი ღირებულებებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიამ გაერთიანების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი საზოგადოების დაბნევის მცდელობაა. “ჩვენ წინა თვეებში ვამბობდით, რომ იქნება მცდელობა, საზოგადოება დააბნიონ ახალი “ნაციონალური მოძრაობის” ჩამოყალიბებით, […]

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 ნომინაციაში დაჯილდოებაში მონაწილე 400-ზე მეტი კომპანიიდან შეარჩია. გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები. ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ გაიმარჯვა „სტოქტონმა“, რომელიც არის ლეიბლი და მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია. მათი მომსახურება გულისხმობს როგორც უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს მუსიკოსებისთვის, ასევე, უფრო მდიდარ მუსიკალურ პროდუქტს და საკონცერტო გამოცდილებას მსმენელისთვის. […]

„არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას – კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია

„არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას – კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და […]

საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპაში – მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე

საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპაში – მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე თუკი ჩვენ რაიმე ეროვნულ თავმოყვარეობაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის სწორი პოზიცია, რომ ჩვენს მეგობრებს გავუბედოთ და მეტიც, პირდაპირ, ღიად ვუთხრათ, რომ საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ, ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ გადაადგილება – ფაქტები, […]

მელია: ჩემი პირადი რწმენაა, რომ “ახალი” გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია არჩევნებამდე

სამი თვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ჩვენ ძალიან ბევრი რამ ავწონ-დავწონეთ და ვფიქრობ, რომ პარტია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არაფორმალურად, მაგრამ არის ცნობილი, რომ ასეთი პარტია[ახალი] იქნება დარეგისტრირებული, ორიენტირებული იქნება სხვადასხვა ტიპის ამომრჩევლებზე. ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ ერთ ან ორ კონკრეტულ სეგმენტზე ვიმუშავებთ. ეს იქნება სახალხო პარტია, ე.წ. მეინსტრიმული პარტია, რომელიც მე პირადად, ჩემი რწმენაა […]

ნიკა გვარამია – დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველა – გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდათ ცვლილება, ვისაც აინტერესებთ შინაარსი

დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველა, გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდათ ცვლილება, ვისაც აინტერესებთ შინაარსი, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისი პარტია ყველა დასაშვებ შესაძლო კავშირზეა თანახმა „ბიძინა ივანიშვილის“ გასაშვებად. „ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად სტატისტიკურ ყველა დასაშვებ, შესაძლებელ […]