“აბუ-დაბის კულტურის ფორუმზე” გიორგიმ მიქაძემ საქართველო და Berklee College of Music წარადგინა

“აბუ-დაბის კულტურის ფორუმზე” გიორგიმ მიქაძემ საქართველო და მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი Berklee College of Music წარადგინა. CultureSummit Abu Dhabi მსოფლიო კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის, ცოდნის გაცვლის, დებატებისა და სახელოვნებო პოლიტიკის განვითარების ყოველწლიური გლობალური ფორუმია. „აბუ-დაბის კულტურის სამიტში” მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მუსიკალური ინდუსტრიის, მეცნიერებისა და ხელოვნების ავტორიტეტული წარმომადგენლები. მსოფლიო პანელზე გიორგიმ წარადგინა […]

ისრაელი ამბობს, რომ ამოწმებს ინფორმაციას ღაზაში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის განეიტრალებაზე

ისრაელმა განაცხადა, რომ კვლავ ამოწმებს ინფორმაციას მორიგი დაბომბვისას შედეგად “ჰამასის” რიგით მეორე ლიდერის განეიტრალების შესახებ. ისრაელ-“ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება შეჩერებულია. თუ მისი სიკვდილი დადასტურდა, მაშინ მარვან ისა, ამ დრომდე, “ჰამასის” ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი იქნება, რომელიც ისრაელის ძალებმა 5-თვიან ომში გაანეიტრალეს. ისრაელის არმიის რადიომ განაცხადა, რომ შაბათს ღამით ისრაელმა დაბომბა ალ-ნუსეირატის ბანაკი ცენტრალურ […]

ენტონი ბლინკენი ჰაიტის კრიზისთან დაკავშირებით კარიბის გაერთიანების შეხვედრას დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჰაიტიში შექმნილი კრიზისის შესახებ გასამართ კარიბის გაერთიანების შეხვედრას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი ჰაიტიში პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემის შესახებ კარიბის გაერთიანებისა და ჰაიტის ოფიციალური პირების მიერ შემუშავებულ გეგმას და წესრიგის აღდგენის მიზნით ჰაიტიში უსაფრთხოების მრავალეროვნული მისიის განთავსების საკითხს განიხილავს. ასევე, […]

რა არის სატენდერო გარანტია და როგორ შეიძლება მისი მიღება მარტივად?

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისთვის ბიზნესებს ფინანსური გარანტიის წარდგენა სჭირდებათ. სატენდერო გარანტია დოკუმენტია, რომელიც აზღვევს შემთხვევას, როცა ტენდერში მონაწილე კომპანია, გარკვეული მიზეზებით, ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. სწორედ ამ პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკი ბიზნესებს უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიას სთავაზობს. დოკუმენტის წარდგენა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, ბანკი კი მზღვეველის როლს ითავსებს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურებს […]

„აეწვათ კუდები“ – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: „ხელისუფლება ძალიან შეწუხებულა თურმე, ოპოზიცია ეკონომიკურ საკითხებზე რომ ალაპარაკდა. უბრძანებიათ თავიანთი პროპაგანდისტული საშუალებებისათვის, წავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და აჩვენენ, რომ იქაც გაზრდილა ფასები. თურმე “იმედს” რუმინეთი ერგო წილად. ვნახოთ, რა სიუჟეტს გამოაცხობენ:)) ვერაფერი უშველით. საკმარისია მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედოთ და ყველაფერი ნათელი ხდება. “ოცნების” ხელისუფლების მმართველობის თერთმეტი წლის განმავლობაში […]

პოლონეთში როზეტა ყალიჩავას მკვლელობისთვის მის ქმარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

„საფარის“ ცნობით, პოლონეთში ცოლის მკვლელ ქმარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა: „2022 წლის მაისში პოლონეთში, ქალაქ ლოძში მცხოვრებმა როზეტა ყალიჩავამ საფარის იურისტს, თამარ ლუკავას დახმარებისთვის მიმართა. ქალზე მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. საფარმა საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა, მათ შორის შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს საელჩო პოლონეთში, რომელთა ჩართულობითაც […]

მსოფლიო პრემიერა დუბაიში – JCB-მ ექსკავატორ-დამტვირთველების სამოდელო რიგი განაახლა

ბრიტანულმა ბრენდმა მსოფლიოს სამი ახალი მოდელი – 3CX, 3CX Plus და 3CX PRO წარუდგინა. პრემიერას JCB-ს ოფიციალური დილერი კავკასიის რეგიონში „თეგეტა ქონსტრაქშენ ექვიფმენთიც“ დაესწრო. სამშენებლო ტექნიკის ბრიტანულმა პრემიუმ ბრენდმა JCB-მ მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიას ექსკავატორ-დამტვირთველების სამი ახალი მოდელი წარუდგინა. 3CX-ის, 3CX Plus-ისა და 3CX PRO-ს პრემიერა დუბაიში შედგა. ახალი ტექნიკის პრეზენტაცია საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაიგეგმა – […]

თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი 7%-ით, ხოლო ძველი ბინების 12%-ით გაძვირდა

2024 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 546 ერთეული შეადგინა და წინა წლის თებერვალთან შედარებით 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა. Colliers Georgia-ს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბაზრის ზომა 5%-ით, 227 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. თებერვალში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის თებერვალში შედარებით მაჩვენებელი 10%-ით არის შემცირებული. თბილისში, თებერვალში, ახალაშენებული ბინების საშუალო […]

დედამთილმა ორსული რძალი მოწამლა, რის შემდეგაც გოგონას სახის დამბლა განუვითარდა. ცნობილი პლასტიკური ქირურგი საზარელ ამბავს ყვება.

· 267 ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში მომ­ხდა­რი უც­ნა­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა. ერთი-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვა მან ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში გა­იხ­სე­ნა. საქ­მე ეხე­ბო­და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის დროს დე­დამ­თილ­მა მო­წამ­ლა და სა­ხის პა­რა­ლი­ჩი გა­ნუ­ვი­თარ­და. “ახ­ლა­ხან სა­ცო­და­ვი ერთ პა­ცი­ენ­ტი მო­ვი­და პა­რა­ლი­ჩით, სა­ხის დამ­ბლით. ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა მომ­წამ­ლაო. ის ქალი არ დას­ჯი­ლა სა­ერ­თოდ. როცა […]

უზენაესი სასამართლო: კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ე.წ ვეტინგის პროცედურის დანერგვას

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასებით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურა – ე.წ. ვეტინგი “ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს “კეთილსინდისიერების” შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე”. უზენაესი სასამართლო “სრული პასუხისმგებლობით აცხადებს”, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში […]